RSS
на русском en in english
15.12.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

გამარჯვების დღე, რომელიც წარსულში რჩება.

23.05.2013  |  13:29

საქმე კი იმაშია, რომ კაპიტულაციის აქტი ფაშისტურმა გერმანიამ ხელი მოაწერა 8 მაისს 22 სთ და 45 წთ-ზე ევროპული დროით. ამ დროს მოსკოვში (და თბილისშიც) უკვე 9 მაისი იყო, ამიტომაც ფაშიზმზე გამარჯვება რუსეთში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში 9 მაისს აღინიშნება. სხვათა შორის, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2004 წელს 8 და 9 მაისი დააწესა როგორც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის დღეები.

რას ფიქრობენ ამაზე თავად ვეტერანები? მათთვის, ბუნებრივია ეს თემა დახურულია - ყოველთვის 9 მაისს აღნიშნავდნენ და ახლაც ამ დღეს აღნიშნავენ, აბა სხვანაირად როგორ? თუმცა ვეტერანების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება და ახლო მომავალში, შესაძლოა, აღარც დარჩნენ ადამიენები, ვინც დაიცავს იდეას იმის შესახებ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისია, და არა 8 მაისი.

შეძლეს თუ არა ვეტერანებმა თავისი შვილებისთვის ამ დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციის გადაცემა? ალბათ არა. მიუხედავად იმისა, რომ 9 მაისი საქართველოში ოფიციალური დღესასწაულია, ახალგაზრდებმა მის შესახებ ძალზე ცოტა რამ თუ იციან. უფროსი თაობის ადამიანებისთვის კი ეს ალბთა უფრო მამების და ბაბუების დღესასწაულია, ვისთვისაც ეს დღე რაღაცა განსაკუთრებული იყო, იმდენად „თავისი" დღესასწაული, რომ ამ გრძნობის გადაცემა შეუძლებელი აღმოჩნდა.

„შენ ვერც კი წარმოიდგენ თუ რაც ნიშნავს ეს დღე ჩვენთვის და ღმერთმა დაგიფაროს, რომ ეს ოდესმე გაიგო", - ეუბნებოდა ავტორს მისი ბაბუა. შესაძლოა სწორედ ამიტომ არ სურთ სამამულო ომის ვეტერანებს, რომ მომავალ თაობებს ფაშიზმზე გამარჯვების ტრადიცია გადასცენ, ხოლო სურთ, რომ მე-20 საუკუნის უდიდეს ტრაგედიაზე მოგონენები მათთან ერთად დასამარდეს? მომავალი თაობებისთვის კი ეს დღე დარჩეს, როგორც ჩვენი ახლობლების და ნათესავების, მამების და ბაბუების ხსოვნის დღე, რომლებმაც თავისი, შესაძლოა მცირე წვლილი შეიტანეს ფაშიზმზე გამარჯვებაში.

მიხეილ ვარძელაშვილი.

 

1 
2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100