RSS
на русском en in english
23.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

გამარჯვების დღე, რომელიც წარსულში რჩება.

23.05.2013  |  13:29

როგორ აღნიშნავენ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს? რა იცის ახალგაზრდა თაობამ მე-20 საუკუნის უდიდესი ტრაგედიის შესახებ? საქართველოდან ფრონტზე 700 ათასი ადამიანი წავიდა და ნახევარზე მეტი დაიღუპა, ეს დღესასწაული კი თანდათან დავიწყებას მიეცა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნება, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის „ღირსეული პირობების" შექმნის შესახებ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს.

ამას წინათ ავტორი თბილისის გამარჯვების პარკში იყო,რომელიც ახლა ვაკის პარკის სახლს ატარებს და ასეთი სცენის მოწმე გახდა: 11-12 წლის ბიჭი მამას ეკითხება: „მამა, რატომ ანთია აქ ეს ცეცხლი?" „ეს მარადიული ცეცხლია, შვილო, ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპულთა საპატივსაცემოდ". „მამა, ფაშიზმი რა არის?" ამის შემდეგ ბიჭუნას მამა, რომელიც ამ საკიხებში, სავარაუდოდ, კარგად ვერ ერკვევა, ცდილობს აუხსნას შვილს თუ რა არის „ფაშიზმი" და რატომ უნდა გებრძოლა მასთან.

აგერ უკვე საქართველოს მოსახლეობის ორმა თაობამ არ იცის, თუ რა არის ფაშიზმი და ძლივს იხსენებს, თუ ვინ ვის ებრძოდა მეორე მსოფლიო ომში. იყო დრო, როდესაც გამარჯვების დღე განსაკუთრებული პომპეზურობით აღინიშნებოდა - იგივე გამარჯვების პარკში. არავინ არ აგროვებდა იქ ვეტერანებს, ყველა იქ საკუთარი სურვილით მიდიოდა, ფრონტის მეგობრების სანახავად, ომის დღეების გასახსენებლად, ან, უბრალოდ, ჭადრაკის სათამაშოდ, სპეციალურად მოწყობილ პატარა მაგიდებზე.

ავტორის ბაბუა (ომის მონაწილე) ამ დღისთვის განსაკუთებულად ეზადებოდა - სპეციალურად წმენდდა ტანსაცმელს, იცვამდა ახალ ფეხსაცმელს, შემდეგ სადღესასწაულო ფორმაში უამრავი ორდენით და მედლით გამოწყობილი მიდიოდა პარკში გამარჯვების დღის აღსანიშნავად. ზოგეჯეს შვილიშვილიც მიყავდა, მაგრამ უფრო ხშირად მარტო მიდიოდა, ალბათ ეს დღესასწაული მისთვის იმდენად მნიშვნელივანი იყო და რაღაცა „პირად" დღესასწაულს წარმოადგენდა, რო ამ „საიდუმლოებების" გამჟღავნება მას არავისთვის სურდა. შემდეგ ფონტის მეგობრებთან ერთად დღესასწაულის აღნიშვნის მერე ბაბუა სახლში ნასვამი მრუნდებოდა და ძალიან უყვარდა შვილიშვილთან ჭდრაკის ან კარტის თამაში, ხოლო ამ თამაშის დროს ყვებოდა ფრონტის ისტორიებს, რომლებიც ძალიან ჰგავდა ომის შესახებ კინოებში რომ უნახავს, ოღონდ... გაცილებით საშინელი იყო. „შენ ვერ წარმოიდგენ, და ღმერთმა დაგიფაროს, რომ წარმოიდგინო, თუ რა არის ომი. მშვიდობიან ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი არაფერია" - ამბობდა ბაბუა. როდესაც ის ომის საშინელებებს იხსენებდა, მის თვალებს ცრემლები მოადგებოდა-ხოლმე.

გამარჯვების დღე საქართველოში ამჟამად ოფიციალური დღესასწაულია. იყო დრო, როდესაც 90-იანი წლების დასაწყისში, ზვიად გამსახურდიას მმართველობის წლებში და შემდგომ პერიოდში, ეს დღესასწაული, ისევე როგორც სხვა დღესასწაულები, გააუქმეს, გააუქმეს ისე, რომ არც კი დაფიქრებულან, რომ მხოლოდ საქართველოდან დიდ სამამულო ომში 700 ათასი ადამიანი მონაწილეობდა და ნახევარზე მეტი იმში დაიღუპა.

შემდეგ - 2000-იაი წლების დასაწყისში, დღესასწაული აღადგინეს, ალბათ მიხვდნენ, რომ კომუნიზმთან და სოციალიზმთან პირდაპირი კავშირი 9 მაისის დღესასწაულს არა აქვს. თუმცა 2003 წელს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ, დაიწყო საუბარი იმის შესახებ, თუ როდის უნდა აღინიშნოს საქართველოში გამარჯვების დღე. 9 მაისს, როგორც ადრე საბჭოთა კავშირში, ხოლო ახლა რუსეთში და დსთ-ს ქვეყნებში, თუ 8 მაისს, როგორც ევროპის ქვეყნებში? პირველმა ამის შესახებ საუბარი დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრილოლ ვაშაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ფაშიზმზე გამარჯვებას 8 მაისს აღნიშნავს, და არა 9 მაისს. „რუსეთი აქაც გამონაკლისია და ფაშიზმზე გამარჯვებას „სეპარატისტულად": აღნიშნავს. ამუ მთელი საერთაშრისო თანამეგობრობისგან ცალკე" განაცხადა ვაშაძემ.

თბილისის მერი გიგი უგულავა კი საერთოდ ამბობს, რომ 9 მაისი - უდავოდ საბჭოთა დღესასწაულია, რადგანაც ის არის „რუსეთის მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დაპყრობის" აღნიშვნა, ხოლო ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს უნდა აღინიშნებოდეს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100