RSS
на русском en in english
22.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

თბილისი: „ყოფილების“ დაბრუნება

18.03.2009  |  13:09

0/2/2/2022.jpegგარდაქმნები კვლავაც საქართველოს ზღურბლზეა. პარლამენტის წინ კვლავ მიტინგები იმართება. პოლიტიკურ კულისებში თავისებური ვნებათაღელვაა. საზოგადოების სცენაზე მეორე გამოსვლის მოწყობას ისინი აპირებენ, ვისაც რევოლუციის ტალღამ თითქოსდა უკვე დიდი ხნის გადაუძახა „ყოფილებში". თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის კვალდაკვალ, საქართველოსკენ მოისწრაფვის სხვა მინისტრიც, ისიც თავდაცვის - თენგიზ კიტოვანი.

ეს უკანასკნელიც „ქორებს" მიეკუთვნება. თუკი ოქრუაშვილმა 2007 წლის ცხინვალში შეხვედრის პირობა დადო, კიტოვანმა 1992 წელს თავისი გვარდია აფხაზეთში გაუშვა ლაშქრობაზე. 1995 წელს კი ციხეში აღმოჩნდა „უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის გამო".

თენგიზ კიტოვანის კისერზე ერთი რევოლუცია უკვე არის. მაშინ, მართალია, ხელისუფლების ცვლილებას რევოუცია არ ეწოდებოდა, უბრალოდ შორეულ 91-ში ეროვნული გვარდია, რომელსაც კიტოვანი ხელმძღვანელობდა, გამოვიდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ და მხარი დაუჭირა შევარდნაძის დაბრუნებას. ახლა, მოსკოვში მყოფმა კიტოვანმა განაცხადა, რომ აპირებს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღებას.

როგორც ირკვევა, სააკაშვილს მოწინააღმდეგეები მხოლოდ მოსკოვში არ ჰყავს.გასულ კვირას ვენაში საქართველოს სამომავლო პერსპექტივებს (ზუსტად ასე ერქვა პრესკონფერენციას, რომლის ორგანიზატორიც ავსტრიის თავისუფლების ინსტიტუტია) განიხილავდნენ შერცხვენილი ბიზნესმენი ლევან პირველი, ქვემო ქართლის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე და ასევე აჭარის ყოფილი მმართველის ასლან აბაშიძის გარემოცვის წარმომადგენლები.

ამიტომაც მიხეილ სააკაშვილმა გაფრთხილება გადაწყვიტა: „რევანშის აღების მსურველებს არ გამოუვათ საქართველოში დაბრუნება და აქ საკუთარი წესების დადგენა". ამის შესახებ მან განაცხადა 14 მარტს ქუთაისში. შეიძლება, ბედის ირონიით, მაგრამ იმავე დღეს თენგიზ კიტოვანმა, რომელიც 2003 წელს სააკაშვილს უჭერდა მხარს, გამოთქვა საქართველოში ახლანდელ „რევოლუციურ პროცესებში" მონაწილეობის მიღებაზე მზადყოფნა. „ძველი გვარდიის" წარმომადგენელმა საზოგადოებას ყოფილი ხელისუფლების ცოდვები შეახსენა. მან განაცხადა, რომ ედუარდ შევარდნაძემ თავად მოაწყო ტერაქტი საკუთარ თავზე და მის ორგანიზებაში დაადანაშაულა უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე. (საუბარია 1995 წლის მოვლენებზე). „მე იგორ გიორგაძეს კი არ ვუჭერ მხარს,- განაცხადა თენგიზ კიტოვანა,- მე უბრალოდ აღვნიშნე, რომ ის განდევნა შევარდნაძემ, რომელმაც თავად მოაწყო ტერაქტი საკუთარ თავზე".

კგბ-ს ყოფილი ლიდერი იგორ გიორგაძე, რომელზეც ფსონებს მოსკოვი დებდა, საქართველოში წაგებულ ბანქოდ ითვლება. სამშობლოში ის 15 წელია არ ყოფილა, მას არ დარჩა არც თანამებრძოლი და არც მომხრე. პარტია „სამართლიანობის" წარმომადგენლები, რომლებიც მისი მომხრეები იყვნენ, 2006 წელს დააპატიმრეს სახელმწიფო გადატრიალების მზადების ბრალდებით. პარტიის რეანიმირება ვერ მოხერხდა. დაახლოებით ორი წლის წინ იგორ გიორგაძისადმი თავის ლოიალურობას არ მალავდა ირინა სარიშვილი (გია ჭანტურიას, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლის, მეუღლე). მაგრამ 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მან მხოლოდ 0,2% დააგროვა (ასეთი იყო იგორ გიორგაძის რეიტინგი, რომელსაც ფაქტიურად წარმოადგენდა სარიშვილი).

საქართველოში ხომ რუსეთისადმი სიმპათიები თითქმის სამშობლოს ღალატის ტოლფასი იყო. აგვისტოს შემდეგ, საქართველოში ბევრი რამის გადაფასება მოხდა. მიუხედავად რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე ნეგატიური რეაქციისა, საზოგადოებამ მაინც ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე: ვინ არის დამნაშავე მოვლენების ასეთ განვითარებაში. ამიტომაც, თუკი დამტკიცდება რომ იგორ გიორგაძეს კავშირი არ ჰქონია პრეზიდენტზე მოწყობილ ტერაქტთან, პოლიტიკურ არენაზე შეიძლება პრეზიდენტობის კიდევ ერთი პრეტენდენტი გამოჩნდეს. თანაც აშკარა პრორუსული ორიენტაციით. რამდენად მოსალოდნელია ეს და როგორია მისი შანსები, ეს უკვე სხვა საკითხია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100