RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

„ გადატვირთვა“ საქართველოდან იწყება?

20.03.2009  |  10:05

0/4/8/2048.jpegაშშ და რუსეთი ურთიერთობების „გადატვირთვას" იწყებენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ბრიუსელში, ნატოს საბჭოს სხდომაზე განაცხადეს. იქვე ოფიციალურად გამოითქვა თანხმობა, ნატოს რუსეთთან ურთიერთობის განახლების თაობაზე. თბილისში, მანტრასვით იმეორებდნენ, რომ „ხელახალი გადატვირთვის" მიუხედავად აშშ „საქართველოს მხარდაჭერას მთელი მოცულობით" აგრძელებს. თუმცა, რეალობა თბილისელ სტრატეგებს ოპტიმიზმის დაოკებას აიძულებს.

ამ კვირაში სააკაშვილის რეჟიმისთვის ერთ უსიამოვნო სიახლეს, მეორე მოჰყვება. 17 მარტს ამერიკელმა ექსპერტებმა ბარაკ ობამას ურჩიეს: იმეგობროს რუსეთთან და არ მიიღონ ნატოში საქართველო და უკრაინა.

ეს რეკომენდაციები ახალ პრეზიდენტს ორპარტიულმა კომისიამ მისცა, რომელიც აშშ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი დიპლომატებით და კონგრესის წევრებითაა დაკომპლექტებული. კომისიის მოხსენებაში, რომელსაც ასეთი სათაური ჰქონდა - „აშშ-ს პოლიტიკის სწორი მიმართულებები, რუსეთთან მიმართებაში", ნათქვამია: აშშ-ს ადმინისტრაციამ უნდა აღიაროს, რომ არც უკრაინა და არც საქართველო მზად არ არიან ნატოს წევრობისათვის, ამის ნაცვლად უნდა შემუშავდეს ალტერნატიული ვარიანტი, რომლის დახმარებითაც მხარს დაუჭერენ ამ სახელმწიფოების სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, ექსპერტებს არ შეეძლოთ, არ ეღიარებინათ ბუქარესტის ნატოს სამიტზე მიღებული ვალდებულებების მინიშვნელობა. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტ ობამასადმი მათი რჩევაა - არ ჩაითვალოს, რომ „ამ მომენტისათვის, უკრაინის ან საქართველოს ნატოში გაერთიანება, უსაფრთხოების თვალსაზრისით აშშ-სთვის გადაუდებელ ინტერესს წარმოადგენს", გვატყობინებს Civil.ge.

ზუსტად ამის კვალდაკვალ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ერვე მორენმა განაცხადა, რომ რუსეთთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე, უკერაინისა და საქართველოს ნატოში შესვლა შეუძლებელია. „ჩვენ ვთვლით, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა კონცენტრაცია უნდა მოახდინოს საკუთარი ძირითადი მოვალეობის შესრულებაზე - საყოველთაო სტაბილურობის მიღწევა, და უახლოეს მომავალში არ ვაპირებთ „გლობალურ ნატოს" მასშტაბებამდე ორგანიზაციის გაფართოებას". - მისი სიტყვების ციტირებას ახდენს „როსბალტი".

უნდა აღინიშნოს, რომ ეს განცხადება ერვე მორენმა იმავე დღეს გააკეთა, როდესაც რესპუბლიკის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის გადაწყვეტილებას, ნატოს სამხედრო სტრუქტურაში საფრანგეთის დაბრუნების შესახებ.

როგორ მოიქცევა ასეთ პირობებში თეთრი სახლის ადმინისტრაცია? აპირებს ის, რომ გაყვეს ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის გზას და აღმოსავლეთის მიმართულებით ნებისმიერ ფასად გააფართოვოს ბლოკი? ასეა თუ ისე, ოფიციალურ თბილისს ურყევად სჯერა, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია კვლავ ისევე იზრუნებს საქართველოზე, როგორც ძველი ადმინისტრაცია მფარველობდა.

ოფიციალურმა თბილისმა გადაწყვიტა, ამერიკიდან საქართველოსთვის უსიამოვნო ინფორმაცია შემდეგნაირად გაეშიფრა: ეს ინფორმაცია ასახავს მხოლოდ ამერიკელი პოლიტიკოსების ერთი ჯგუფის პოზიციას და მათ ამის უფლება აქვთ, რადგანაც „აშშ არის ღია, დემოკრატიული ქვეყანა, სადაც არსებობს სხვადასხვა ჯგუფები და შეხედულებები". აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიცია ცნობილია, ახსნა პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ, რომლის ციტირებაც მოახდინა საინფორმაციო სააგენტო „ტრენდმა". ის მდგომარეობს იმაში, რომ „აშშ კვლავ განაგრძობს საქართველოსათვის სრული მოცულობით მხარდაჭერაის გაწევას". პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ ქართული მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მისი მოსაზრებით, „ეს რეკომენდაციები არ შეცვლიან პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიდგომას".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100