RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

Back in დსთ, ჯერ აგვისტო არ დამდგარა

23.03.2009  |  10:09

0/6/9/2069.jpegსაქართველოს დსთ-დან გამოსვლის პროცესის შეჩერება არა მხოლოდ შეიძლება, არამედ სასარგებლოც კია თბილისისთვის. ამის შესახებ დსთ-ს ქვეყნებში მუდმივმა წარმომადგენელმა, ზურაბ ხონელიძემ განაცხადა. მის მოსაზრებას რუსმა ექსპერტებმაც დაუჭირეს მხარი. მაგრამ საქართველოში ამ იდეას ირონიულად მიუდგნენ და კიდევ ერთხელ დაადატურეს თანამეგობრობის დატოვების სურვილი.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, შოთა მალაშხიამ დღეს დაადასტურა საქართველოს დსთ-დან გამოსვლის სურვილი, გვატყობინებს გაზეთი „ვზგლიადი". „დსთ-ში ყოფნის აუცილებლობა სავსებით გაქრა მას შემდეგ, რაც ამ ორგანიზაციის ეგიდით აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციები შეწყდა. ასევე მას შემდეგ, რაც საქართველომ „ცისფერ ჩაფხუტიანები" საოკუპაციო ჯარებად აღიარა". - განაცხადა მან. მალაშხიას მონაცემებით, საქართველოს ამჟამად დსთ-ს ჩარჩოებში არსებული ყველა შეთანხმება ორმხრივ საფუძველზე გადაჰყავს. ადრე ხელისუფლება აცხადებდა, რომ საქართველო მონაწილეობდა 113 მრავალმხრივ მოლაპარაკებებში და მას სურვილი აქვს, მათი ნაწილი შეინარჩუნოს. ამის შესახებ კონსულტაციები მოსკოვში მარტის დასაწყისში გაიმართა.

პარლამენტარის განცხადება პსუხი იყო დსთ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ზურაბ ხონელძის მოწოდებაზე, რომელიც თვლის, რომ თანამეგობრობიდან გამოსვლა დროული არ არის. მისი სიტყვებით, ამ ორგანიზაციის ფარგლებში თბილისი გაცილებით იოლად მოაგვარებდა ბევრ პოლიტიკურ საკითხს, მათ შორის საკითხებს, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ეხება. მას ამასთან დაკავშირებით, თავისი კონცეფციაც აღმოაჩნდა: თუკი, დსთ-ს ყველა ქვეყნები, რუსეთის გარდა, აღიარებენ საქართველოს მთლიანობას, მაშინ მოსკოვს გაუჩნდება მიზეზი, უარი თქვას ორი ახალგაზრდა რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერაზე.

ზურაბ ხონელიძე თვლის, რომ საქართველოს დსთ-დან გამოსვლის გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე მიღებული გაუაზრებელი ნაბიჯია. იმის შესახებ, თუ რას კარგავს საქართველო, ხონელიძემ დაწვრილებით უამბო „ვრემენი ნოვოსტეის" ინტერვიუში. როგორც დიპლომატი ამტკიცებს, საქართველოსა და რუსეთის დიალოგი ამჟამად მხოლოდ დსთ-ს ფორმატშია შესაძლებელი, „მისი აქტიურობა ორგანიზაციებში, სადაც წარმოდგენილი არა არის რუსეთი, აზრს კარგავს". „თუკი საქართველო გავა დსთ-დან, ეს მხოლოდ გათავისუფლებს რუსეთს მრავალრიცხოვანი ვალდებულებებისგან, რომლებიც მან თანამეგობრობის მრავალმხრივი მოლაპარაკებების ჩარჩოებში იტვირთა. გამოდის, რომ საქართველო ზიანს მოუტანს საკუთარ თავს". - აღნიშნავს მუდმივი წარმომადგენელი.

ხონელიძის სიტყვებთ, ხელისუფლებამ უკვე შეუწყვიტა დაფინანსება მისიას, თუმცა ის აგრძელებს მოლაპარაკებებს რუსეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. მუდმივ წარმომადგენელს სჯერა, რომ შეიძლება დსთ-ში საქართველომ კვლავ მიიღოს მონაწილეობა.

თანამეგობრობიდან გამოსვლის შესახებ ომის გამო გაცეცხლებულმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის 12 აგვისტოს მიტინგზე განაცხადა. მანამდე, ორი წლის განმავლობაში ქართველი პოლიტიკოსები განიხილავდნენ ასეთ შესაძლებლობას, მაგრამ ვერ ბედავდნენ ამ ნაბიჯის გადადგმას. პრეზიდენტმა მოუწოდა სხვა ქვეყნის ლიდერებსაც, მიბაძონ მის მაგალათს, თუმცა ამ წივადადებას არავინ გამოხმაურებია. სახელმწიფოს მეთაურის ამ წამოწყებას მხარი პარლამენტმა დაუჭირა. დსთ-ს აღმასკომში აუცილებელი დოკუმენტები გაიგზავნა და 2008 წლის 9 დეკემბერს, ბიშკეკში, დსთ-ს წარმომადგენლებმა საქართველოსთვის წევრობის შეწყვეტის შესახებ ტექნიკური გადაწყვეტილება მიიღეს. ორგანიზაციის წესდებით, გადაწყვეტილება ძალაში შევა ორგანიზაციის დატოვების შესახებ განცხადების წარდგენიდან ერთი წლის შემდეგ. ასე რომ, 19 აგვისტომდე საქართველოს კიდევ აქვს დრო, რათა გადაიფიქროს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100