RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველო: მორალური ვალდებულება ამორალური პრეზიდენტისთვის

23.03.2009  |  16:19

0/8/0/2080.jpeg„ალიანსმა საქართველოსთვის" ირაკი ალასანიას მეთაურობით 19 მარტს დაიწყო ეგრეთ წოდებული ეროვნული პლებისციტი. თავისი ღონისძიებისთვის მან სოლიდური სახელი შეარჩია, თუმცა არსებითად ეს ღონისძიება ისეთივე უსარგებლოა, როგორც ხელმოწერების შეგროვება, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ ჩაატარა.

საქართველოს ყოფილმა ელჩმა გაეროში, ახლა კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ შეუერთდება 9 აპრილის აქციას, რომლისთვისაც ქვეყანაში ახლანდელი ხელისუფლებით უკმაყოფილო ბევრი პოლიტიკური ძალა ემზადება. ადრე „ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერის აზრი იმას ემხრობოდა, რომ სააკაშვილის გადადგომა უნდა მიღწეულიყო მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზით. საპროტესტო აქციებმა კი შეიძლება, თვლიდა ის, მიგვიყვანოს სისხლისღვრამდე. ამიტომაც ალასანიას და მის თანამოაზრეებს გადაწყვეტილი ჰქონდათ პლებისციტით შემოფარგვლა. ქუჩის პროტესტში მონაწილეობაზე დათანხმებით ალასანიამ აჩვენა, რომ მოკლე დროში პოლიტიკურად გამოიწრთო და გადახედა თავის ზედმეტად „ინტელიგენტურ" აზრებს. მან ასევე გაუსვა ხაზი: „გვაქვს ინფორმაცია სანდო წყაროებიდან: ხელისუფლება ეცდება ოპოზიციის აქტივისტებთან ფიზიკურ გამკლავებას".

რაც შეეხება პლებისციტს, ჯერ კიდევ 6 მარტს მისმა ინიციატორმა განაცხადა: „ეს იქნება გამოკითხვა, დამოწმებული ხელმოწერებით, და მას ექნება მორალური ვალდებულების ძალა". იურიდიულ ძალაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, რადგან ასეთი ღონისძიების სამართლებრივი კუთხით ჩატარებისთვის ხელისუფლების ნებართვაა საჭირო. პლებისციტი სხვა არაფერია თუ არა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. თუკი გავიხსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციაც აგროვებს ხელმოწერებს მიხეილ სააკაშვილის გადაყენებისთვის, მაშინ ალასანიას ინიციატივა უადგილოდ და დაგვიანებულად შეიძლება ჩაითვალოს. მით უმეტეს რომ 10-მა პარტიამ ერთიანად მოახერხა 100 ათასი ადამიანის ხელმოწერის შეგროვება.

თუმცა პლებისციტის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა ზურაბ აბაშიძემ ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელმოწერების შეგროვებისას მისი ოპოზიციონერი კოლეგები არ ითვალისწინებენ იმ ხალხის აზრს, რომელსაც არ სურს ხელისუფლებაში ცვლილებების მოხდენა. მაშინ როდესაც „ალიანსი საქართველოსთვის" გამოკითხვის სიაში იქნება საშუალება პასუხი გაეცეს, როგორც დადებითი ისევე უარყოფითიც, - დილემაზე: „მხარს უჭერთ თუ არა უახლოეს დროში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას?". ამგვარად, ქვეყნის მთელ მოსახლეობას ექნება იდეისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის საშუალება. 31 მარტისთვის ცნობილი გახდება გამოკითხვის პირველი შედეგები.

ეს გამოკითხვის სიები არსად არ გადაიცემა. როგორც აბაშიძემ განმარტა პლებისციტის წარდგენა შეეძლებათ პრეზიდენტისთვის. „თუკი ქვეყნის უმეტესი ნაწილი რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მსურველი იქნება, პრეზიდენტს მორალური პასუხისმგებლობა დაეკისრება",- თვლის აბაშიძე.

ყველა ეს ფრაზა „მორალური ვალდებულებისა" და „მორალური პასუხისმგებლობის" შესახებ კარგად ჟღერს ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის საუნივერსიტეტო კურსებზე, მათ ხშირად რელიგიური და ოჯახური ცხოვრებისთვისაც იყენებენ, მაგრამ თანამედროვე პოლიტიკაში ისინი ნამდვილად უადგილოა. რომელ მორალურ პასუხისმგებლობაზეა საუბარი სააკაშვილთან მიმართებაში, რომელიც მძინარე ცხინვალს დაესხა თავს?

მათ, კი ვისაც ხელისუფლების შეცვლა სურთ, არაფერი დარჩენიათ აპრილის საპროტესტო აქციებში მონაწილოების გარდა. მათი წინამორბედი მიტინგები და მსვლელობები კი უკვე დაიწყო.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100