RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართველი კონსერვატორების რევოლუციური განწყობა

23.03.2009  |  16:32

0/8/2/2082.jpegგასულ კვირას კონსერვატორები, რომლებიც სხვა ოპოზიციურმა ძალებმა დაჩრდილეს, შეტევაზე გადავიდნენ. პარტიის ლიდერები თავდაცვის ექს-მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს შესხვდნენ. ბიძინა გიორგობიანს დაევალა, რომ ევროპაში საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებს უხელმძღვანელოს. და, ბოლოს, ვეტო დაადეს თბილისში, სხვა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, თენგიზ კიტოვანის გამოჩენას.

საქართველოს კონსერვატიული პარტია გაერთიანებული ოპოზიციის წევრია. თუმცა იმ პარტიებს შორის, რომლებმაც რეჟიმს ომი გამოუცხადეს, უკვე მიდის სასტიკი ბრძოლა მომავალი ხელისუფლებისათვის. ირაკლი ალასანიას „ალიანსი საქართველოსთვის"ატარებს პლებისციტს, რომელიც, პრაქტიკულად, არაფრით განსხვავდება გერთიანებული ოპოზიციის ხელმოწერების შეგროვებისგან. ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" ფინანსირებასთან დაკავშირებული სკანდალების ცენტრშია. „პარტია სამართლიანი საქართველოს" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი გამოსააშკარავებელ განცხადებებზე სპეციალიზდება. მთელ ამ ქაოსშო კონსერვატორები ჩრდილში მოექცნენ.

მაგრამ არცერთი ოპოზიციური პარტია არ აპირებს, დათმოს პოზიციები. ამიტომ კონსერვატორები გადაეშვნენ ბრძოლაში. მათ ექს-მინისტრს, თენგიზ კიტოვანს არა მხოლოდ გამოჩენა, არამედ 9 აპრილის საპროტესტო აქციებზე საუბარიც კი აუკრძალეს. შეგახსენებთ, რომ კიტოვანმა, რომლის მხრებზეცაა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ჩამოგდება, „რუსთავი-2"- ის ეთერში განაცხადა, რომ აპირებს, შეუერთდეს ოპოზიციურ ძალებს. საზოგადოებაში გაურკვევლობა წარმოქმნა გასული წლების „გმირის"„რუსთავი-2"- ის ეთერში გამოჩენამ, რომელსაც რეჟიმისადმი ლოიალურად განწყობილად თვლიან. ოქრუაშვილს ხომ ეთერი არ დაუთმეს, კიტოვანს - კი ბატონო!

ჩემი ერთი თბილისელი მეგობარი აღშფოთდა: თქვენღა გვაკლდით, ბატონო კიტოვანო! ჩვენ თქვენ აღარც კი გვახსოვდით. თქვენ კი აქ ყოფილხართ და საქართველოში დაბრუნებასაც აპირებთ. თქვენ ხომ შეუცვლელი გამოცდილება გაქვთ: ესროლოთ კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს, იარაღის საშუალებით მოაგვაროთ ეროვნებათშორისი დამოკიდებულება და პოლიტიკური დავა... თქვენ სადღაც გაქრით, ჩვენ კი, უკვე მერამდენე წელია, თქვენი სროლების შედეგს ვიმკით - თბილისშიც, აფხაზეთშიც და სხვა რეგიონებშიც.

ასე რომ, კონსერვატორებმა, ძირითადად, საზოგადოების მოსაზრება გამოხატეს. თუმცა თავის განცხადებას, ახლანდელი პოლიტიკური შეკრებებისთვის დამახასიათებელი ანტირუსული მიმართულება მისცეს. როგორც კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბიძინა გუჯაბიძემ განაცხადა, საქართველოში პრეზიდენტ კიტოვანის ჩამოსვლა და საპროტესტო აქციებში მისი მონაწილეობა „ნათლად ადასტურებს, რომ ქართულმა და რუსულმა სპეცსამსახურებმა სინქრონულ რეჟიმში შეიმუშავეს ოპოზიციის დისკრედიტაციის გეგმა". „რატომ არ აძლევენ ოპოზიციას საეთერო დროს ხელისუფლების „ჯიბის ტელევიზიები", მაგრამ სიამოვნებით უთმობენ მას კრიმინალური ბიოგრაფიის მქონე ადამიანს, თანაც „რუსეთის აგენტს"?" - კითხულობდა გუჯაბიძე.

ჩავა თუ არა კიტოვანი თბილისში - დროთა განმავლობაში გაირკვევა. კონსერვატორები ბერლინში სხვა ექს-მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდნენ, რომელიც ასევე აპირებს თბილისში დაბრუნებას. კონსერვატიული პარტიის ლიდერების განცხადებით, შეხვედრაზე შემუშავდა 9 აპრილის აქციის ორგანიზების ერთიანი ხედვა და პრეზიდენტ სააკაშვილის შეცვლის შემდეგ პოლიტიკური მოწყობა, იტყობინება GHN. ბერლინში კონსერვატორები ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა კიდევ ერთ ისეთ მოღვაწეს შეხვდნენ, რომელიც თბილისში უკვე დაივიწყეს. ასევე „ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი", ბიძინა გიორგობიანი კონსერვატიულ პარტიაში შევიდა.

GHN-ის ინფორმაციით, ის დაკავდება საგარეო პოლიტიკით და საზღვარგარეთ 9 აპრილის აქციას უხელმძღვანელებს. თბილისის პარალელურად ხომ გამოსვლები მრავალ ევროპულ ქვეყანაში იგეგმება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100