RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართულ ოპოზიციას არ დაარბევენ, მათ უბრალოდ დაიჭერენ

25.03.2009  |  10:26

1/1/0/2110.jpeg9 აპრილს დემოსტრანტების წინააღმდეგ, ძალა არ იქნება გამოყენებული, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ- დავით ბაქრაძემ. როგორც ჩანს მთავრობას იმედი აქვს, რომ ოპოზიციის აქტივისტებს საბედისწერო თარიღამდე გაუსწორდბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ნინო ბურჯანაძის 9 მოხრე აიყვანეს.

საქართველოს პარლამენტის თავკაცმა- დავით ბაქრაძემ უარყო ინფორმაცია, აპრილის მიტინგების დასარბევად მზადების შესახებ. "ხელისუფლება, ოპოზიციასთან დიალოგის ჩატარების მომხრეა, მათ შირის ყველაზე რადიკალურად გაწყობილებთანაც კი",- განაცხადა მან ინტერვიუში, რომელიც თბილისურ გაზეთ "კვირის პალიტრა"-ში დაიბეჭდა. "საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება საკუთარი მომხრეების მობილიზაციას ატარებს 9 აპრილის წინ, სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომ საზოგადოებაში დაპირისპირება გავჩინოთ ხელისუფლების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის".- პირობა დადო პოლიტიკოსმა. მაგრამ, როგორც დავით ბაქრაძის გამოსვლიდან ჩანს: ჩინოვნიკები ლოიალურები მხოლოდ იმ დრომდე დარჩებიან, სანამ ოპოზიცია დასაშვების ზღვარს არ გადასცდება. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება მშვიდობიანი ფორმით გამოხატოს საკუთარი პროტესტი, მაგრამ ოპოზიციაც უნდა გახდეს პასუხისმგებელი და უზრუნველყოს აქციების მშვიდობიანად ჩატარება. იოლი სულაც არ არის, მიტინგის მართვა".- გააფრთხილა ოპოზიცია სპიკერმა.

უკანასკნელი ბაქრაძისეული შენიშვნა, ფრიად დროული გახლდათ, განსაკუთრებულად ფიცხი კავკასიელი მამაკაცების და უშიშარი ქალბატონების მხრიდან გაჟღერებულ მუქარათა კონტექსტში. თუმცა თუ კი, "ზომიერები" მაინც შეძლებენ "რადიკალების" კანონის ფარგლებში შეკავებას, არ არის გამორიცხული მთავრობამ თავად მოახდინოს არეულობის ინიცირება, რათა გაუსწორდნენ პრეზიდენტის გადაყენების მოსურნეებს. ფრიად საინტერესოდ გაახმოვანა მიტინგების დროს პროვოკაციების შესაძლებლობა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე- გივი თარგამაძემ. "არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, პროვოკაციის მიზნით იარაღის გამოყენება"- მისი ციტატა მოჰყავს "ინტერფაქსს". თარგამაძემ არ დააზუსტა, თუ რომელი მხარე გამოიყენებს ამ იარაღს.

ამავ დროაულად კი, მასმედიაში გაჩნდა შეტყობინებები იმის შესახებ, რომ ხელისუფლება სპეც-საშუალებებს ამზდებს ოპოზიციური შეტევის მოსაგერიებლად. გაზეთმა "ალიამ" დაბეჭდა, რომ შავნაბადის სამხედრო ბაზაზე ამერიკელი ინსტრუქტორები ამზადებენ 4500 სამხედრო მოსამსახურეს. ალბათ, სწორედ მათ გულისხმობდა "რესპუბლიკელთა" პარტიის ერთერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი, როცა განაცხადა, რომ ქვეყანაში სპეც-რაზმების აქტიური მომზადება მიმდინარეობს, აპრილის აქციების დასარბევად. ამას გარდა, როგორც მან განაცხადა, საქართველოს შ.ს.ს.-მ უკვე მოიმარაგა დიდი რაოდენობით სპეც-ტექნიკა და ცრემლსადენი გაზი. პარტია "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" გენერალურმა მდივანმა ეკა ბესელიამ შეტყობინება გააკეთა, თურქეთიდან შემოყვანილი სპეციალური წყლის სატყორცნი მანქანების შესახებ. ყველაფერი ეს, თუ კი ხელისუფლების წარმომადგენლებს დავუჯერებთ, მხოლოდ "უკიდურეს შემთხვევაში" იქნება გამოყენებული. ამჟამად კი, საქართველოში დატრიალებული უკანასკნელი მოვლენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჯერჯერობით ხელისუფლება ოპონენტების მოცილებას სხვა მეთოდებით ცდილობს.

ერთ დღე-ღამეში ნინო ბურჯანაძის პარტიის "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო"-ს ცხრა წევრი დააპატიმრეს. გუშინ საღამოს ბათუმში აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ ავალიანი აიყვანეს, შეტყობინება ტელეკომპანია "რუსთავი-2"-მა გააკეთა. მას ხელბორკილები პირდაპირ საკუთარ სახლში დაადეს, ვინაიდან თითქოს და ჩხრეკის დროს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. მოგვიანებით გაჩნდა ინფორმაცია პარტიის, კიდევ ერთი ბათუმელი აქტივისტის - ნუგზარ გოგრიჭაძის დაპატიმრების თაობაზე. მოძრაობის კიდევ ოთხი მომხრე და ნინო ბურჯანაძის მეუღლის მძღოლი თბილისში დააპატიმრეს.

თავად ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძე, როგორც საინფორმაციო სააგენტო "რეგნუმ"-ი გვატყობინებს, გააფრთხილეს მოსალოდნელი აყვენების შესახებ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100