RSS
на русском en in english
17.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ოპოზიცია საპრეზიდენტო და საპარლამენტო რესპუბლიკებს შორის

25.03.2009  |  21:14

1/2/4/2124.jpegსაქართველოს პოლიტიკურ არენაზე ახალი გაერთიანებაა. ოთხმა პარტიამ - „ქალთა პარტიამ", „მომავლის პარტიამ", „თავისუფლებამ" და „ტრადიციონალისტთა კავშირმა" შექმნა „ალიანსი თავისუფლებისთვის". ახალი ალიანსი „ალიანსის საქართველოსთვის" შემცვლელი ხომ არ გახდება, რომელსაც ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობს? ქართული პოლიტიკური არენა სავსეა პარტიებისა და ბლოკების დასახელებების მსგავსებით. „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" ნინო ბურჯანაძის ლიდერობით და „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ოქრუაშვილის ხელმძღვანელობით, იძულებულები გახდნენ სასამართლოს მეშვეობით გადაეწყვიტათ დავა სახელებიც მსგავსების გამო.

ახალ ალიანსში პარტიის ლიდერთა სახელები ბევრის მთქმელია. „ქალთა პარტიას" ხელმძღვანელობს გიული მაღრაძე, ოდესღაც პარლამენტის გავლენიანი პირი. პრესა მაღრაძისა და პრეზიდენტის ოჯახის სიახლოვეზე საუბრობდა. მისი გამოჩენა ოპოზიციაში მოულოდნელობა იყო.

მაღრაძემ, ერთ-ერთმა პირველმა, 2007 წლის მიტინგის დარბევისთანავე დატოვა „ნაციონალური მოძრაობა" და გადაწყვიტა ხელისუფლების მოწინააღმდეგე გამხდარიყო. თუმცა, ბოლო ხანებში ის მკვეთრი განცხადებებისგან თავს იკავებდა.

პარტია „თავისუფლების" ლიდერი პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდიაა. უადგილო არ იქნება იმის შეხსენება, რომ 2007 წლის მოვლენების შემდეგ მას ბრალი დასდეს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში და შესაბამისი სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა მის წინააღმდეგ.

„მომავლის პარტიის" სათავეში გია მაისაშვილი დგას, რომელსაც მეთიუ ბრაიზას თანამდებობას უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა მაისაშვილის ამერიკისადმი მორჩილება არ შედგა. მოკლედ, ამბობენ, რომ 2004 წლის შემოდგომაზე ის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებდა დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ჯონ ქერის წინასაარჩევნო კამპანიაში. ასე რომ მაისაშვილმა ახლა შეიძლება ძალიან ადვილად იპოვოს საერთო ენა თეთრ სახლში დაფუძნებულ დემოკრატებთან. ხუთი წლის წინ კი ის „ვარდების რევოლუციის" წამომწყები მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური მრჩეველი და იმიჯმეიქერი იყო. მასთან უთანხმოება მაისაშვილს რევოლუციის გამარჯვებისთანავე მოუვიდა. მას შემდეგ ის ოპოზიციაში გადავიდა. რადიოსადგურ „კომერსანტის" ინტერვიუში მან აღნიშნა: „ავღანეთის, ერაყის და ირანის პრობლემების გადაჭრაში ამერიკას რუსეთის დახმარება სჭირდება. არსებობს მასთან ურთიერთობების დალაგების აუცილებლობა. თუმცა საქართველოში შექმნილი სიტუაცია ამას ხელს უშლის. ახალი ხელისუფლება საქართველოს მისცემს ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყების შანსს და ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების დარეგულირებას შეუწყობს ხელს". იმ პარტიათა ლიდერები, რომლებიც ახალ ალიანსში გაწევრიანდნენ, საკმაოდ არაორდინალური ფიგურები არიან, მაგრამ როგორ აპირებენ ისინი ქვეყანაში ამჯამად შექმნილ სიტუაციაში მოქმედებას? ახალი გაერთიანების მიზნებზე, ამოცანებსა და პრიორიტეტებზე GeorgiaTimes-ის კორესპონდენტს ესაუბრა ტრადიციონალისტთა ლიდერი აკაკი ასათიანი.

-ყველა პარტია, რომელიც „ალიანსი თავისუფლებისთვის" გაწევრიანდა შედის 9 აპრილის აქციის საორგანიზაციო კომიტეტში. ჩვენ აქციის ერთ-ერთი ინიციატორები ვართ და არ ვაპირებთ უკან დახევას. ბოლომდე ვივლით.

რით არის თქვენი ალიანსის პროგრამა იმ პარტიების პროგრამებისგან განსხვავებული, რომლებიც სააკაშვილის გადადგომას მოითხოვენ?

-ჩვენ გამოვდივართ არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ მისი რეჟიმის მოშორებისთვისაც. ჩვენ გამოვდივართ საპარლამენტო რესპუბლიკის დამყარებისთვის. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჩაატარეს, მოსახლეობის 80% ამის მომხრეა. ქართველ ერს ყელამდე ეყო ის პრეზიდენტები, რომლებიც ჰყოლია ამ წლების განმავლობაში. საპარლამენტო რესპუბლიკის იდეას მხოლოდ ისინი არ უჭერენ მხარს, ვისაც თავად სურთ პრეზიდენტის აპარტამენტების დაკავება.

-როგორ ფიქრობთ, ახლანდელი მთავრობა მზად არის ისევე მშვიდობიანად წასასვლელად, როგორც 2003 წელს შევარდნაძე წავიდა?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100