RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სააკაშვილის ახალი „იარაღი“ – „კომპრომატი“ ოპოზიციაზე

26.03.2009  |  09:05

1/2/9/2129.jpegსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქართული ოპოზიციის გეგმებს 2007 წლის შემოდგომის შემდეგ კიდევ ერთი კომპრომატების ომი გამოუცხადა. ამჯერად მხილების ობიექტი გახდა ჯერ საქართველოს ექს-სპიკერის ნინო ბურჯანაძის პარტია, ხოლო შემდეგ ნაკლებად ცნობილი ორგანიზაცია „ეროვნული მოძრაობა საქართველოს გადარჩენისთვის". ომი არ დასრულებულა, შინაგან საქმეთა სამინისტროც აპირებს ახალი მასალების გამოქვეყნებას, რომლებიც იქნება ქართული ოპოზიციის მიერ შეიარაღებული გადატრიალების მზადების სამხილები.

ჯერ დაკავებულია ოპოზიციის მხოლოდ 11 წარმომადგენელი, 9 მათგანი ბურჯანაძის პარტიის წევრია, მაგრამ ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ დაპატიმრებების ტალღა კიდევ გაგრძელდება. თვით ნინო ბურჯანაძის მეუღლემ ბადრი ბიწაძემ არ გამორიცხა, რომ „ხვალ" შეიძლება ისიც დაიჭირონ. ყოველ შემთხვევაში, მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა უკვე გააფრთხილა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი დაჟინებით მოითხოვს მის დაპატიმრებას და ურჩია მას საქართველოს დატოვება.

ვიდეოკადრები და აუდიოჩანაწერები, რომლებიც შინაგამ საქმეთა სამინისტრომ აჩვენა, გადაღებულია თითქმის ერთნაირ გარემოში, ფარული კამერით, მანქანაში, ქუჩაში ან ოთახში და „მეამბოხეები" აწარმოებენ მოლაპარაკებას ვიღაც უცნობთან, ვისი სახეც ფირზე „გადღაბნილია". თითქმის ყველა შემთხვევაში საუბარი მიდის იარაღის შესყიდვაზე - რამდენიმე პისტოლეტის და ავტომატის, ასევე აჯანყების გეგმებზე - მათ შორის პარლამენტის შენობის აღებაზე, „შეიარაღებული მეგობრების" მობილიზაციაზე, რის პირობასაც ერთ-ერთ ჩანაწერში იძლევა ზუსტად ის „უცნობი".

ქართული საპარლამენტო ოპოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მასალებზე არ აკეთებს მკვეთრ განცხადებებზე, ის მხოლოდ აცხადებს, რომ ნებისმიერი მხარისგან წამოსულ ძალადობას გმობს, მაგრამ აუცილებლად თვლის ვიდეოკადრებისა და აუდიოჩანაწერებისთვის ექსპერტიზის ჩატარებას, რათა დადგინდეს დამონტაჟებული იყო თუ არა ისინი.

ანალოგიურ მოთხოვნებს აყენებს საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე არარადიკალური წარმომადგენელი. მმართველი პარტიის ლიდერები უფრო უხეშად გამოთქვამენ აზრს და მიესალმებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტურ საქმიანობას, რომელმაც რამოდენიმე კრიმინალური დაჯგუფება გამოავლინა. ისინი ასევე მოუწოდებენ დანარჩენ ოპოზიციას და საზოგადოებას, რომ „დროულად" გაემიჯნონ კრიმინალს.

განცხადებები იმის შესახებ, რომ ისინი გმობენ შეიარაღებულ აჯანყებას და ძალადობისგან შორს იჭერენ თავს, გააკეთა ოპოზიციის თითქმის ყველა წარმომადგენელმა, მათ შორის ნინო ბურჯანაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ იბრძოდა და კვლავ იბრძოლებს ხელისუფლების შეცვლისთვის რადიკალურად მშვიდობიანი გზით. ამავე დროს არასაპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობამ ეჭვქვეშ დააყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მასალები და განაცხადა, რომ მსგავსი „სერიალები" საზოგადოებას არაერთხელ აქვს ნანახი.

როგორც განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალების კომენტირებისას, რეპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, მოქალაქეებს ამჯერად ახალი ფილმი შესთავაზეს სერიიდან „ვანოს შოუ". (შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი).

ის თვლის, რომ ნაჩვენებ ვიდეოჩანაწერებში გადაღებულები არიან ოპოზიციის რეალური წარმომადგენლები კი არა, არამედ ქართული სპეცსამსახურების მიერ ოპოზიციაში შეგზავნილი აგენტები.

„მე მაგალითად ამ „სერიების" ყურებისას ბევრი კითხვა გამიჩნდა. პირველ რიგში, დაფიქსირებული იარაღის შეძენის მომენტი: თუკი შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ეს მასალები და ოპერატიული ინფორმაცია, რატომ არ დააკავეს „კრიმინალისტები" იარაღის შესყიდვისთანავე? მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მოაწყვეს და გადაიღეს მხოლოდ ერთი მიზნით- რათა შეეშინებინათ საზოგადოება და ჩაეშალათ ოპოზიციის გეგმა მასშტაბური საპროტესტო აქციების გამართვის შესახებ",- განაცხადა უსუფაშვილმა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100