RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ბურჯანაძე საბრძოლო მზადყოფნაშია

26.03.2009  |  12:06

1/3/3/2133.jpegსაქართველოში ისევ იარაღთან დაკავშირებული სკანდალია. აგვისტოს მოვლენებიდან ნახევარი წლის განმავლობაში - უკვე მესამე. თავიდან - უკრაინიდან იარაღის მიწოდების შესახებ. შემდეგ - ექს-პრემიერ ზურაბ ნოღაიდელის ბრალდება სახელმწიფოს მეთაურის მიმართ - თავდაცვის უწყების საშუალებების მითვისების შესახებ. ახლა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა - იარაღის შესყიდვები ოპოზიციური პარტიის - "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მიერ, რომელსაც ნინო ბურჯანაძე მეთაურობს. აპრილამდე კიდევ დროა. იარაღის ჟღარუნი კი უკვე ძაბავს ვნებებს.

გასული ორშაბათი მძიმე აღმოჩნდა. ღამით ბურჯანაძის პარტიის 9 ოპოზიციონერი დააპატიმრეს. არავითარი პოლიტიკა. დაკავებულები დაადანაშაულეს იარაღის შენახვასა და მისი შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებებში. სისხლის სამართლის საქმე "იარაღის უკანონო შენახვის" მუხლით აღიძრა.

ოპოზიცია თვლის, რომ ხელისუფლებას არაფერი შეუშლის ხელს, შეცვალოს ბრალდება მისთვის სასურველი მუხლით - "შეიარაღებული აჯანყების მოწყობა ხელისუფლების ჩამოგდების მიზნით". ამ მუხლით 2006 წელს იგორ გიორგაძის მომხრეები დაადანაშაულეს.

ამიტომ ოპოზციამ სასწრაფოდ უპასუხა. "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის წინ გამართეს და მოითხოვეს თავიანთი თანამებრძოლების გათავისუფლება. ქართულმა არასაპარლამენტო ოპოზიციამ მიიღო ერთიანი განცხადება დაპატიმრებებთან დაკავშირებით. განცხადებას ხელი ოპოზიციონერებმა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში მოაწერეს.მასში გამოხატულია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" აქტივისტებისადმი სოლიდარობა და ხელისუფლების პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ პროტესტი.

პოზიცია რეპრესიების დაწყების შესახებ კონსტატირებას აკეთებდა. საღამოს ქვეყნის წამყვანმა ტელეარხებმა აჩვენეს ვიდეომასალა, რომელიც თითქოსდა ადასტურებს ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლების მიერ იარაღის შეძენის ფაქტებს. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა განაცხადა:"მოხდა შემთხვევის პოლიტიზირება, ამიტომ ჩვენ გავავრცელეთ ეს კადრები". ბურჯანაძემ საწრაფოდ გამართა ბრიფინგი, სადაც ილაპარაკა მასსა და მისი ოჯახის წინააღმდეგ პროვოკაციების მზადებაზე და იმაზე, რომ მისი მომხრეების წინააღმდეგ გამოქვეყნებული ბრალდებები შეთითხნილია. თავის მხრივ, შსს-მ პირობა დადო, რომ გამოაქვეყნებს დამატებით ფაქტებსაც. ასე რომ, ამ სკანდალის კულმინაცია ჯერ კიდევ წინაა.

თავად ნინო ბურჯანაძემ ხომ განაცხადა, რომ არ აპირებს საქართველოდან წასვლას. სხვათა შორის, ნინო ბურჯანაძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს თბილისში დადიოდა ხმები იმის შესახებ, რომ სააკაშვილი აშანტაჟებდა მას. თითქოსდა, ერთ - ერთ კოლონიაში მზადაა საკანი მისი მამისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციის პრეზიდენტი იყო და შევარდნაძის კლანის ერთ-ერთ "ხაზინადარად" ითვლებოდა. ასევე, მისი მეუღლის, საზღვრის დაცვის სამსახურის მაშინდელი უფროსის, ბადრი ბიწაძისთვისაც. გვიჩვენეთ უცოდველი მესაზღვრე. ასე იყო თუ ისე, მაგრამ ბურჯანაძის მეუღლე ცოტა ხნის წინ კვლავ აღმოჩნდა ხელისუფლების "სამიზნე". ამ დღეებში მან განაცხადა, რომ შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მას ქვეყნის დატოვება ურჩია, რადგან დადის ხმები, თითქოს ბიწაძე თავდაცვის ექს-მინისტრ, თენგიზ კიტოვანთან ერთად შეიარაღებული ფორმირებების შექმნას გეგმავს. ასე რომ, "რუსულ კვალს" ოპოზიციის რიგებში, კერძოდ კი ბურჯანაძის პარტიის დაფინანსებაში, რასაც ოფიციალურმა თბილისმა მთელი პიარ-კაპანია მიუძღვნა, დადასტურებაც კი არ სჭირდება. კიტოვანი ხომ უკვე არაერთი წელია ცხოვრობს არა სადღაც, არამედ მოსკოვში.

ამასთან ერთად, ცნობილმა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ საგენტო GHN-ს განუცხადა, რომ "ხელისუფლება სპეციალურად ამძაფრებს სიტუაციას". რატომ აირჩია ხელისუფლებამ კონფრონტაციის სცენარი და სადამდე მიიყვანს ის?

ამ კითხვაზე GeorgiaTimes - ის კორესპონდენტმა პასუხის გაცემა სთხოვა კონლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელს, გოგი ხუციშვილს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100