RSS
на русском en in english
22.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველო ამაყად იძირება ვალებში

28.03.2009  |  18:03

1/6/8/2168.jpegთბილისში მსოფლიო სავალუტო ფონდის (მსფ)ახალი ტრანშით ხარობენ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას გლობალური კრიზისის რყევებისგან დაიცავს. საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა, კიდევ 187 მილიონი დოლარით გაიზარდა. მაგრამ გადახდის საათი ხომ შორსაა: მილიარდების თავისი პროცენტებით დაბრუნება, სხვა პრეზიდენტს მოუწევს.

მსოფლიო სავალუტო ფონდმა დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა, წერს პორტალი „ბიზნეს საქართველო". მსფ-ს წარმომადგენელმა ედვარდ გარდნერმა სახელმწიფო კანცელარიაში პრეს-კონფერენციაზე განაცხადა:"პროგრამის ფარგლებში ყველა გეგმიური მაჩვენებელი 2008 წლის ბოლოსთვის საქართველოს მათავრობის მიერ, წარმატებით იქნა შესრულებული".

კრიზისის დროს 187 მილიონის მიღება სერიოზული მიღწევაა. ასე თვლის საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, გვაცნობებს GHN. "საქართველოს მთავრობამ ზუსტად შეასრულა ყველა დაპირება, რომელიც გათვალისწინებული იყო პირევლი ტრანშის ჩარჩოებში, რაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში უკიდურესად მნიშვნელოვანი და კარგია", - შეაქო საკუთარი თავი და კოლეგები იმავე პრეს-კონფერენციაზე მინისტრმა.

დასტური მისცა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტმა დავით ამაღლობელმაც:" ეს არ არის მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერაა, არამედ აღიარებაა, რომ მიკროსაფინანსო პოლიტიკა წარმატებით გატარდა".

ბანკირმა პირობა დადო, რომ საქართველოს მიერ მიღებული სახსრები ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების შევსებისკენ იქნება მიმართული. ამიტომ, „მარაგი" 1,3 მილიარდი დოლარიდან ერთნახევარ მილიარდამდე იზრდება. რატომ უნდა აიღოს ქვეყანამ ვალი, რომელიც კი არ იხარჯება, არამედ იდება აშშ-ს ფულში და თანაც იზრდება პროცენტების ხარჯზე - უბრალო ადამიანისთვის ეს გაუგებარია. მაგრამ ფულის ასე განაწილება მოითხოვეს მსოფლიო სავალუტო ფონდის ეკონომისტებმა, გადმოურიცხეს რა ის არა საქართველოს მთავრობას, არამედ ეროვნულ ბანკს. „მსფ ურჩევს საქართველოს მთავრობას, გადადოს გამოყოფილი თანხა, იყოს მზად ეკონომიკურ და ფინანსურ ბაზარზე განვითარებული ნებისმიერი მოვლენისთვის და გამოიყენოს ეს ფული გაუთვალისწინებელი პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში", - განაცხადა პრეს-კონფერენციაზე გარდნერმა. გასაგებია, რომ ამაღლობელს და ბაინდურაშვილს არ შეეძლოთ, არ ყოფილიყვნენ მორჩილები.

მსფ-ის ტრანში - ეს არის ჯოხი ორი ბოლოთი. თუ კი მისით შეავსებენ რეზერვს, რომელიც სამხრეთ ოსეთის ომის დროს გაიხარჯა, ეს რა თქმა უნდა სტაბილურობის გარკვეულ გარანტიებს შექმნის, რომელმაც პოტენციურ ინვესტორებს საქართველოსადმი რწმენა უნდა დაუბრუნოს. რადგან ეს თანხები პირდაპირ ეკონომიკაში არ მიედინება, ინფლაციას ვერ შეუშლის ხელს. უკიდურეს შემთხვევაში, ის შეიძლება გამოიყენონ ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებისთვის. თუმცა ვალი ოდესმე უნდა დაბრუნდეს, თანაც რამდენჯერმე გაზრდილი.

მაგრამ რაოდენ დიდი სიამაყე აქვთ, მმართველი რეჟიმის წარმომადგენლებს - თანხები ხომ მათ მიანდეს და არა ვინმე სხვას. ამასთან დაკავშირებით ბაინდურაშვილმა დასძინა, რომ: რამდენიმე უკრაინის მსგავს ქვეყანას ფონდმა უარი უთხრა დახმარებაზე, რადგან არ მოიწონა მათი ეკონომიკური პროგრამები.

მსფ-მა საქართველოსთვის საკრედიტო ხაზი გაუხსნა, ქვეყნისთვის საერთაშორისო თანაგრძნობის ტალღაზე, თავს დატეხილი სამხრეთ ოსეთის ომის გამო. 2008 წლის სექტემბერში ფონდის დირექტორთა საბჭომ stand-by-ის ფორმატში 477,1 SDR-ს(პირობითი ფულადი ერთეული, რომელიც მიღებულია ფონდიდან ანგარიშსწორებისთვის) გამოყოფას დაპირდა, ანუ 750 მილიონი დოლარი. 250 მილიონი დოლარი საქართველომ მაშინვე მიიღო. დანარჩენი კი კიდევ 5 ტრანშად გაიყო. ეს თანხები, კრედიტის პირობებით, უნდა გამოიყენონ წელიწადნახევრის განმავლობაში. მისი დაბრუნება კი უნდა მოხდეს 3,5 - 5 წლის შემდეგ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100