RSS
на русском en in english
20.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველო: ხელისუფლება და ოპოზიცია შესაძლებელია კი ”გადატვირთვა”

30.03.2009  |  15:31

1/7/7/2177.jpegსაქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომელიც შეურიგებლობის დემონსტრირებას ახდენს, პრაქტიკულად აღარ რჩებათ დრო 9 აპრილის საპროტესტო აქციების უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველსაყოფად. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება თბილისში ვიზიტის დროს, ევრო საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომაგენელმა მათიას იორშმა. რიგმა ქართვლმა ექსპერტებმა დააფიქსირეს საკუთარი სურვილი, მოლაპარაკებებში მონაწილეობის და დახმარების თაობაზე. ოპოზციას კი, არ სურს საქმე ქონდეს შ.ს.ს.-ს ხელმძღვანელთან. ხელისუფლებამ გამოთქვა მზადყოფნა ყველაფერზე ისაუბროს ოპონენტებთან, მთავარი საკითხის - ვადამდელი არჩევნების გარდა.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი 27 მარტს სიტყვით გამოვიდა ჟურნალისტების წინაშე. "ქვეყანაში რთული სიტუაციაა შექმნილი, ჩვენ ამ სიტუაციიდან გამოსავალს დიალოგში ვხედავთ, ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. დავასახელებ პრიორიტეტებს. ეს გახლავთ - ქვეყნის უსაფრთხოება, შემდეგ ეს არის - ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას; ასევე ბრძოლა უმუშევრობასთან; ეკონომიკური კრიზისი და ყველა სხვა პოლიტიკური საკითხები. მაგრამ ჩვენ არ განვიხილავთ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას. იმის მაგივრად, რომ ვხარჯოთ ფული არჩევნებზე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ყველა ამ პრობლემის მოგვარებაზე".- მაჭავარიანის ციტირებას ახდენს საინფორმაციო სააგენტო Civil Georgia.

ამ დროს კი, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა: სწორედ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა. ქვეყანაში დატრიალებული ოპოზიციაზე კომპრომატების ტალღის და ხმაურიანი დაპატიმრებების შემდეგ (დაპატიმრებულნი არიან "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" და "მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად" პარტიების წევრები), ქართული პრესა წერდა, რომ ხელისუფლება ამ ყველაფრის შემდეგ შეიძლება წავიდეს კომპრომისზე. განიხილებოდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, საპრეზიდენტოს ნაცვლად. ამგვარი მოსაზრება გაჩნდა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის მოწოდების შემდეგ. მან განაცხადა, რომ საჭიროდ თვლის წამოიწყოს დიალოგი ქვეყნის საპრეზიდენტო მმართველობის, საპარლამენტო მმართველობით ჩანაცვლების საკითხთან დაკავშირებით.

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემაც განაცხადა ვაშინგტონში ვიზიტის დროს, რომ მოცემული წინადადება შეიძლება ოპოზიციასთან განხილვის საგანი გახდეს. თუმცა, როგორც ქართულმა ტელეარხებმა განაცხადეს, ბაქრაძე თვლის, რომ ამ ეტაპზე ამგვარი ცვლილება არასწორი იქნებოდა. ოპოზიციამ თავის მხრივ, არაერთხელ აღნიშნა, რომ არ აპირებს დაკმაყოფილდეს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით.

ხელისუფლების და ოპოზიციის შეურიგებლობამ ქვეყანაში დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვია. ოპონენტებს შორის შუამვლის როლი, მზად არიან იკისრონ ევროპელებმაც და ქართველმა ექსპერტებმაც. ევროპელები ჯერ მხოლოდ აპირებენ საქართველოს კონსტიტუციური წყობის მხარდამჭერი ჯგუფი შექმნან, მაგრამ უკვე არსებობენ ამ გეგმის მოწინააღმდეგეები. თანხმობა არ არის, პირველ რიგში აპრილის აქციების მონაწილეებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში. ოპოზიციამ განაცხადა, რომ არ აპირებს ვანო მერაბიშვილის უწყებასთან თანამშრომლობას.

ჯერჯერობით სიტუაციას ანელებენ ქართველი ექსპერტები. მათ მიერ 26 მარტს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: "ამგვარ სიტუაციაში როგორც ხელმძღვანელობას, ასევე ოპოზიციურ ძალებს მოეთხოვებათ უზარმაზარი პასუხისმგებლობა... ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, როგორც ინსტრუმენტი ხელისუფების შესანარჩუნებლად, ასევე ხელისუფლებაში მოსასვლელად. უნდა შეწყდეს დაძაბულობის ესკალაცია... ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, შევიტანოთ ჩვენი მოკრძალებული წვლილი აღნიშნული პროცესების მოგვარებაში, თუ კი ამის სურვილი ექნება ხელისუფლებას და ოპოზიციას. ამ მიზნით აქტიურად ვთანამშრომლობთ დასავლელ პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან; ასევე მზად ვართ ამ საკითხთან დაკავშირებით გავითავალისწინოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აზრი".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100