RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

დღევანდელ საქართველოში სჯობს ავად არ გახდე

30.03.2009  |  23:11

1/8/5/2185.jpegსაქართველოს მედიკოსებსა და სადაზღვეო კომპანიებს შორის, ისევ გამწვავდა სკანდალი. ექიმები უარს ამბობენ იმ კომპანიების კლიენტების მკურნალობაზე, რომლებსაც მათი ვალი აქვთ. დამზღვევები, თავის მხრივ, ბრალს სდებენ ესკულაპებს მათი ბიზნესის დისკრედიტირების მცდელობაში. ამ სიტუაციაში ყველაზე შესაბრალი ავადმყოფია. ამიტომაც ქართველები არ ჩქარობენ შეიძინონ პროგრამის - „იაფი დაზღვევის" პოლისები...

სამედიცინო დაწესებულებებისადმი სადაზღვევო კომპანიების ვალები დღითიდღე იზრდება. ამის შესახებ რადიო „კომერსანტს" ღუდუშაურის კლინიკის მთავარმა ექიმმა მიხეილ დოლიძემ განუცხადა. მისი სიტყვებით, დამზღვევები არ ასრულებენ თავის პირობებს. „ავადმყოფებისა და გადაუდებელი ოპერაციების რაოდენობა ძველებური დარჩა, გაიზარდა მხოლოდ ფურცლების რაოდენობა, თანხები კი ძველებურად არა თუ დათქმულ ვადებში, რამედ მათი ამოწურვის შემდეგაც კი არ ირიცხება", - აცხადებს დოლიძე.

იაშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, ივა ხაჩიური აზუსტებს, რომ მას პრობლემები ექმნება მხოლოდ ორ ფირმასთან - „სახალხო დაზღვევასთან" და „არქიმედ გლობალ ჯორჯიასთან" დაკავშირებით. „სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიღებთ ამ ორი კომპანიის კლიენტებს. „სახალხო დაზღვევას" აქვს ვალი - 18 ათასი ლარის ოდენობით", - აღნიშნა ხაჩიურმა.

ამ ბრალდებების საპასუხოდ სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამედიცინო დაწესებულებები მიზანმიმართულად ახდენენ სადაზღვევო სექტორის დისკრედიტირებას. „არქიმედ გლობალ ჯორჯიას" იაშვილის სახელობის კლინიკის ვალი „მხოლოდ" 1200 ლარი აქვს, - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა რამიშვილი. „თუკი სამედიცინო დაწესებულები პაციენტებს მხოლოდ ამ მიზეზით არ მიიღებენ, მაშინ საერთოდ ეჭვი უნდა შევიტანოთ იმაში, რისთვის დებდნენ ისინი ჰიპოკრატეს ფიცს. ეს განცხადებები სადაზღვევო ბიზნესის დისკრედიტაციას ემსახურება", - ამტკიცებს რამიშვილი.

თუკი ამაზე ვლაპარაკობთ, საქართველოს ექიმებმა, ამტკიცებს დამზღვევი, არ იციან ინვოისების (გადახდის ანგარიშის) გაფორმება, ხშირად ავიწყდებათ პაციენტის აუცილებელი მონაცემების ან დიაგოზის ჩაწერა. „შედეგად, უკვე სადაზღვევო კომპანიებს უხდებათ გადაამოწმონ ეს ინფორმაცია, რისთვისაც საჭიროა საკმაო დრო, რის შედეგადაც კლინიკებს უჩნდებათ ახალი პრეტენზიები. ყველაფერ ამაში დამნაშავეა თავად სამედიცინო დაწესებულება", - თავს იმართლებს დამზღვევი.

საავადმყოფო ანგარიშების გადახდის პრობლემა საქართველოსთვის ახალი არაა. ზოგიერთი სადაზღვევო კომპანიების პოლისებიანი პაციენტების მიღებაზე უარის თქმით დაიწყო 2009 წელი. ოპოზიციურმა პარტიებმა მაშინვე დაადანაშაულეს მზღვეველები საბიუჯეტო სახსრების მითვისებაში.

მსგავსი კომპანიებისთვის საკუთარი ფულის ნდობას იმისთვის, რომ მერე ოთახიდან გამოგიშვას ექიმმა, ყველა ვერ გაბედავს. როგორც სოციოლოგიური გამოკითხვები გვიჩვენებს, ამიტომაა საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა ასე არაპოპულარული. ასეთ სიტუაციაში მარტში დაწყებული „იაფი დაზღვევის" პროგრამა, რომელიც თებერვალში შესთავაზა ქვეყნის პრეზიდენტმა, უბრალოდ ვერ იქნება წარმატებული.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100