RSS
на русском en in english
29.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ახალი იმიჯი საქართველოსათვის. იაფია

01.04.2009  |  09:49

2/0/7/2207.jpegსაქართველომ ახალი ამერიკული პიარ- სამსახური დაიქირავა, რომლებიც ქვეყნის იმიჯზე იმუშავებენ. მათ საქმიანობაზე დახარჯულმა მილიონმა დოლარმა უკვე დაიწყო დივიდენდების მოტანა. რუსეთში კი, დასავლელი პოლიტ ტექნოლოგების მიერ წაღებულ მილიონებს არ მოაქვთ საკმარისი მოგება.

ამერიკული გაზეთი „ჰილი" (The Hill) საქართველოს მთავრობისა და PR-სააგენტო „ფაბლიქ სთრათეჯის" (Public Strategies) შორის დადებული კონტრაქტით დაინტერესდა. აშშ-ში, კანონის მიხედვით, პოლიტტექნოლოგები ვალდებულნი არიან, წელიწადში ორჯერ უცხოური კომპანიების სასარგებლოდ ლობირების ანგარიში გამოაქვეყნონ. ამის გამო, მიხეილ სააკაშვილისთვის გაწეული დახმარების შესახებ ინფორმაცია ღია აღმოჩნდა.როგორც კონტრაქტიდან ჩანს, ამერიკელი სპეციალისტები საქართველოს „მთავრობის რეპუტაციის" გასამყარებლად 300 ათას დოლარად მუშაობდნენ. ფირმის ლობისტებს შორის არიან აშშ-ს დემოკრატიული პარტიის გავლენიანი წევრები, „ჰილლზე" დაყრდნობით აზუსტებს Civil Georgia.

კიდევ ორი ვაშინგტონელი პიარ ტექნოლოგი - გრეგორი მანიატისი და დენიელ კენინი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობას „რესპუბლიკის სხვა ქვეყნებთან, კონკრეტულად, აშშ-სთან ურთიერთობის" საკითხებში გაუწევენ კონსულტაციებს. ამისთვის ისინი 470 ათას დოლარს მიიღებენ.

გარდა ამისა, 2008 წლის აგვისტოდან,სააკშვილსა და მის გარემოცვაზე მუშაობს PR-კომპანია ვაშინგტონიდან „გლოვერ პარკ გრუპი" (Glover Park Group). მან დაამყარა 50-ზე მეტი კავშირი აშშ-ს კონგრესმენებისა და სენატორების ოფისებთან და უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის „პრომოუშენი" მედიაში. გადასახადმა შეადგინა 320 ათასი დოლარი. ევროპაში ასეთივე ფუნქციებს ასრულებს ბრიუსელის ფირმა Aspect Consulting.

თბილისი, გადაიხადა რა მილიონ დოლარზე მეტი, წაგებაში არ დარჩენილა. ამის დამადასტურებელია - უანგარო ჰუმანიტარული დახმარების სახით კარგი დივიდენდები, იაფი კრედიტები და უცხოური ინვესტიციები.

უნდა აღინიშნოს, რომ ადრე საქართველოზე მუშაობდა სხვა ლობისტური ფირმა - „ორიონ სტრატეჯის" (Orion Strategies). მისი მფლობელი რენდი შოინემანი (Randy Scheunemann), როგორც აღნიშნავს xPressa.ru, 2004 წლიდან კონგრესში სააკაშვილის და სახელმწიფოს სხვა ლიდერების ინტერესებს იცავდა, რომლებსაც ნატოში შესვლის სურვილი ჰქონდათ. ცხინვალზე თავდასხმის მომზადებაში ამ პიარ ტექნოლოგის როლი ბოლომდე გაურკვეველია. მაგრამ ცნობილია, რომ წარუმატებელი ომის შემდეგ, საქართველოსა და მას შორის კონტრაქტი დაირღვა. როდესაც მოსკოვმა სცნო აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობა, შოინემანმა აქტიურად დაიწყო რუსეთიდან, ჩრდილოკავკასიის გამოყოფის იდეის ლობირება. ამასთანვე, მისმა VIP-კლიენტმა, ჯონ მაკკეინმა წააგო საპრეზიდენტო მარათონი. აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის სპეც- პიარშჩიკის ავტორიტეტი საბოლოოდ დაეცა.

დასავლელი პოლიტტექნოლოგების დახმარება თითქმის ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას სჭირდება, განმარტა Georgia Times-თან ინტერვიუში პოლიტტექნოლოგიების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა სერგეი მიხეევმა. პიარი აყალიბებს ქვეყნის სახეს, რომელიც ადრე ობივატელის მოსაზრებით, სსრკ-ს შემადგენლობაში ერთ მთლიანობას შეადგენდნენ. „თუ რამდენად წარმატებით მუშაობენ დასავლელი სპეციალისტები საქართველოზე, მეტყველებს პატარა, კავკასიური დემოკრატიის მათ მიერ შექმნილი სახე, რომელიც უდანაშაულოდ იტანჯება ტოტალიტარული რუსეთის მიერ", - აღნიშნა პოლიტოლოგმა. მისი მოსაზრებით, საქართვერლოსთან ინფორმაციული ომი არ დასრულებულა და ჩრდილოური დერჟავა კიდევ აინაზღაურებს თავის დანაკარგს.

რუსეთს აქვს სიტუაციის გამოსწორების შანსი, თუკი გამოიყენებს თვითრეკლამის იმავე მეთოდებს. მარტის შუაში, რუსულმა ოპოზიციურმა ჟურნალმა „ნიუ თაიმს" (The New Times)განაცხადა, რომ ორნახევარი წლის განმავლობაში მოსკოვს უცხოურ პიარ - სააგენტოებში 10 მილიონ დოლარზე ნაკლები არ დაუხარჯავს.

გამოცემის მონაცემებით, კონტრაქტები გაფორმებული იყო ფირმებთან Ketchum, Washington Group и Gplus. ყველა ისინი საერთაშორისო გიგანტის - Omnicom Group-ის „შვილობილები" არიან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100