RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საპარლამენტო ოპოზიცია „ხავერდოვანი რეფერენდუმის“ მომხრეა

02.04.2009  |  10:14

2/2/2/2222.jpegსაქართველოს ხელისუფლებისა და მათი ოპონენტების მანევრებმა შეიძლება გონება აურიოს ნებისმიერ პოლიტოლოგს და ანალიტიკოსს. ასე რომ, დღევანდელ დღეს ქართველი ექსპერტები თავს იკავებენ პროგნოზებისგან და ერთ რამეში თანხმდებიან: უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ არ დავუშვათ 9 აპრილს სისხლისღვრა. ამასთანავე, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ემხრობიან ნაცად პრინციპს: მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება გამართლებულია.

ამ კვირაში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ შეიძლება პარტია და ფრაქცია დატოვოს. თუმცა, ბოლო დროის განმავლობაში ის იმდენ პარტიაში იყო, რომ ცოტა გაურკვეველია: კერძოდ რომელი ჰქონდა მხედველობაში. აპირებს თუ არა ის, რომ შეუერთდეს 9 აპრილისათვის დაგეგმილ აქციებს, გაურკვეველი რჩება, მაგრამ ცაგარეიშვილი გამოვიდა ინიციატივით - პარლამენტში ხელმოწერების შეგროვების შესახებ. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები მოსახლეობაში შეაგროვა გაერთიანებულმა ოპოზიციამ. მან განაცხადა, რომ შეგროვდა 100 ათასი ხელმოწერა. ანალოგიური მოთხოვნით პლებისციტი ჩაატარა „ალიანსმა საქართველოსთვის". წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე 402.803 გამოკითხულიდან ქვეყნის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მომხრეა 348.509 ადამიანი, იუწყება GHN. რამდენი ხელმოწერა უნდა შეგროვდეს? მითუმეტეს, რომ სააკაშვილმა, ალიანსის ულტიმატუმის მიუხედავად, საკუთარი გადადგომის შესახებ რეფერენდუმზე საუბარზეც კი უარი თქვა.

თუმცა საპარლამენტო ოპოზიციას "დემოკრატიული პროცედურების" გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმოუდგენია. აი, აპრილის მოახლოებასთან ერთად მას დაებადა იდეა - მანაც შეაგროვოს ხელმოწერები. მაგრამ არა მოსახლეობაში, არამედ მათ „მსახურებს" - პარლამენტარებს შორის. ცაგარეიშვილმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა, რომ აპირებს მოიპოვოს კოლეგების თანხმობა ხელისუფლებისადმი მოთხოვნაზე, 2009 წლის 1 ივნისს ჩატარდეს რეფერენდუმი კონკრეტულ საკითხზე: "გინდათ თუ არა, რომ საქართველოში, არა უგვიანეს 2010 წლის 1 იანვრისა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები?" რეგლამენტის თანახმად, საკითხის ინიცირების უფლება აქვს პარლამენტის შემადგენლობის ერთ მეხუთედს, ეს 30 ხელმოწერაა".

ამდენი ხელმოწერის შეგროვება ცაგარეიშვილს ნამდვილად არ გაუჭირდება. „ნაციონალური მოძრაობიდან" მმართველი საპარლამენტო უმრავლესობის მთავარი ამოცანა ხომ ყველაფრის დამუხრუჭებაა. აქ კი გამოდის, რომ ოპოზიციის მოთხოვნებიც შესრულებულია და პრეზიდენტიც 2010 წლამდე ადგილზეა. ამ დრომდე კი ქვეყანაში სიტუაცია არაერთხელ შეიცვლება. ასე რომ, „საპარლამენტო რეფერენდუმი" - ან ხელისუფლების და ან ოპოზიციის მორიგი მანევრია, ვინ გაარკვევს. მთვარია, რომ მგლებიც მაძღრები იყვნენ და ცხვრებიც - ცოცხლები. ამასთანავე, შეურიგებელ ოპონენტებს დიალოგისკენ უკვე მოუწოდეს ევროპის წარგზავნილებმაც, ქართველმა ექსპერტებმაც და პარტიარქმაც.

დაეთანხმებიან რადიკალი ოპოზიციონერები ასეთი „ხავერდოვანი რეფერენდუმის" იდეას? საპარლამენტო უმცირესობისთვის ცაგარეიშვილის იდეა სავსებით მისაღები აღმოჩნდა.როგორც GHN იუწყება, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა: "ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას, რომელსაც შეუძლია სიტუაციის განმუხტვა. ამიტომ, მე არ გამოვრიცხავ არც მხარდაჭერას და არც კორექტირებას". ამასთანავე, თარგამაძემ განაცხადა, რომ „ნებისმიერი ინიციატივის განხილვას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუკი ყველა რადიკალურად დაპირისპირებული მხარე დაინახავს დიალოგის აუცილებლობას და დიალოგზე წამოსვლის შინაგან რესურსს იპოვის".

უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებამ კარგად იცის, რა გზა უნდა აირჩიოს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100