RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ხელისუფლება და ოპოზიცია ეროვნულ უმრავლესობასთან დაკავშირებით დავობენ

03.04.2009  |  17:34

2/5/1/2251.jpegოპოზიციურმა "ალიანსმა საქართველოსთვის", მის მიერ ჩატარებული პლებისციტის შედეგები გამოაქვეყნა. ალიანსის დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მხარი დაუჭირა ქვეყნის მოსახლეობის 85-მა პროცენტმა. პრეზიდენტის მომხრე კი არის - 15 %-ზე ნაკლები. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს პლებისციტი სოციალურ გამოკითხვასაც კი არ უდრის. მაგრამ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებასთან დიალოგზე უარს აცხადებს, დარწმუნებულია, რომ ამიერიდან, პლებისციტის შედეგებიდან გამომდინარე, მისი მოთხოვნა - ხალხის ნებაა.

რა იქნება შემდეგ? ეს შეკითხვა ახლა საქართველოში რიტორიკულად ითვლება, რადგანაც არავის შეუძლია მასზე პასუხის გაცემა. მიუხედავად ყველა მხრიდან გაჟღერებული მოწოდებებისა, ვერც ხელისუფლებამ და ვერც ოპოზიციამ, კომპრომისამდე ერთი ნაბიჯით მიახლოებაც კი ვერ შეძლეს. 9 აპრილის აქციის ორგანიზატორები ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ, რომელშიც ხელისუფლებასთან დიალოგზე უარს აცხადებენ და ბრალს სდებენ მას, მსოფლიო თანამეგობრობისა და ქვეყნის მოსახლეობის კიდევ ერთხელ შეცდომაში შეყვანის მცდელობაში. როგორც nregon იტყობინება, ამ განცხადებას ხელს აწერენ ირაკლი ალასანია ("ალიანსი საქართველოსათვის"), ნინო ბურჯანაძე ("დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო") და სალომე ზურაბიშვილი ("საქართველოს გზა").მას ასევე ხელი მოაწერეს "გაერთიანებული ოპოზიციის" ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ და ამ გაერთიანების წარმომადგენლებმა - "საქართველოს კონსერვატიული პარტიის" ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის, "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ.

9 აპრილის წინ საქართველოში სიტუაცია იძაბება. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თვლის, რომ ხალხი მათ მხარესაა. ამიტომ,"ალიანსის საქართველოსთვის" მიერ ჩატარებული პლებისციტის რეზულტატებს ყველა თავისებურად იგებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ეს ეს პლებისციტი არასერიოზულია, რადგან სოციალური გამოკვლევის ელემენტარულ მოთხოვნებსაც კი არ პასუხობს. ოპოზიციაშიც, როგორც ყოველთვის, ვერ თანხმდებიან. ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ ამ მომენტში პლებისციტის შედეგები არადამაჯერებელია. ის თვლის, რომ გამოკითხული უნდა ყოფილიყო ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი მაინც. თუკი გამოკითხულთაგან მილიონი მაინც მოითხოვდა პრეზიდენტის გადადგომას, მაშინ, მის ციტირებას ახდენს nregion, "ასეთი რეზულტატი ხელისუფლებისთვის განაჩენი იქნებოდა და ყურადღება უნდა მიექციათ".

არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები ამტკიცებენ, რომ პლებისციტის შედეგები თავად მეტყველებენ. ალბათ, სიმართლის მარცვალი არის ოპოზიციის არგუმენტებშიც და ხელისუფლების კონტრარგუმენტებშიც. ცოტა გაუგებარია, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რომელიც "გაერთიანებულმა ოპოზიციამ" ჩაატარა, რატომ შეგროვდა 100 ათასი ხელმოწერა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. "ალიანსმა საქართველოსთვის" კი გაცილებით ნაკლებ პერიოდში შეძლო 400 ათასი ადამიანის გამოკითხვა, რომელთაგან თითქმის 350 ათასმა ხმა მისცა ვადამდელ არჩევნებს.

GeorgiaTimes-ის კორესპონდენტმა ქართველი პოლიტოლოგის, რამაზ საყვარელიძის, დახმარებით გაარკვია ქართული პლებისციტის და რეფერენდუმის თავისებურებები, ასევე მისი შესაძლო შედეგები. რამაზ საყვარელიძემ განმარტა, რომ, რა თქმა უნდა, რეფერენდუმს, რომლის ჩატარებაზეც უარი თქვა ხელისუფლებამ, მართალია, არ ატარებს აუცილებელ ხასიათს, მაგრამ აქვს იურიდიული ძალა. პლებისციტს კი არ აქვს არანაირი ძალა. რითი განსხვავდება პლებისციტი სოციალური გამოკითხვისგან? სოციალურ გამოკითხვაში მონაწილეობს გარკვეული რაოდენობის ხალხი, პლებისციტში კი - მთელი მოსახლეობა. ამასთანავე, როგორც თანამოსაუბრე თვლის, იურიდიული ძალის არქონის მიუხედავად, პლებისციტს, როგორც სოციალურ გამოკითხვას, აქვს დიდი ფსიქოლოგიური ზემოქმედება, აყალიბებს საზოგადოების განწყობას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100