RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სააკაშვილის მფარველები გააფრთხილა

06.04.2009  |  09:16

2/5/8/2258.jpegმიხეილ სააკაშვილმა ჭკუა ვერ ისწავლა აგვისტოს მოვლენების შემდეგ და ახალ თავდასხმას ამზადებს. ასეთი შეფასება მისცა მის სიტყვებს 2 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ.

„ბატონი სააკაშვილის მსგავსი გამოთქმები, განსაკუთრებით საქართველოს აგრესიულ-პროვოკაციული ქცევების ფონზე იმ ზონებში, რომლებიც აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ეკუთვნის, მხოლოდ ამტკიცებს იმას, რაც ისედაც აშკარაა - თბილისში „რევანშის" გეგმებს აწყობენ", - ნესტერენკოს ციტირებას ახდენს საინფორმაციო სააგენტო.

საუბარია იმ აგრესიულ რიტორიკაზე, რომლითაც სააკაშვილმა ამ დღეებში „გამოიჩინა თავი". თავდაპირველად ამერიკის არმიის შტაბის გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის შემცვლელთან ჯეიმს კარტრაიტთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა ეროვნული არმიის მხარდაჭერის შესახებ: „პირობებში, როდესაც ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, მაღალი რისკის პირობებში, პროვოკაციების გაგრძელებისას და საერთოდ რეგიონში რთული სიტუაციის დროს, საქართველო განაგრძობს თანამედროვე, ბევრად უფრო ძლიერი შეიარაღებული ძალების შექმნას, გაზრდის მის პერსონალს, ჯარისკაცების რაოდენობას და რაც მთავარია, აამაღლებს მომზადების ხარისხს".

ხოლო ქართული შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი შენობის გახსნისას სააკაშვილი კიდევ უფრო ნაკლებად დიპლომატიური იყო: „ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ის საქართველოს სრული დეოკუპაციით, ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებით და მტრის უკანასკნელი ჯარისკაცის გაგდებით დასრულდება, - მისი სიტყვები მოჰყავს "ჩვენს აფხაზეთს". - ამაში მე აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ".

ბუნებრივია, მოსკოვი, რომლისკენაც აშკარად მიმართული იყო ეს გამოსვლები, არ გაჩუმდა. თანაც ნესტერენკოს შენიშვნები სულაც არ ეხება ქართველ პრეზიდენტს, რომელთანაც აგვისტოს ავანტიურის მერე რუსულ ხელისუფლებას საერთოდ არ სურს საქმის დაჭერა, არამედ მის მფარველებს. „რაც შეეხება თბილისის გეგმებს საზღვარგარეთის ჩარევის თაობაზე სამხედრო პოტენციალის აღდგენაში, ეს არ შეიძლება სხვანაირად მივიღოთ, თუ არა როგორც აგრესორის შექება.- განაცხადა რუსული საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.- არსებულმა ტრაგიკულმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ახლანდელი ქართული ხელისუფლების ხელში იარაღის გადაცემა საშიშია მეზობელი ხალხისთვის და მთელი რეგიონისთვის, თავად საქართველოსთვისაც კი". ნესტერენკომ მოუწოდა ამეირიკას და უკრაინას ყურადღება მიექციათ ამისთვის, განსაკუთრებით ქართული სამხედროების აგრესიულ-პროვოკაციული ქმედებების ფონზე.

გასაოცარია, როგორ არ მშვიდდება სააკაშვილი, რომელიც ბეწვზე კიდია თავისი პოლიტიკური კრახის გამო და კვლავ ამტკიცებს, რომ დაიბრუნებს „დაკარგულ ტერიტორიებს", რომლებიც სწორედ მის გამო დაიკარგა. რა თქმა უნდა, 2008 წლის აგვისტოს გამეორებაზე აშკარა მინიშნებებს ვერ იპოვით მის სიტყვებში. შეიძლება მას სულ სხვა პოლიტიკური სცენარი აქვს შემუშავებული.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100