RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

9 აპრილის ”ბათუმური რეპეტიცია”

06.04.2009  |  21:34

2/7/1/2271.jpegსაქართველოს პოლიციამ დაემონსტრანეტების დასაშელელად ძალის გამოყენება დაიწყო. 2 აპრილს რესპუბლიკის შ.ს.ს.-მ მკაცრი რეაგირება მოახდინა ოპოზიციური მოძრაობის "სამართლიანი საქართველოს" მიერ ბათუმში ჩატარებულ მიტინგზე, რომლის არსი გახლდათ- მოსახლეობისთვის მოწოდება, გამოვიდნენ ერთი კვირი შემდეგ ქუჩებში და მოითხოვონ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა.

"აქციის მონაწილეები პლაკატებს აწებებდნენ როდესაც მათთან პოლიციელები მივიდნენ და მათი დაშლა დაიწყეს,-გადმოგვცემს "ინტერპრესნიუსი". პლაკატები და საღებავები წაართვეს ადამინებს, რის შემდეგაც "ფიზიკურად გაუსწორდნენ ყველას, მათ შორის ქალებსაც". საქართველოს შ.ს.ს-ს ჯერ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რითაც გაცილებით მეტი ჭორები გამოიწვია.

მოძრაობის "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლი გახლავთ, ექს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. სულ ახლახანს მან დარწმუნებით განაცხადა, რომ 9 აპრილისთვის საქართველოს პრეზიდენტი აჭარაში გაემგზავრება, რათა სწორედ იქ გადააგოროს "პოლიტიკური უამინდობა" ქვეყანაში. " მიტინგი აუცილებლად უნდა ჩატარდეს იქ, სადაც სააკაშვილი იქნება, - მის ციტირებას ახდენს "ვზგლიადი" - არც აჭარაში არ მივცეთ მოსვენების საშუალება მხდალ და გამყიდველ სააკაშვილს. ჩვენ იქაც ჩავატარებთ საპროტესტო აქციებს".

და მართლაც, ჩატარებულმა აქციამ გვიჩვენა - ნოღაიდელი არ დასჯერდება მხოლოდ პრეზიდენტის მისამართით დამადანაშაულებელ ხმამაღალ განცხადებებს, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რეზონანსითა და სიმკაცრით მისი განცხადებები, ყოჩაღი ლეიბორისტის შალავა ნათელაშვილის გამოთქმებსაც კი, არ ჩამოუვარდება. თუმცა თებერვლის ბოლოს ნოღაიდელის ხმა ჯერ კიდევ არაფრით არ გამოირჩეოდა საქართველოს უკმაყოფილოთა გუნდში:

"პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ თავისი ქმედებებით ტერიტორიების დაკარგვამდე მიგვიყვანეს, ამიტომაც ისინი უნდა გადადგნენ,- მოჰყავს ნოღაიდელის პარტიის განცხადების ტექსტი "ინტერფაქს".-სასაკაშვილის ხელისუფელბაში ყოფნის ყოველი დღე, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს. სახელმწიფოს რომელიც გაბარტონებული რეჟიმის გამო, საერთაშორისო იზოლაციაში შეიძლება აღმოჩნდეს. საქართველოს უკვე აღარ თვლიან დემოკრატიულ სახელმწიფოდ და ის კორუმპირებული სახელმწიფოების შავ სიაშია შეტანილი".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100