RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სამიტმა G20 გაამყარა რუსეთის პოზიციები კავკასიაში

06.04.2009  |  21:38

2/7/3/2273.jpegლონდონის „ოცეულის" სამიტის დამთავრების შემდეგ დიმიტრი მედვედევმა მკაფიოდ განაცხადა: სააკაშვილთან თანამშრომლობას ის არ აპირებს, მაგრამ ქართველი ხალხის საწინააღმდეგო მას არაფერი აქვს. ეს სიტყვები ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ გაისმა, როდესაც ორივე მხარემ აჩვენა, თუ რა დათმობებზე წასასვლელად არიან მზად.

შეკითხვა საქართველოსთან დამოკიდებულების შესახებ, ლონდონში დიმიტრი მედვედევს, ლონდონის ეკონომიკური სკოლის სტუდენტმა გიორგი ჭოლაძემ დაუსვა. ამ სასწავლო დაწესებულებაში რუსეთის პრეზიდენტი, ოცეულის სამიტის ოფიციალური ნაწილის დამთავრებისთანავე წავიდა, რომელზეც, „რია ნოვოსტის" მიმომხილველების აზრით, რუსეთისთვის სასარგებლო რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს. მაგალითად, ატომური იარაღის შემცირების და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესასვლელად, რუსეთისთვის მხარდაჭერის შეთანხმებები. ამას გარდა, ლონდონში მედვედევისა და აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას შეხვედრაზე თერი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ მზადაა, რუსეთთან ბევრ საკითხში თანამშრომლობის გამო გარკვეულ დათმობებზე წავიდეს - სტრატეგიული შეიარაღების შემცირებით დაწყებული, ირანის ბირთვული პრობლემის მოგვარებით დამთავრებული.

კავკასიასთან დაკავშირებული წინააღმდეგობები, ამ შეხვედრაზე გადაწყვეტილი არ ყოფლა, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ლიდერი თავისი პოზიციის სისწორეში კიდევ ერთხელ დარწმუნდა. ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში მედვედევმა გულწრფელად გაიმეორა სამი ძირითადი თეზისი საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით.

-რის გაკეთებას აპირებთ საქართველოსთან ურთიერთობების მოსაგვარებლად?, -კითხვა დაუსვა ქართველმა სტუდენტმა მედვედევს იმ შეხვედრაზე, რომელიც ტრანსლირებული იყო რუსეთის პირველი არხით.

ჩვენ გვინდა, რომ საქართველოსთან კეთილი, კარგი ურთიერთობა გვქონდეს. ჩვენ გვიყვარს და ვაფასებთ ქართველ ხალხს. მე არავითარი ურთიერთობა არ მინდა და არც მექნება პრეზიდენტ სააკაშვილთან. მაგრამ, თუ დემოკრატიული პროცესების შედეგად საქართველოში ხელისუფლება ადრე თუ გვიან შეიცვლება, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი თემები. - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

ქართული ოპოზიციის მიერ მოზადებული აპრილის მიტინგების წინ ეს განცხადება, როგორც ჩანს, ძალზედ ანგაჟირებულად გამოიყურებოდა და ცალმხრივად იყო გაგებული ქართველი ექსპერტების მიერ. „ამით რუსეთი ადასტურებს, რომ იგი დაინტერესებულია საქართველოში ხელისუფლების შეცვლით", -ქართულ მედიასთან კომენტარი გაუკეთა პოლიტოლოგმა კახა გოგოლაშვილმა, მედვედევის სიტყვებს. მისი სიტყვებით, მოსკოვი ხელს უწყობს სიტუაციის დაძაბვას, რომ არ შედგეს 9 აპრილის აქციების მომხრეთა და ხელისუფლების დიალოგი. გოგოლაშვილის მოსაზრებით, მედვედევის განცხადების შემდეგ ოპოზიციამ მიიღო დამატებითი სტიმული, უფრო რადიკალური მოქმედებებისთვის.

ვახტანგ მაისაიამ რუსეთის პრეზიდენტის გულახდილობა „პოლიტიკურ ცინიზმად" აღიქვა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100