RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ნატო კავკასიაში იგივე შეცდომას იმეორებს

07.04.2009  |  13:44

2/7/8/2278.jpegნატოს 60 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო სამიტზე მონაწილე ქვეყნებმა ხელი მოაწერეს საერთო დეკლარაციას, რომელშიც გამოხატეს "თავიანთი შეშფოთება" სამხრეთ კავკასიაში შექმნილი სიტუაციი გამო. ამ დოკუმენტმა მოსკოვში კანონზომიერი რეაქცია გამოიწვია. ნატოს მუდმივმა წარმომადგენელმა კი, გაფრთხილება გააკეთა: ნატო- რუსეთის კომისიაზე საუბარი ძალიან მკაცრად წავა.

"საჭიროა რეგიონში ყოველი მხარის კონსტრუქციული ძალისხმევა, რათა სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტი მშვიდობიანი გზით გადაწყდეს,- მოჰყავს დეკლარაციის ტექსტი საინფორმაციო სააგენტოს Regnum. -ალიანსი მოუწოდებს კონფლიქტის ყველა მხარეს თავი შეიკავონ ყოველგვარი ნაბიჯისგან, რომელსაც შეუძლია ზარალი მიაყენოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას რეგიონში, ასევე პტივისცემით განეწყონ მოლაპარაკებების პროცესის მიმართ. ჩვენ ვაგრძელებთ სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და მოლდავეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას". ამასთან ერთად ალიანსმა მოუწოდა რუსეთს შეასრულოს "ყველა ვალდებულება საქართველოს მიმართ" და გადახედოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიოდებლად ცნობის საკითხს.

დაიწყეს ჯანმრეთელობით და როგორც იტყვიან მკვდრებისმოსხენიებით დაასრულეს. რუსეთის-ა.შ.შ-სა და რუსეთი-ნატოს ურთიერთობების "გადატვირთვის" განცხადებების ფონზე, ამ სახის დოკუმენტები დაბნეულობას იწვევს. ერთის მხრიდან ალიანსი ახალ მიდგომებზე და დილაგზე საუბრობს, მეორეს მხრივ კი- იგივე შეცდომებს იმეორებს.

თუმცა, თითქოს და ბარაკ ობამამ 3 მარტს ყველა საკითხი გარკვევით განიხილა და რუსეთთან და დასავლეთთან საუბრის ტონიც მონიშნა: "ნატომ უნდა სცნოს რუსეთის კანონიერი ინტერესები, რომელთან დაკავშირებითაც ალიანსსაც აქვს საერთო ინტერესები, - ამერიკელი ლიდერის ციტირებას ახდენს რია-ნოვოსტი. -მე ვთვლი, რომ სავალდებულოა ჩვენ მასთან დიალოგს შევუდგეთ, რათა მხარი დავუჭიროთ სტაბილურობას, პატივი ვცეთ ავტონომიასა და დამოკიდებლობას ევროპის ყველა ქვეყნისა დასავლეთით, აღმოსავლეთით თუ ცენტრში,- სადაც არ უნდა იყოს ეს. მე ვფიქრობ უნდა გადავცეთ რუსეთს სიგნალი, რომ ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ მასთან და ჩვენ არ შეგვიძლია წარსულის მეთოდებს დავუბრუნდეთ".

ან მოკავშირებბმა ჯერ კარგად ვერ შეისწავლეს ობამას მიმართვა, ან ევროპამ უეცრად გადაწყვიტა დამოუკიდებლად იმოქმედოს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - ნატოს დეკლარაცია ფორმითა და შინაარსით სულაც არ ახდენს ახალი მეთოდებისა და მიდგომის დემონსტრირებას, პირიქით ის წარსულის ყველაზე ცუდი ტრადიციებისამებრაა შედგენილი.

არ არის გასაკვირი, რომ თბილისში დოკუმენტი ეამათ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის აზრით, დაკლარაცია არის "იმის დასაბუთება, რომ ა.შ.შ. და ნატო მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ჩარჩოების ფარგლებში",- გადმოსცემს იტარ-ტასსი.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100