RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თბილისს არ სურს ერევანი ანკარას დაუთმოს

07.04.2009  |  13:47

2/7/9/2279.jpegდღეს თურქეთში აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩადის. ამ ვიზიტზეა დამოკიდებული სომხურ-თურქული ურთიერთობის დაწყობის შესაძლებლობის მძაფრი განხილვა. თუ ეს მოხდება, საქართველო მიიღებს დანაკარგს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური კუთხითაც. როგორც ჩანს, ერევნის სტრატეგიული პარტნიორობის გაგმაში ჩართვით, თბილისმა გადაწყვიტა დასწრებაზე ითამაშოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ ამ დღეებში განაცხადა, რომ საქართველო და სომხეთი უახლოეს მომავალში აუცილებლად გააფორმებენ სტრატეგიულ ურთიერთობებს. მისი სიტყვებით, ეს იქნება დაფიქსირებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ახალ სტრატეგიაში. სიმპტომატურია, რომ სომხეთთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი მინისტრმა ანკარაში აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ვიზიტის წინ გაახმოვანა.

როგორც მოსალოდნელია, ამერიკის პრეზიდენტი კატალიზატორია, რომელიც დააჩქარებს სომხურ - თურქული ხელშეკრულების ხელმოწერას. The Wall Street Journal-ს ცნობით, ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს უკვე 16 აპრილისთვის, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალი ბაბაჯანის თურქეთში ვიზიტის დროს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს შავიზღვისპირეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაში. მედიის ინფორმაციით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საზღვრების გახსნა, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და ისტორიკოსების კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლის 1915 წელს სომხების გენოციდს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ობამა დაპირდა სომხურ ელექტორატს, რომ აღიარებს სომხების მასობრივ განადგურებას ოსმანთა იმპერიაში. გენოციდის შესახებ რეზოლუციის განხილვა აშშ-ს კონგრესში 24 აპრილისთვისაა დაგეგმილი.

და აი, ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, თურქეთმა წამოიწყო პოლიტიკური თამაში ერევანთან ურთიერთობების დათბობისთვის. მაგალითად, გასულ კვირას, მან დაიწყო რადიომაუწყებლობა სომხურ ენაზე, იტყობინება Lenta.ru. სომხეთთან სიტუაციის ნორმალიზება გახდა ევროკავშირში სომხეთის შესვლის ერთ-ერთი პირობა. თურქეთის ხელისუფლება, თითქოსდა ერევანთან ურთიერთობების დალაგების დემონსტრირების გამო, ჯერ კატეგორიულად უარყოფს საზღვრების მალე გახსნას. პრემიერ-მინისტრმა, რეჯებ თაიპერ ერდოგანმა პარასკევს განაცხადა კიდეც, რომ ეს საკითხი არ გადაწყდება, ვიდრე არ დარეგულირდება მთიანი ყარაბახის პრობლემა, გადმოსცემს საინფორმაციო სააგენტო „ტრენდი".

ეს განცხადება სომხეთში სომხურ-თურქული დიალოგის დამუხრუჭების მცდელობად აღიქვეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა აღნიშნა, რომ ყარაბახის საკითხი არასოდეს ყოფილა თურქეთთან განხილვის საგანი. ერდოგანის პოზიციამ სომხეთის საგარეო სქმეთა მინისტრის ისეთი გღიზიანება გამოიწვია, რომ მან დღეს სტამბულში ვიზიტიც კი გადადო, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღო „ცივილიზაციების ალიანსის" ფორუმში, იტყობინება Armenia Today.

საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით სომეხი ექსპერტების აზრი ორად გაიყო.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100