RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თბომავალი გემის ”ვ. უსპენსკი”-ს დაკავება: სენსაცია, რომელიც არ არსებობს

07.04.2009  |  15:21

2/8/1/2281.jpegსაქართველოს სანაპირო დაცვამ დააკავა თბომავალი გემი "ვ,უსპენსკი", რომელზეც ეკიპაჟის წევრი, 14 რუსეთის მოქალაქე იმყოფება. რუსულ მედია-თანამეგობრობაში სასწრაფოდ გაავლეს პარალელი ქართველი სანაპირო დაცვის ფორმირებების ქმედებებსა და სომელელი პირატების ქმედებებს შორის. საფუძვლიანად ჯერ არანაირი ინფორმცია არ მოსულა, ვნებათაღელვა კი უკვე დაიძაბა სიტუაციის გარშემო.

ნამდვილად, 7 აპრილის ღამეს გახდა ცნობილი საქართველოს სანაპირო დაცვის გემის მიერ თბომავალ "ვ. უსპენსკის" დაკავების შესახებ. 14 კაციანი ეკიპაჟით, როგორც გვატყობინებს "საზღვაო ბიულეტენი" ის თურკული პორტი ხოპოდან აზოვის პორტისკენ მიემართბეოდა. მისი ოპერატორი კი გახლავთ კომპანია "ვოგო-დონ შიპინგ" თბომავალი კი კამბოჯის დროშის ქვეშ დაცურავს.

ფრიად უმნიშვნელო ინციდენტი თბომავლის დაკავების შესახებ, პირველ შეტყობინების გამოქვეყნებიდან რამოდენიმე საათში, რუსლი მასმედიის მთვარ თემად იქცა. უკნასკნელნი მხატვრულად აღწერდნენ თუ როგორ გადმოსხდა გემბანზე 13 კაციანი დესანტი, ავტომატებით შეიარაღებული, ამოღებული იქნა გემის დოკუმენტები და მეზღვაურთა პასპორტები. ჩატარებულია დათვალიერება და გემი დაყენებულია რეიდზე ბათუმის პორტში, გარემოებების გარკვევამდე. ასევე თუ როგორ დატოვა დამთვალიერებელმა ჯგუფმა თბომავალი, წაიღეს რა მთელი დოკუმენტაცია და დატოვე გემზე საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურის 4 წარმომადგენელი.

მართალია svpressa.ru, დაუკავშირდა რა გამოცემა "საზრვაო ბიულეტენ-სოვფრახტს" მიხეილ ვოტენკოს, გამოაქვეყნა მისი აღიარება, რომ "ცურვის რეჟიმის დარღვევა მსოფლიო პრაქტიკაში იშვიათი შემთხვევა არ არის" და ჩვეულებრივ საკითხი მშვიდობვიანად წყდება. ძირითადად შემოიფარგლება გაფრთხილებით, იმიტომ რო უცებ ჩანს - რომ ეს არც ბრაკონიერია და არც კონტრაბანდისტი. "თავისუფალი პრესის" თანამოსაუბრემ აღიარა, რომ არა მარტო საქართველოშია "გემების დაკავების პრაქტიკა. ამით ჩრდილოეთ კორეაშიც სცოდავენ, აფრიკის ზოგიერთ ქვეყნებშიც და "ჩვენებიც ხანდახან ამგვარად მოქმედებენ". ამიტომაც ღირდა კი, ჩემს კოლეგებს სენსაცია ეძებნათ იქ, სადაც ის არ არის?

ბოლოს და ბოლოს ოფიციალური ცნობებიც მოვიდა და გაირკვა. შემთხვევის შესახებ ქართულმა მხარემ სასწრაფოდ მიაწოდა ინფორმაცია, საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციას. თურმე, როგორც ქართული მხარე გვატყობინებს, საწვავის ეკონომიის მიზნით, თბომავალმა გადაწყვიტა გაევლო გემების ცურვისთვის დახურულ ზონაში. რისთვისაც დააკავეს კიდეც. "ეკიპაჟის წევრები დაკავებულნი არ არიან და აქვთ თავისუფალი გადაადგილების, ქალაქ ბათუმში გასვლის უფლება. მაგრამ გემის მფლობელებს კი, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მუწევთ ჯარიმის გადახდა",- განაცხადეს საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100