RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მოთელვა ბრძოლით ”იქს სათის“ წინ

07.04.2009  |  16:57

2/8/4/2284.jpeg9 აპრილამდე კიდევ სამი დღე რჩებ, ვნებათაღელვა კი უკანასკნელ ზღვრამდეა მისული. გასულ შაბათ-კვირას თბილისში, რამდენიმე ადამიანი სცემეს. დღეს 6 აპრილს, დედაქალაქის ქუჩებში კიდევ ერთი ჩხუბი მოხდა.

ორშაბათს ჩხუბი მოხდა საზოგადოებრივი ტელევიზიის დაცვის თანამშრომლებსა და ახალგაზრდული ოპოზიციური მოძრაობა „რატომ?"-ის წარმომადგენლებს შორის. როგორც გაზეთ „ვზგლიადის" კორესპონდენტი იტყობინება, მოპიკეტეები აკრავდნენ სტიკერებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სურათით და ამ ფოტოზე დასმული კითხვის ნიშნით, ცდილობდნე გაეკეთებინათ ანტისახელისუფლებო წარწერები ასფალტზე, ტელევიზიის შენობასთან. მათ, ასევე, მოითხოვეს ტელევიზიის თანამშრომლების ხელფასები 2009 წლისთვის და სხვათა შორის, მიიღეს კიდეც ის. როდესაც დაცვა შეეცადა, აღეკვეთა აგიტაცია, ამან შეხლა-შემოხლა გამოიწვია, რომელსაც მოჰყვა 6 ახალგაზრდა ქართველის დაპატიმრება.

„რატომელები" უკვე მერემდენედ შედიან კონფლიქტში წესრიგის დამცველებთან. 4 აპრილის ღამეს პატრულმა დაარბია ახალგაზრდები, რომლებიც მთაწმინდის პარკისკენ მიმავალ გზაზე წერდნენ, რომლის საზეიმო გახსნაზე მისვლასაც აპირებდა პრეზიდენტი. ოპოზიცია თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკანონოდ ჩამოართვა პარკი ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის შთამომავლებს. პოლიციელებს არ დაუნდვიათ ახალგაზრდები და ძალიან არადემოკრატიულად, სცემეს ისინი და შეასხეს საღებავები.

გაცილებით შეუბრალებლეად მოექცნენ ანონიმი შურისმაძიებლები კახა ხანროლიშვილს, ბადრი ბიწაძის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „სასაზღვრო უსაფრთხოებისა და მიგრაციის კვლევების ცენრტრის" წევრს. ის სცემეს და მიუგდეს ძაღლებს თბილისის გარეუბანში, მოჰყავს დეტალები „როსბალტს". დაზარალებულის სიტყვებით, მას თავს დაესხა დაახლოებით ათი ნიღბიანი. ისინი ითხოვდნენ ფულს, რომელიც მას არ აღმოაჩნდა. ნინო ბურჯანაძის მეუღლემ - ბადრიმ და თავად ექს-პრემიერმა დაზარალებული საავადმყოფოში მოინახულეს. ამის შემდეგ, ბიწაძემ ამ შემთხვევას უწოდა ხელისუფლების მიერ, ოპონენტების მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება, ბურჯანაძემ კი ეს ცემა 9 აპრილის აქციას დაუკავშირა, მიუხედავად ხანროლიშვილის ჩვენებისა, მძარცველების ანგარებიანი მიზეზების შესახებ."ამ ხელისუფლებამ უკვე დაამტკიცა, რომ მას არ შეუძლია ქვეყნის მართვა და ახლა მიუღებელი მეთოდებით ცდილობს, შეაშინოს და დააშანტაჟოს ხალხი", - აღნიშნა მან. მომხდარში ნინო ანზოროვნამ დაადანაშაულა „სპეცდანიშნულების ბატალიონის თანამშრომლები და საშუალო რგოლის წარმომადგენლები, რომლებიც უკანონო ბრძანებებს ასრულებენ".

შინაგან საქმეთა სამინისტროში, როგორც „რუსთავი-2" იტყობინება, ინციდენტს არ იძიებენ, რადგანაც ხანროლიშვილის თავდასხმასთან დაკავშირებით, შესაბამისი ინსტანციისთვის საჩივრით არავის მიუმართავს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100