RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თბილისი:აპრილის სცენარი გახდით

09.04.2009  |  14:04

3/1/1/2311.jpegთბილისს საინტერესო სპექტაკლი ელოდება, რომელშიც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს უჩვეულო როლებს აწერენ. მიტინგების ორგანიზატორები შიშობენ, რომ 9 აპრილს ძალადობის პროვოცირება შეიძლება სპეც სამსახურის „შეგზავნილმა აგენტებმა" მოახდინონ. პარლამენტის დეპუტატები კი დემონსტრანტების მზაკვრულ გეგმებს ხსნიან, თითქოს და ისინი აპირებენ, რომ ქუჩაში სამხედრო ფორმებით გამოვიდნენ.

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი თარგამაძემ საიდუმლო მონაცემები გაგვიზიარა: მიტინგის ცალკეული მონაწილეები თბილისის ქუჩებში სამხედრო ფორმით გამოსვლისთვის ემზადებიან. ისინი აპირებენ, გაავრცელონ ინფორმაცია, თითქოს ზოგიერთი სამხედრო ნაწილი აქციას უერთდება და თითქოს, საქარველოს შეიარაღებულ ძალებში განხეთქილება დაიწყო. მე მინდა, ამ იდეის ავტორებს ვუთხრა, რომ ეს უსინდისობა და სისულელეა", - მის ციტირებას ახდენს Nregion. თუ მის იდეას განვავითარებთ, ოპოზიციონერები ამზადებენ არა მშვიდობიან საპროტესტო აქციას, არამედ ნამდვილ სახელმწიფო გადატრიალებას. ასეთივე წარმატებით შეუძლიათ მათ გასცენ ყალბი ბრძანებები შეიარაღებულ ნაწილებში და შტურმით აიღონ საქართველოს მთავრობის სასახლე.

შეგახსენებთ, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრების დაპატიმრებასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა სთხოვეს თავის თანამებრძოლებს, უფრო ყურადღებიანები იყვნენ, რათა არ წამოეგონ სამთავრობო აგენტ-მაქციების ანკესზე. მაშინ საქართველოს კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ და „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" გენერალურმა მდივანმა, ეკა ბესელიამ განაცხადეს, რომ ადამიანებს, რომლებიც შსს-ს ვიდეო ჩანაწერებში არიან, არავითარი კავშირი არ აქვთ ოპოზიციურ პარტიებთან. არაერთხელ გააფრთხილა იმ პროვოკაციების შესახებ, რომელსაც სააკაშვილის გუნდი ამზადებს, თავად ნინო ბურჯანაძემაც. ჯერ კიდევ მისი მომხრეებისგან ამოღებულ იარაღთან დაკავშირებულ ეპიზოდამდე, ექს-პრემიერმა მოუყვა ჟურნალისტებს, რომ ტელეფონებით, რომლებიც შსს-ს ტელეფონებადაა დარეგისტრირებული, მიმდინარეობს მოსახლეობის გამოკითხვა."სოციოლოგებს" აინტერესებდათ საზოგადოების რეაქცია იმ სიახლეზე, რომ ოპოზიცია, თითქოს და შეიარაღებულ გადატრიალებას ამზადებს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100