RSS
на русском en in english
24.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ლავროვმა მოუწოდა სიფხიზლისკენ

09.04.2009  |  14:18

3/1/2/2312.jpegმოსკოვს აქვს ეჭვის სერიოზული საფუძველი, რომ თბილისი ემზადება მეზობელ რესპუბლიკაში სამხედრო შეჭრისათვის. ამის შესახებ 5 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეტა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„მაშფოთებს ის, რომ დღესაც კი თბილისში არ ცხრება საომარი რიტორიკა, - ლავროვის ციტირებას ახდენს „როსიისკაია გაზეტა". - ამასათანავე, თბილისის ზოგიერთი მეგობარი კვლავ დაკავდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის შეიარაღებით. მაგრამ ჩვენ ქართველ პრეზიდენტთან დაკავშირებით ილუზები არ გვაქვს. ჩვენ ძალიან დიდ ხანს, პრაქტიკულად მთელი მისი ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში, ვცდილობდით საქართველოსთან ნორმალური თანამშრომლობა დაგვემყარებინა". ლავროვმა შეახსენა, რომ ოთხი წლის წინ სააკაშვილმა არ შეასრულა რუსულ-ქართული მოლაპარაკება ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მოსაზრებით, საქართველომ მაშინ, უბრალოდ, არ გამოავლინა უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის სურვილი.

სინამდვილეში, იქმნება შთაბეჭდილება, რომ თბილისს სურდა, ხელოვნურად დაეძაბა სიტუაცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როდესაც ყველა კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით. გავისხსენოთ თუნდაც მიხეილ სააკაშვილისა და დიმიტრი მედვედევის შეხვედრა გასული წლის ივნისში, როდესაც სააკაშვილი დაპირდა, რომ ცხინვალთან და სოხუმთან გააფორმებდენ შეთანხმებას, ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამის ნაცვლად - ვერაგული თავდასხმა ოლიმპიადის გახსნის დღეს.

მაგრამ ყველაზე გასაკვირი ესეც არაა. ნახევრ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტმა ვერ გააცნობიერა თავისი შეცდომა და აგრძელებს ლაპარაკს „ბრძოლის გაგრძელებაზე", „დეოკუპაციაზე" და „ბოლო დამპყრობელი ჯარისკაცის გამოძევებაზე". იმ დროს, როდესაც ევროპამ დიპლომატიურად პაუზა აიღო და ელოდება ევროკავშირის საერთაშორისო კომისიის მიერ აგვისტოს მოვლენების გამოძიების შედეგებს, საქართველოს ლიდერი აგრძელებს თავის აგრესიულ რიტორიკას. რითიც, პირდაპირ ადასტურებს ჩადენილს. მაგრამ სერგეი ლავროვის სიტყვებით, დასკვნის გამოქვეყნებით მხოლოს სააკაშვილს არ მოხვდება:

„ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირის კომისიასთან თანამშრომლობდეს ყველა ის, რომელიც ასე თუ ისე, დაკავშირებული იყო აგვისტოს მოვლენებთან. რათა კომისია რეალურად დაკავდეს იმ სახელმწიფოების როლის გარკვევით, რომლებიც აიარაღებდნენ საქართველოს, ყურადღება მიაქციოს იმას, როგორი შეიარაღება იყო, რა არხებით მიეწოდებაოდათ მათ. მხოლოდ ლეგალურით თუ მალულადაც. რა ფასად. როგორ ეთანხმება ეს იმ კოდექსს, რომლებიც მიღებულია ევროკავშირში და ეუთოში და რომლებიც გვირჩევენ, არ დაუშვან კონფლიქტის ზონაში თავდასხმითი შეიარაღების მიწოდება".

უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს საქართველოს მფარველები, პირველ რიგში, დაკავებულები არიან რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის აღდგენით. მაგრამ რა იყო აგვისტომდე? რატომ გამოიჩინეს ასეთი ინერტულობა საერთაშორისო დამკვირებვლებმა?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100