RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თბილისი ცხინვალზე გავლენის ბერკეტებს კარგავს

09.04.2009  |  15:51

3/1/8/2318.jpegამ ზაფხულს ცხინვალში უკვე მიიღეს რუსული გაზი ჩრდილოეთ ოსეთიდან. ამის შესახებ განცხადება გააკეთა რუსეთის რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილემ რომან პანოვმა.

"გაზი ივნისში შემოვა და მომხმარებლებს ჩავრთავთ,- პანოვის ციტირებას ახდენს რია-ნოვოსტი.- ამ წუთისავის მილის ოცდამეთე კილომეტრზე მიმდინარეობს სამუშაოები, სრული სიგრძე დაახლოებით 80 კილომეტრია".მისი სიტყვებით. გაზის მილის გაყვანა არატიპიურ პირობებში მიმდინარეობს, თუმცა მშენებლები სამუშაოების გრაფიკში ჯდებიან.

შეგახსენებთ, დზუარიკუ-ცხინვალის გაზსადენი ყველაზე მაღალმთიანი იქნება მსოფლიოში: ის კუდორის უღელტეხილზე გადაივლის 3148 მეტრის სიმაღლეზე. ერთი შეხედვით ეს შეიძლება დაუჯერებლადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ რუსეთს არ ჰქონა სხვა გამოსავალი: გახმაურებული ისტორია სამხერთ ოსეთის გაზი ბლოკადასთან დაკავშირებით, რომელიც რუსულ გაზს ტრანზიტით საქართველოდან ღებულობდა, იძულებული გახადა რუსეთი დაფიქრებულიყო გაზსადენის მშენებლობაზე, რომლის საშუალებითაც არსაიმდეო შუამავალის არსებობა გამოირიცხებოდა. ცხინვალში, ამ სიახლის გამო სიხარული ვერ დაფარეს. "დღეს ჩვენ გვინდა უზარმაზარი მადლობა გადაუხადოთ რუსეთს, იმ აქტიური მუშაობისთვის, რომელსაც ისინი ასრულებენ,- მოჰყავს საინფორმაციო სააგენტო ოსიფორმს რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკითის სიტყვები.- რაც შეეხება გაზს, რომელიც საქართველოდან მოგვეწოდებოდა, ჩვენ რათქმაუნა უარს ვიტყვით ასეთ ძვირად ღირებულ სიამოვნებაზე, ვინაიდან რუსული გაზის ტრანზიტი საქართველოს გავლით სამჯერ ძვირი გვიჯდება". კოკოითის სიტყვებით, რესოუბლიკისთვის რთული არ იქნება საკუთარი ძალებით გაიყვანონ გაზი ლენინგორის რაიონამდე, სადაც უკვე არსებობს გაზგამანაწილებელი სისტემა. "სამხრეთ ოსეთის სხვა ყველა დანარჩენი რაიონების გაზიფიცირება მოგვიწევს, ეს ხანგრძლივი გეგმაა 2010 წლიდან 2012 წლის ჩათვლით. ისევ და ისევ რუსეთთან ერთად განვიხილავთ ამ საკითხებს. სხვა კომუნიკაციების გამოყენების საკითხები, მათ შორის ენერგეტიკის დარგში, ასევე განხილული იქნება რუსეთის ფედერაციასთან ერთობლივად მათი ექსპლუატაციის განხორციელება. ჩვენ გვესმის, მდგომარეობა რომელშიც ვიმყოფებით, ის თუ რა მდგომარეობაშია ყველა სახის კომუნიკაციები, ეს ყველაფერო რემონტსა და აღდგენას საჭიროებს". ამასთან ერთად კოკოითმა აღნიშნა, რომ კომუნიკაციების უმეტესობა დიდი ხანია არ გარემონტებულა, ზოგიერთი მათგანი კი, აგვისტოს მოვლენების დროს დაზიანდა. "ის რომ გაზი უნდა გავიყვანოთ და გავანაწილოთ - ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი საკითხია",- დაასკვნა პრეზიდენტმა.

კოკითმა განცხადება გაზსადენის ძუარიკაუ-ცხინვალის მშენებლობის ხელშემწყობი შტაბის პირველ სხდომაზე გააკეთა. თავად ამგვარი სხდომის ორგანიზება იმაზე მეტყველებს, რომ სამხრეთ ოსეთის გაზმომარაგების საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. უფრო მეტიც, სხდომაზე სამხრეთ ოსეთის ლიდერმა "გაზპტომის" სპეცწარმომადგენელს ალან კოდზაევს მეგობრობის ორდენი გადასცა, რაც თავისთავად აღსანიშნავი მოვლენაა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100