RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართველებს მოსაფიქრებლად ერთი დღე მისცეს

08.04.2009  |  10:23

3/2/9/2329.jpegსაქართველოში მასობრივ საპროტესტო აქციებმდე, ხელისუფლებასთან დაახლოებული პოლიტიკოსები გამალებით ცდილობენ, იპოვონ გამოსავალი ოპოზიციასთან კომპრომისისთვის. დაიწყო საპარლამენტო უმრავლესობისგან სანახევროდ დაკმაყოფილება და პატრიარქ ილია მეორის ამ სიტუაციაში ჩართვის მცდელობაც. თბილისის მაცხოვრებლებს მხოლოდ ერთი იმედი დარჩათ - ტიტების, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს აგონებთ და მსახიობების, რომლებიც დასცინიან ჩინოვნიკების სავარძლებისთვის მებრძოლებს.

შუამავალი აჯანყებულ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის აღმოჩნდა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი, ფრაქცია „ძლირი საქართველოს" წევრი, გია ცაგარეიშვილი. 7 აპრილს მან შესთავაზა, ეწარმოებინა მოლაპარაკებები საპატრიარქოსა და ჟურნალისტების მონაწილეობით, იტყობინება GHN. „დიალოგი უნდა დაიწყოს სუფთა ფურცლიდან, ულტიმატუმების გარეშე და ამ დიალოგში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა პარტიის ლიდერმა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილმაც. ჩვენ ყველას უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია დიალოგი უცხოელი მედიატორების გარეშე", - განაცხადა ცაგარეიშვილმა. მისი სიტყვები თანაბრად იყო მიმართული პრეზიდენტისადმი და 9 აპრილის აქციის მომხრეებისადმი. სახელმწიფოს მეთაურს დეპუტატმა ურჩია, არ ჩარგოს თავი ქვიშაში, ქუჩის პოლიტიკოსებს კი - სააკაშვილის გადადგომის ულტიმატუმზე უარის თქმა ურჩია.

ილია მეორე, რომლის მონაწილეობასაც ცაგარეიშვილი აუცილებლად მიიჩნევს, მორალურად მზადაა პოლიტიკური მოლაპარაკებებისთვის. წმინდა სამების ტაძარში სადღესასწაულო წირვაზე მან მოწოდებით მიმართა მრევლს რომ, ყური დაუგდონ ერთმანეთის მოთხოვნებს, რათა ქვეყანაში მშვიდობამ და სიწყნარემ დაისადგუროს.

დიალოგი სუფთა ფურცლიდან - „ძლიარი საქართველოს" წარმომადგენლის ერთადერთი ინიციატივა არაა. ცაგარეიშვილი პარალელურად სთავაზობს, რომ დაიწყოს იმპიჩმენტის ხანგრძლივი პროცედურა და გაიმართოს რეფერენდუმი ვადამდელი არჩევნების შესახებ. პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების იდეა, როგორც პარლამეტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მას ლეიბორისტებმა მიაწოდეს. რეფერენდუმი კი, ბუნდოვანი ფორმულირებით - „პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების ჩატრება არა უგვიანეს 2010 წლისა", - მისი საკუთარი კომპრომისული გამოგონებაა.

თუმცა დეპუტატმა „ქართული დასიდან", ჯონდი ბაღათურიამ ცაგარეიშვილს ურჩია, მაინც დააზუსტოს ამ წინადადებებიდან რომელს - რეფერენდუმს, იმპიჩმენტს თუ სუფთა ფურცლიდან დაწყებულ დიალოგს უჭერს მხარს.

ნახევარზომების შეთავაზებისას, ცაგარეიშვილს არ ავიწყდება ხელისუფლების კრიტიკაც, რათა ხელისუფლების მიერ ძალიან ანგაჟირებულად არ გამოჩნდეს. ამასწინათ მათ წინადადებებს - გაძლიერდეს თვითმმართველობა, მან „დაგვიანებული და არაადეკვატური" უწოდა. „ხელისუფლებას ეს ცვლილებები მხოლოდ მას შემდეგ ახსენდება, როდესაც ურემი გადაბრუნდება", - კომენტარი გაუკეთა მან პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის სიტყვებს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100