RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ამერიკული მასაჟის თავისებურებები ქართველი მაჩოსთვის

10.04.2009  |  14:31

3/3/5/2335.jpegთბილისში გრძელდება წინააღმდეგობა ოპოზიციისა, რომელიც, როგორც იქნა, გაერთიანდა „უკანასკნელი და გადამწყვეტი ბრძოლისთვის" „საქართველოს სირცხვილთან", რომლის ჩამორეცხვაც ყველანაირი მიმართულების ოპოზიციონერებმა ერთობლივი ძალებით გადაწყვიტეს.

გადავწყვიტე საქართველოდან უკანასკნელი სიახლეები პირველი წყაროდან გამეგო. ვურეკავ ჩემს ძველ თბილისელ მეგობარს გურამს, რათა გავიგო როგორ ჩაიარა გუშინდელმა მიტინგმა.

-ყველაფერი ნორმალურადაა, ბატონო საშა. ჩვენ ხომ ვიღაც კიშინიოველი ხულიგნები არ ვართ, რომ შუშები ვამტვრიოთ. მაგრამ ყველაზე საინტერესო სიახლე, რომელიც თბილისში პირველ თემად იქცა, არის მის დოროთი სტეინი.

-და ვინ არის დოროთი სტეინი?

-საშა, შენ მთვარიდან ჩამოფრინდი? თავს მსოფლიო ესტრადის მცოდნედ თვლი და ისეთი ცნობილი პიროვნება არ იცი, როგორიც ექიმი დოთია?

-რა ანტიდოტი, კიდევ ვინ მოწამლეს მანდ? თქვენ რა ბადრი პატარკაციშვილი არ გეყოთ?

-ვაიმე, რა სისულელეებს ლაპარაკობ, საშა, არავინაც არ მოუწამლავთ. გეუბნები, რომ არის ასეთი მასაჟისტი, ამერიკელი, ფსევდონიმი აქვს ექიმი დოთი, დოროთის შემოკლებული ვარიანტი. მისი გვარი კი სტეინია. აი ეს მის სტეინი, ექიმი დოთი, ისეთ მასაჟს აკეთებს, რომლის შემდეგაც... ვაიმე, საშა, ოდესმე თავი ისე გიგრძვნია თითქოს ნამდვილი მაჩო ხარ?

-არ ვიცი... მასაჟი ერთხელ ტაილანდში გამიკეთეს, რის შემდეგაც ძვლებმა ჭრიალი დაიწყო, ეროტიკა კი არანაირი.

-სხვა მასაჟი გაუკეთებიათ შენთვის. ექიმ დოთს განსაკუთრებული მასაჟი აქვს, ტყუილად კი არ არიან მის კლიენტებს შორის როკ-ვარსკვლავები და სხვა ცნობილი ადამიანები. მაგალითად Def Leppard, Rolling Stones, სტინგი, ეროს რამაზოტი და ბრიუს უილისი. რა გგონია, ჩვენი ბატონი მიშა ბრიუს უილისს რამით ჩამოუვარდება? რა მოხდა, ნერვიულობის ნიადაგზე ერთხელ ჰალსტუხი თუ დაღეჭა. თუმცა...,- გურამი აქ მრავალმნიშველოვან პაუზას აკეთებს, შემდეგ კი იდუმალი ჩურჩულით აგრძელებს,- ექიმი დოთი ისეთ მასაჟს აკეთებს! - შემდეგ კი ყურმილში ჩემი მეგობრის სიცილი გაისმა.

-ნუ წელავ სათქმელს, ბატონო გურამ. რა ჩაიდინა ასეთი ამ ექიმმა დოთმა?

-იცი საშა, ხალხი ამბობს, რომ ის თავის კლიენტებს ზურგზე კბენს, აი ასეთი უჩვეულო ტექნიკა აქვს შემუშავებული.

-კარგია, რომ სხვა ადგილებში არ კბენს...

-არა, ძმაო, შენ ნუ იცინი, აი ჩემი ნათესავი თამაზი იმ დღეს მის ბლოგზე შევიდა და იქ წაიკითხა, რომ მის დოთი თებერვალში საქართველოში ჩამოვიდა და მიხეილ სააკაშვილს მოემსახურა. სხვათა შორის, მას ჩვენს პრეზიდენტზე, როგორც მაჩოზე, საკმაოდ დიდი წარმოდგენა აქვს. იცი რას წერდა? „როდესაც მე მის ძლიერ კისერს ვუკეთებდი მასაჟს ვუთხარი: თქვენ ისეთი დაძაბული კისერი გაქვთ. მან კი მიპასუხა: ხუმრობის გარეშე, მანდ მთელი რუსეთი მაზის. ორივემ იმდენი ვიცინეთ..."

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100