RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ხუბუტია: ჩრდილოეთის ვექტორი საქართველოსთვის – კეთილდღეობის გარანტიაა

10.04.2009  |  16:55

3/4/2/2342.jpeg9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, პარლამენტთან ოპოზიციის უვადო მიტინგამდე ერთი საათით ადრე, მოსკოვში ცდილობდნენ გაერკვიათ: რა ხდება დღეს თბილისში? რას ველოდოთ - გაურკვევლი ფერის რევოლუციას, გართულებებს თუ დიდი ხნის ნანატრ რუსულ-ქართული ურთიერთობების დათბობას? რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი, მიხეილ ხუბუტია „არგუმენტი ი ფაქტის" რედაქციაში, რუსი და ქართველი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა.

რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველები არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების მხარდასაჭერ აქციებს არ გამართავენ. „ჩვენ შეგვიძლია მორალური მხარდაჭერა გამოვხატოთ ყველას მიმართ, მაგრამ ჩარევა არ ღირს, მაშინვე კრემლის აგენტებად გამოგვაცხადებენ", - ახსნა თავისი პოზიცია ხუბუტიამ. მან ხაზი გაუსვა, რომ თვითონ კავშირი - აპოლიტიკურია და საზოგადოებრივი ორგანიზაციაა. კავშირის ძირითადი მიზანი - ქვეყნებს შორის კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების მოწესრიგებაა.

ქართველი ჟურნალისტები არ მალავდნენ სკეპტიციზმს. „თუკი არ აპირებთ საქართველოს სიტუაციაზე გავლენის მოხდენას, თუკი არ აპირებთ პოლიტიკით დაკავებას, მაშინ რატომ შევიკრიბეთ აქ?" - იკითხა „რუსთავი-2"-ის კორესპონდენტმა. შეიძლება მისი გაგება. საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი არ მალავს თავის დამოკიდებულებას არც კავშირის და არც მისი ხელმძღვანელის მიმართ. რუსეთში საქართველოს ყრილობას, რომელიც თებერვალში ჩატარდა, საქართველოს ხელისუფლებამ ბოიკოტი გამოუცხადა. მიხეილ სააკაშვილის ვერსიით, მთელი ბოროტება ხომ მხოლოდ და მხოლოდ ჩრდილოეთიდან მოდის.

ასე რომ, გასაგებია, რატომ ახდენენ დისტანცირებას პოლიტიკური გარჩევებისგან ქართველები, რომლებისთვისაც მშობლიურია რუსეთიც და საქართველოც.

ჟურნალისტის შეკითხვაზე - არის თუ არა საქართველოში ლიდერი, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს რუსეთთან ურთიერთობა, - ხუბუტიამ უპასუხა: „საქართველოს უბედურება იმაშია, რომ ასეთი ადამიანი და ლიდერი იქ არ არის". მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ერთადერთი გზა, რომელიც ქართველ ხალხს კეთილდღეობისა და აყვავებისკენ წაიყვანს, ვექტორის შეცვლაა. რეალურია ეს დღეს? როგორც ხუბუტია თვლის, პროპაგანდამ, ანტირუსულმა რიტორიკამ ძალზედ გაართულა სიტუაცია.

„იქმნება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას უნდა მხოლოდ ის, რომ წავიდეს სააკაშვილი. მაგრამ, პოლიტიკური კურსის ცვლილების შესახებ, მაგალითად რუსეთისკენ შემობრუნების შესახებ, ჩვენ ოპოზიციის არცერთი წარმომადგენლისგან არაფერი მოგვისმენია", - განაცხადა ხუბუტიამ. „ოპოზიციის ბევრი ახლანდელი ლიდერი „ვარდების რევოლუციის" დროს სააკაშვილის გვერდით იდგა. ამიტომ, ვერ ვხედავ ვერავის, რომელიც ამ ქვეყნის მეთაური იქნება", - განაცხადა მან. მისი მოსაზრებით, ახლანდელი ოპოზიცია - „პრაქტიკულად, ჯიბისაა".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100