RSS
на русском en in english
12.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აფხაზეთის საზღვარი სულ მალე კიდევ უფრო დაცული იქნება

13.04.2009  |  09:56

3/4/8/2348.jpegაფხაზეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსულ სამხედრო კონტიგენტთან ერთად გაამგროს საქართველოსთან საზღვარი. ამის შესახებ გვამცნობს, რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადება .

„ამ ნაბიჯზე ჩვენ წავედით, გავითვალისწინეთ რა, საქართველოს მხრიდან შეიარაღებული პროვოკაციის მზარდი საშიშროება, ასევე ცოტა ხნის წინ ნეიტრალურ წყლებში ქართული სამხედრო კატერების მიერ სოხუმიდან სტამბულისკენ მიმავალი თურქული ტანკერის დაკავება, - მოჰყავს განცხადების ტექსტი აფხაზეთის მთავრობის პრეს-სამსახურს. - ვიღებთ დამატებით ღონისძიებებს საჰაერო სივრცის კონტროლის გასაძლიერებლად და რესპუბლიკის ტერიტორიულ წყლებში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად". ოფიციალურ სოხუმს იმედი აქვს, რომ აღკვეთს „კოდორის ხეობაში საქართველოს სპეც სამსახურების ძირგამომთხრელ საქმიანობას, რომლებიც ამ მიზნისთვის ყველა შესაძლებლობას იყენებენ".

ამასთან ერთად, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ისეთ პირობებში, როდესაც საზღვარზე სიტუაცია რჩება დძაბული, სოხუმს ესაჭიროება მხარდაჭერა. ამას კი, ამ მომენტში, შეძლებს მხოლოდ მოსკოვი. „საერთაშორისო საზოგადოებისადმი, კერძოდ, კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციის საშიშროების შესახებ ევროპის მონიტორინგის მისიისადმი აფხაზეთის მხარის არაერთგზის მიმართვამ, არავითარი შედეგი არ გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მთელი ამ ხნის განმავლობაში, ევროპის მონიტორინგის მისიის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ზონაში, ზრდის სამხედრო ტექნიკის შემადგენლობას".

აღსანიშნავია რომ, სოხუმში საქართველო - აფხაზეთის საზღვრის გაძლიერებაზე, დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე დაფიქრდნენ. რუსეთთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერამ უფლება მისცა, იურიდიულად გაეფორმებინათ ახალგაზრდა რესპუბლიკის გეგმები. რუსეთის დახმარებით აფხაზეთის ლიდერს, სერგეი ბაღაფშს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდეს დამყარების იმედი აქვს. შეგახსენებთ, მარტის დასაწყისში აფხაზეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აპირებს, მოაწეროს ხელშეკრულებას ხელი, რომლის მიხედვითაც ნებას დართავს რუსეთის სამხედროებს, რესპუბლიკის ტერიტორიაზე , გუდაუთაში, 49 წლის განმავლობაში განათავსონ საკუთარი ბაზები. უფრო მეტიც, რუსეთმა და აფხაზეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, ოჩამჩირეში, ბომბორაში რუსეთის ხომალდების ბაზირების შესახებ. ამ დროისათვის, სახმელეთო ბაზა აფხაზეთში უკვე ფორმირებულია. როგორც მარტში რუსეთის სახმელეთო არმიის მთავარსარდალმა, ვლადიმერ ბოლდირევმა განაცხადა, მიმიდინარეობს მისი კეთილმოწყობის პროცესი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100