RSS
на русском en in english
24.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული ბანკები ხელისუფლებისგან ქმედებებს ელიან

13.04.2009  |  09:58

3/4/9/2349.jpegსაერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-მა „ნეგატიურ" სიაში მოათავსა ოთხი ქართული ბანკის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი. აქამდე ერთი დღით ადრე, ამავე კატეგორიაში ჩამოვიდა საქართველოს გრძელვადიანი დეფოლტის სუვერენული რეიტინგიც. სახელმწიფო, რომელიც ბოლო დრომდე თავად არიდებდა თავს ვადაგასული კრედიტების პრობლემების გადაწყვეტას, აქციების დაწყებამდე ბანკებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ალაპარაკდა.

Fitch Ratings-ის ვერსიით, დაიწია პრო კრედიტ ბანკის, ვი-თი-ბი ბანკის, საქართველოს ბანკისა და თი-ბი-სი ბანკის სარეიტინგო პროგნოზებმა.

როგორც Fitch Ratings-ის პრეს-რელიზშია აღნიშნული, საქართველოს პროკრედიტ ბანკისა და ვი-თი-ბი ბანკის ახალი სტატუსი ტრანსფერების რისკის მატებაში და საქართველოში ვალუტის კონვერტაციაში აისახება. ეს რისკები ავტომატურად წარმოიქმნა მას მერე, რაც საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზი „B+" კატეგორიაში ჩამოვიდა. რაც შეეხება საქართველოს ბანკს და თი-ბი-სი ბანკს, ისინი ანალიტიკოსებმა ჩამოწიეს რეიტინგში, რადგან საქართველოს მთავრობის მიერ მათთვის მხარდაჭერის შესაძლებლობაში ეჭვი შეეპარათ.

Fitch-მა აღნიშნა, რომ ხანგრძლივი პოლიტიკური არასტაბილურობა ზრდის რისკებს კაპიტალის მოდინებისთვის. ასე რომ, საქართველოში მღელვარება, მოიტანს არა მხოლოდ სუვერენული რეიტინგების დაწევას, არამედ საბანკო სექტორისთვის ნეგატიურ შედეგებს.

როდესაც Fitch-მა დაწია ქვეყნის სუვერენული რეიტინგი, ევროპის ქვეყნების განვითარებადი ეკონომიკის ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ედვარდ პარკერმა განაცხადა, რომ საქართველომ, რადაც არ უნდა დაუჯდეს მას, უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა ქვეყანაში. მისი სიტყვებით, საერთაშორისო ფინანსური დახმარების მიუხედავად, გლობალურმა კრიზისმა „გააძლიერა საქართველოს კრედიტუნარიანობის რისკები". წარმოიქმნა მიმდინარე ოპერაციების დეფიციტი, ამოიწურა კაპიტალის მოდინება კერძო სექტორში და შემცირდა ფულადი გადარიცხვები უცხოეთიდან. „ასეთ სიტუაციაში საქართველოსთვის აუცილებელია, შეინარჩუნოს საერთაშორისო დონორებისა და ინვესტორების ნდობა და მან არ უნდა დაუშვას პოლიტიკური მღელვარების გაძლიერება, რომლის რისკიც, 9 აპრილს, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი მასობრივი დემონსტრაციების ორგანიზებასთან დაკავშირებით იზრდება. მათი მიზანი მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მიღწევაა", - აფრთხილებს ეკონომისტი. Fitch დაპირდა, რომ ამოიღებს რეიტინგს ნეგატიური სიიდან, თუკი დემონსტრაციები მალე დასრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში - შესაძლოა რეიტინგების მომავალი დაწევა.

საბანკო სექტორის პრობლემები (ქვეყანაში 20 ბანკი ფუნქციონირებს)ცხადად გამოჩნდა, როდესაც შეჯამდა 2008 წლის შედეგები. ფინანსურმა ორგანიზაციებმა იზარალეს თითქმის 216 მილიონი ლარით და ეს 2007 წლის „აღმასვლის" შემდეგ, როდესაც შეძლეს, 109 მილიონ ლარამდე მოგებისთვის მიეღწიათ. 2009 წლის დასაწყისი ასევე იყო დამთრგუნველი. მარტისთვის წაგება გაიზარდა თითქმის 18 მილიონ ლარამდე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100