RSS
на русском en in english
19.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რუსთაველის პროსპექტის ხედვა საზღვარგარეთიდან

13.04.2009  |  15:49

3/5/6/2356.jpegსაქართველოში დაწყებულ მიტინგებს საერთაშორისო საზოგადოება მშვიდად შეხვდა. აქციებამდე ცოტა ხნით ადრე ამერიკისა და ევროკავშირის წარმომადგენლები შეხვდნენ ოპოზიციას და ხაზი გაუსვეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ხალხს უფლება აქვს საჯაროდ გამოხატოს თავისი აზრი. ასეთივე პოზიცია დაიჭირა მოსკოვმაც. ოპოზიციური აქციების დაწყებამ არ შეცვალა ეს მოსაზრებები.

საქართველოში ბევრი ადამიანი იმიტომ არის ახლანდელი ხელისუფლებით უკმაყოფილო, რომ ის საზღვარგარეთის მითითებების მიხედვით მოქმედებს. თუმცა თავად ოპოზიციაც ასევე ყოველთვის ახდენს საკუთარი ქმედებების კოორდინირებას საზღვარეთულ სტრუქტურებთან. აქციების დაწყებამდე სააკაშვილის ოპონენტებმა ერთგვარი დალოცვა მიიღეს უცხოელი დიპლომატებისგან. და თუკი მათიას იორშმა უბრალოდ იმედი გამოთქვა, რომ 9 აპრილი მშვიდობიანად ჩაივლიდა, შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო მდივნის შემცვლელთან მეთიუ ბრაიზასთან, რომელიც ადრე ყოველთვის სააკაშვილს უჭერდა მხარს, ოპოზიციას შეეძლო მიეღო, როგორც საკუთარი ქმედებების გამართლება. რაც შეეხება რუსეთს, დიმიტრი მედვედევმა ლონდონის სამიტის შემდეგ მოსალოდნელ მოვლენებს საქართველოს პირადი საქმე უწოდა. ამასთანავე, რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილთან ის ნამდვილად არ აპირებს დიალოგის წარმოებას. იმ ქართველების მენტალიტეტის გათვალისწინებით, რომლებიც ყველაფერს რუსეთის საწინააღმდეგოდ აკეთებენ, არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად, პრეზიდენტის რეიტინგმა აიწიოს.

უვადო აქციების დაწყების დღეს ხელისუფლების უცხოელ დიპლომატებზე დამოკიდებულებაზე უკმაყოფილება გამოთქვა საზოგადებრივი მოძრაობის „საქართველოს საზღვარგარეთ" ლიდერმა იგორ გიორგაძემ. „ ოპოზიციონერებიც და მოქმედი ხელისუფლებაც მითითებებს საქართველოში ამერიკის ელჩისგან იღებენ, მის საზღვრებს გარეთ კი უშუალოდ ამერიკის სახლემწიფო დეპარტამენტისგან",- აცხადებდა ის. „ჩვენ არ გვჭირდება მითითებები არც მოსკოვიდან, არც ვაშინგტონიდან და არც ბრიუსელიდან.ჩვენ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ერი ვართ და შეგვწევს უნარი, რომ დამოუკიდებლად შევიმუშავოთ მოქმედების გეგმა, გავზარდოთ ელიტა, აღვადგინოთ სახელმწიფო და მისი ტერიტორიული მთლიანობა",- განაცხადა პოლიტიკოსმა. ამ აზრს საქართველოში სხვა ოპოზიციური ლიდერებიც ითვალისწინებენ, რომლებიც სიტყვით გამოდიოდნენ 9 აპრილს პარლამენტის წინ.

დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა სასურველი, მაგრამ როგორც წესი, აუხდენელი ოცნებაა პატარა ქვეყნებისთვის. ამიტომაც საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ნებისმიერ შემთხვევაში გავლენას მოახდენს მოვლენების შემდგომ განვითარებაზე. რა ნიშანი მისცეს ოპოზიციას საერთაშორისო დამკვირვებლებმა?

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100