RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო: ვის უღალატებს ნერვები

13.04.2009  |  16:18

3/5/9/2359.jpegსაქართველოში ნერვებზე თამაში დაიწყო, ამის შესახებ 9 აპრილს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ოპოზიცია ყოველდღიური დაუმორჩილებლობის აქციების გამოცხადებით მიხეილ სააკაშვილის შევიწროვებას სიჯიუტით ცდილობს. ყვველა ელის კონფლიქტის მხარეებიდან, რომელი დაუშვებს პირველ შეცდომას. უკვე გაჩნდა ინფორმაცია ძალის გამოყენების თაობაზე.

ოპოზიციამ თბილისის მერია გააფრთხილა მიტინგების თაობაზე, რომლებიც 16 აპრილამდე გაგრძელდება. თუმცა იმედი, რომ ამ მომენტისათვის მიხეილ სააკაშვილი გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებს არ არის. ამიტომ აქციას ოპოზიციონერები უკვე უვადოს უწოდებენ. „ეს ნერვებზე თამაშია - ვის უმტყუნებს პირველს. ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში ან სააკაშვილის რეზიდენციაში შევარდნას, მაგრამ გამზირზე მანამდე ვიდგებით, ვიდრე სააკაშვილი თანამდებობიდან არ გადადგება. თუ მას პირველს უმტყუნებს ნერვები, მიტინგის დარბევას შეეცდება და ეს იქნება მისი უკანასკნელი გადაწყვეტილება პრეზიდენტის რანგში", - განაცხადა 9 აპრილს ოპოზიციური პარტია „საქართველოს გზა" დამფუძნებელმა, საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ გამოცემა „კომერსანტთან" ინტერვიუში.

სააკაშვილმა არ შეასრულა იმ ულტიმატუმის პირობები, რომელიც მას რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა წაუყენეს. ამიტომ 10 აპრილს უკვე გაცილებით მცირერიცხოვან მიტინგზე ოპოზიციის ლიდერებმა უკვე საყოველთაო სახალხო დაუმორჩილებლობის დაწყება გამოაცხადეს. კონსერვატიული პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კუკავამ განაცხადა, ქალაქის მთავარი ქუჩები ყოველდღიურად გადაიკეტება პროტესტანტების მიერ. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ დასძინა, რომ ხალხის სამ ადგილას შეიკრიბება - პარლამენტის შენობის წინ, საზოგადოებრივი ტელევიზიის წინ და პრეზიდენტის რეზიდენციისაკენ მიმავალ ტრასაზე. „21.00-ზე ყველანი გავემართებით პარლამენტისკენ და გავეცნობით შემდეგი დღის გეგმებს", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ. პარტია „მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის" გენერალურმა მდივანმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ შეძლებს იმდენი „საპროტესტო წერტილის დამატებას, რამდენიც მიხელ სააკაშვილის პოსტიდან გადადგომისათვის იქნება საჭირო". „მთავარია მიხეილ სააკაშვილს დღის განრიგი აერიოს",- მოყვანილია „ნოვოსტი გრუზია"-ში გაჩეჩილაძის ფრაზა.

ამ სიტუაციაში თბილისის მერი გიგი უგულავამ მიზნად დაისახა შეინარჩუნოს დედაქალაქში იდეალური წესრიგი. საქართველოს ხელისუფლება, 2007 წლის ნოემბრის გაკვეთილის გათვალისწინებით, როდესაც პოლიციამ განელებული ოპოზიციური ბუნტი გააღვივა, ცდილობს არ დაარღვიოს ძალის გამოუყენებლობის ტაქტიკა. 9 აპრილს საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში პირობა წამოაყენა: ოპოზიციის ლიდერების დაპირების შესაბამისად მომიტინგეებმა აქციები მშვიდობიანდ უნდა ჩაატარონ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100