RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ეუთოს სამხრეთ კავკასიაში დარჩენის შანსი აქვს

13.04.2009  |  16:32

3/6/0/2360.jpegმოსკოვი ეძებს ეუთოს სამხრეთ კავკასიის მისიის მანდატის გაგრძელების გზებს რეგიონში მომხდარი გეოპოლიტიკური ცვლილებების შესაბამისად. ამის შესახებ 10 აპრილს განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ.

„ეუთოს მუშაობის პრინციპები დაფიქსირებულია ევროპული უსაფრთხოების ქარტიაში, რომელიც მიიღეს 1999 წელს სტამბოლის სამიტზე. იქ გარკვევით წერია, რომ ეუთოს მიერ დახმარების გაწევა ხორციელდება მხოლოდ მიმღები სახელმწიფოს თანხმობის საფუძველზე. ამ ორგანიზაციის საველე მუშაობის პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სტატუსის საკითხი არ წარმოადგენს დაბრკოლებას მისი მისიის გახსნისათვის. მაგალითად, ასეთი მისიები მუშაობს ბელგრადშიც და კოსოვოშიც". ნესტერენკოს თქმით, ეუთოს შეუძლია საქართველოში „დემოკრატიის ხარისხზე" ზემოქმედება, მთავარი აქცენტი კი უნდა გაკეთდეს აგვისტოს მოვლენების რეციდივის არ დაშვებაზე.

რუსული მხარე გამოთქვამს დიდ ინტერესს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მისიის არსებობაში. ამასთანავე, ნესტერენკო აღნიშნავს, რომ მოსკოვის პოზიცია ეყრდნობა საერთაშორისო სამართლებრივ მოვალეობებს., რომლებიც „ასახულია შესაბამის შინაგან სამართლებრივ აქტებში". „მათ საფუძველში დევს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დმაოუკიდებლობის აღიარების ფაქტი",- ხაზი გაუსვა ნესტერენკომ.

თავისი კოლეგის სოლიდარულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. „რუსეთის ფედერაცია იმის მომხრეა, რომ ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობა განხორციელდეს რეგიონში არსებული ყველა პოლიტიკურ-სამართლებრივი რეალიების შესაბამისად. ის მზად არის აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი საქართველოში და სამხრეთ ოსეთში ეუთოს მისიის ყოფნასთან დაკავშირებით". ეს განცხადება კარასინმა გააკეთა დიდი ბრიტანეთის, ამერიკის, საფრანგეთის და გერმანიის ელჩებთან შეხვედრის საფუძველზე. რუსი დიპლომატის აზრით, სავსებით შესაძლებელია ამ საკითხში ყველასთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე მისვლა, ეს დამოკიდებულია მიდგომის მოქნილობაზე. „კომპრომისამდე მისვლას ხელს უშლის არაკონსტრუქტიული მიდგომა რიგი ქვეყნებისა, რომლებიც არ არიან მზად რეალურად მიუდგნენ რეგიონში არსებულ სიტუაციას. ისინი ცდილობენ პოლიტიკური მანევრირებით დამალონ რეგიონში არსებული უსაფრთხოების პრობლემები",- თვლის კარასინი.

შეგახსენებთ, მარტის ბოლოს რუსულმა მხარემ წარმოადგინა ეუთოს სამხრეთ კავკასიის მისიის გაგრძელების საკუთარი პროექტი. „ჩვენ მხარს ვუჭერდით ეუთოს მიერ საზღვრის ორივე მხარეს მონიტორინგული სამუშაოების შესრულებას, რათა მიგვეღო უფრო მკაფიო და ობიექტური სურათი საზღვარზე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. მაგრამ საქართველომ, ეუთოს წევრი დასავლური ქვეყნების მხარდაჭერით, აშკარა პოლიტიკური მოტივებით, უარყო ჩვენი კომპრომისული წინადადება",-განაცხადა კარასინმა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100