RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აფხაზეთმა განვითარების სტრატეგია შეიმუშავა

14.04.2009  |  21:36

3/7/8/2378.jpegაფხაზეთის ხელისუფლება სერიოზულად ფიქრობს, რესპუბლიკაში ინვესტიციების მოზიდვას. ახლახან სოხუმში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „დამოუკიდებელი აფხაზეთი: ეკონომიკური სტრატეგიების ძიება"

„ჩვენ ვისწრაფვით იმისკენ, რომ მსოფლიო საზოგადოებამ აღიაროს ჩვენი ქვეყანა, როგორც სანდო, პასუხისმგებლიანი და პერსპექტიული ეკონომიკური პარტნიორი"- პრეზიდენტ ბაღაბშის სიტყვას აქვეყნებს ხელისუფლების პესსამსახური.-მინდა მადლობა გადავუხადო კონფერენციის მონაწილეებს იმ დახმარებისათვის, რომელიც მათ გაუწიეს ეკონომიკური სტრატეგიების განვითარების გამომუშავებში, საომარი მდგომარეობიდან და ეკონომიკური ბლოკადიდან ახლახან გამოსულ და ახლად აღიარებულ სახელმწიფოს." მისი სიტყვებით, რესპუბლიკაში ბევრი პრობლემაა, მაგრამ ხელისუფლება ეძებს მათი გადაჭრის გზებს, რათა მოახდინოს მძლავრი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზება და ქვეყნა ინვესტიციურაი მომხიბვლელობა აამაღლონ. „ მაგრამ ვაკუუმში მყოფი, ყოველგვარ საერთაშორისო გამოცდილებასა და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას მოკლებული ქვეყანისათვის ამ სირთულეების გადალახვა საკმაოდ რთული და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიც კი, იქნება" -დაასკვნა აფხაზეთის ლიდერმა.

ფორუმის მონაწილეებმა აღიარეს, რომ 15 წლიანი ომის, ბლოკადებისა და აღიარებისთვის ბრძოლის შემდეგ რესპუბლიკას ფეხზე დადგომა ესაჭიროება. პროდუქტიულად ჩაიარა - „აფხაზეთის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული მიმართულებები", „ტურიზმის სფეროს დაჩქარებული განვითარება" და „აფხაზეთის სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, კომუნიკაციური და მედია სივრცის განვითარებ"-ის მრგვალი მაგიდების შეკრებებმა,-იუწყება „ოსეთის რადიო".

კონფერენციის მუშაობის შედეგად მიღებული იქნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების დაჩქარების მიზნით, აუცილებელია განხორციელდეს ძალების კონცენტრირება პირველ რიგში: თანამედროვე საკრედიტო-ფინანსური სიტემების განვითარებაზე, მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ კავშირგაბმულობის სისტემების სახეობებზე, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე. ეს ხელს სეუწყობს ეკონომიკური სტრატეგიების წარმატებულ განხორციელებას და ეკონომიკური სუვერენიტეტის უზრუნველყოფას."

კონფერენციის მონაწილეთა აზრით, აფხაზეთში ინვესტიციების მოზიდვისათვის განსაკუთრებულად მომგებიანი სფეროებია: ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, სასარგებლო წიაღესეულის მოპოვების განვითარება, ენერგეტიკა და თევზრეწვის დარგი.

რეალურად, ყველა ამ ბუნებრივი რესურსებისა და რეკრეაციული სფეროს განვითარებისათვის საჭირო პოტენციალის მიუხედავად, აფხაზეთის რესპუბლიკა ფაქტიურად ისევ იზოლაციაში რჩება. ყოველივე ამის მიზეზი პოლიტიკაა, კერძოდ კი- ევროკავშირის მხრიდან, საქართველოს ტერიტორიული ამბიციების მხარდაჭერა. ამჟამად ამგვარ ბლოკადას სოხუმში მშვიდად უყურებენ, რაკი არსებობს საიმედო მეგობარი და მოკავშირე - რუსეთი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100