RSS
на русском en in english
28.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული ოპოზიციის საჭიროებანი

15.04.2009  |  09:46

3/8/0/2380.jpegვნების კვირაში ტაიმ-აუტის აღება, თბილისელ მომიტინგეებს არ გამოუვიდათ. ღამე პრეს-ცენტრის დარბევის შემდეგ, პარლამენტის შენობის წინ ისევ შეიკრიბა ხალხი. ოპოზიციის ეჭვქვეშ თბილისელი მენაგვეები მოხვდნენ, რომელთა გამოჩენამაც შეხლა-შემოხლა გამოიწვია. საბოლოო ჯამში, მომიტინგეებმა ნაგავი თავად გაიტანეს და მერიასთან დადეს. მომდევნო პრობლემა - ბიო-ტუალეტების არარსებობა და ამის მოგვარებაა.

შაბათს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიცია დაამშვიდა: აქციის მონაწილეებზე ძალადობის ყველა ფაქტს იძიებენ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის გიორგი ყარყარაშვილის მძღოლზე თავდასხმის გამოკლებით (დაზარალებულს პოლიციისათვის არ მიუმართავს). შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იყენებს არანაირ ხმის დამხშობ საშუალებებს, რომელიც ხმის გამაძლიერებლებს ახშობს, ასევე სამინისტრო არ იანხავს პარლამენტის ეზოში, მიმდინარე მიტინგის დასარბევ სპეც-ტექნიკას - იუწყებოდა ოფიციალური განცხადება.

ამგვარი დაპირებებისა და დარწმუნებების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერები მოდუნდნენ და თავის მომხრეებს ბზობის კვირას დასვენება შესთავაზეს, მაგრამ ნურას უკაცრავად.

მართლმადიდებლური დღესასწაულის ღამეს მომიტინგეთა პრეს-ცენტრთან ინციდენტი მოხდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწოდებულ ვიდეოკადრებზე, რომელიც გამოქვეყნებულია საიტზე Civil.ge ჩანს, რომ შემოფარგლულ „ზონაში" ორსართულიან ჯიხურთან მივიდნენ ნარინჯისფერ ჟილეტებში გამოწყობილი ადამიანები - სავარაუდოდ დამლაგებლები. შემდეგ დაიწყო შეხლა-შემოხლა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ ახალგაზრდებთან, ვიდეოჩანაწერში რთული გასარჩევია სახეები და ის, თუ ვინ ამტვრევს ტექნიკას. „ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რომლებიც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მოვიდნენ, განახორციელეს თავდასხმა დემონსტრაციის ადგილზე და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს ზოგიერთს (ოპოზიციის აქტივისტებს)" - ყვება მოვლენების თვითმხილველი, „ დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ დაასახელებს რამდენიმე პოლიციელის გვარს, რომლებიც ბუნდოვან ვიდეოჩანაწერზე ამოიცნეს. როგორც ოპოზიციონერები იტყობინებიან, ინციდენტის შედეგად დალეწილი იქნა მიტინგის ჩასატარებელი აპარატურა და პრეს-ცენტრის კომპიუტერები.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100