RSS
на русском en in english
28.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიზეზი იპოვნა

15.04.2009  |  09:47

3/8/1/2381.jpegსაქართველოს დედაქალაქში საპროტესტო აქციების ფონზე , ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შავ ზღვაში რუსეთის გემების მანევრების გარეშემო, ხმაური ატეხა. ოფიციალური თბილისი, მოსკოვის ქმედებებს პროვოკაციულს უწოდებს.

„ამჟამად რუსეთის საბრძოლო სანაოსნო საშუალებები განლაგდნენ საქართველოსთან ახლოს, შავი ზღვის აკვატორიაში-განცხადების ტექსტი მოყავს Civil.ge -ს - წინასწარ გათვალისწინებულია საქართველოსთან ახლოს განლაგებული აეროდრომებიდან სხვადასხვა ტიპის საბრძოლო და სადესანტო საფრენი აპარატების გამოფრენა. რუსეთის მხარემ კიდევ უფრო გააძლიერა საკუთარი სამხედრო პოტენციალი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამგვარი ქმედებები, უკიდურესად ამძაფრებს სიტუაციას."

ოფიციალური თბილისის ყბადაღებულ შეშფოთებაში "კონკრეტიკა" საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა გრიგოლ ვაშაძემ შემოიტანა: „რუსეთის 58-ე არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია, გაზრდილია სამხედროების რაოდენობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, განსაკუთრებით გალის რაიონში, სამმა სამხედრო ხომალდმა დატოვა სევასტოპოლი, კიდევ სამი ემზადება გამოსასვლელად. მოსკოვი ემზადება საქართველოში პოლიტიკური სიტუაციაციის განვითარებისათვის, მისთვის სასურველი სცენარის მიხედვით, რათა მზად იყოს ამ სიტუაციის გამოსაყენებლად. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ რუსეთს ერთი წუთითაც არ უფიქრია შეეწყვიტა აგრესია საქართველოს მიმართ." ამასთანავე ვაშაძემ მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს გამოიყენონ პოლიტიკური და დიპლომატიური ბერკეტები, შემდგომი დაძაბულობისა და რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასარიდებლად. ამისათვის ვაშაძემ ჩაატარა შეხვედრა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან პიტერ სემნებთან და ჩეხეთის ელჩთან -ივანე ესტრჟაბთან. თუ რა უპასუხეს ვაშაძეს ევროპელმა დიპლომატებმა - უცნობია. თუმცაღა რუსეთის ქმედებების გამო აღშფოთებამ, ზვავივით სწრაფად დაიწყო ზრდა. აპოგეას მან საქართველოს რეინტეგრაციის დარგში სახელმწიფო მინისტრის გამოსვლაში მიაღწია „რუსეთი ცდილობს გამოიყენოს საპროტესტო აქციები საქართველოში, ქვეყნის ადმინისტრაციულ საზღვრებზე დაძაბულობის ექსკალაციისათვის, რათა შემდგომ საკუთარი აგრესიული ქმედებები მშვიდობისმყოფლის სტატუსით გაამართლოს.- იუწყება „როსბალტი».- რა თქმა უნდა ისინი ელოდებიან მოვლენების განვითარებას საქართველოში და როგორც კი, აქ გაჩნდება არასტაბილურობის ნიშნები, ვფიქრობ, აუცილებლად შეეცდებიან ამ სიტუაციის გამოყენებას".

ატეხილ ხმაურს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მშვიდი რეაგირება მოჰყვა . სამხედრო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, განცხადება 58-ე სამხედრო არმიის საბრძოლო მზადყოფნის შესახებ, არ შეესაბამება რეალობას. „ნაწილები და ქვედანაყოფები გეგმიურ შემოწმებას გადიან, ზამთრის სწავლების დასრულებასთან დაკავშირებით.- განცხადების ციტირებას ახდენს "ვზგლიადი"- სამხედროები ჩვეულებრივ რეჟიმში მსახურობენ".

მომდევნო დღეს ამას სხვა უარყოფაც მოჰყვა:

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100