RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ნატო და სააკაშვილის ნაპოლეონისებრი ამბიციები

15.04.2009  |  14:50

3/8/7/2387.jpegიმ დროს როდესაც თბილისში საპროტესტო აქციები სრული სიმწვავით მიმდინარეობს, ნატოს ქვეყნების არმიები "ვაზიანის"პოლიგონზე სამაისო სწავლებებისათვის ემზადებიან. რუსული მხარის აზრით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამგვარად ცდილობს სააკაშვილის თვით-დისკრედიტირებულ რეჟიმს დაეხმარება აღმოუჩინოს.

"მაისში, საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ეგიდით მრავალნაციონალური სწავლებების ჩატარება, პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, მაშინ როდესაც ქართულმა ოპოზიციამ უვადო საპროტესტი აქციები წამოიწყო, უნდა განიხილოს, როგორც ალიანსისი მიერ ამ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევა".- ნატოში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის დიმიტრი რაგოზინის ციტირეაბს ახდენს "რია-ნოვოსტი". მისი თქმით, ალიანსის სამხედრო სწავლებები გამოიყურება და აღიქმება არა მარტო მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერად, არამედ საქართველოს ოპოზიციის მისამართით გამოწვევადაც და რაც მთავარია აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთისთვის გამაღიზიანებელ ქმედებად, რომლეზეც უკანასკნელს ანუ რუსეთის ფედერაციას " არ შეუძლია რეაგირება არ მოახდინოს". "სააკაშვილის რეჟიმის გამხნევების ნებისმიერი მცდელობა, შემზარავად და საშინლად გამოიყურება იმ ადამინების მიმართ, რომლებიც სააკაშვილის ნაპოლეონურ ამბიციებს ემსხვერპლნენ ან დაზარალდნენ",- განაცხადა რაგოზინმა.

შეგახსენებთ, სწავლებები ალიანსის 23 ქვეყნისა და მათი პატნიორების მონაწილეობით, ერთი თვის განმავლობაში გაიმართება - 3 მაისიდან 3 ივნისამდე პროგრამის ჩარჩოებში, რომლის სახელწოდებაცაა "პარტინიორობა მშვიდობისთვის". კანონზომიერად იბადება შეკითხვა: კერძოდ როგორი მშვიდობისათვის იგეგმება სამხედრო მანევრების ჩატარება? საქართველოში ხომ ამჟამად მშვიდობის ნიშანწყალიც არ არის - ყოველდღიურად მასმედია შეშფოთებით ელოდება ინფორმაციას რადიკალური მოქმედებების დაწყების შესახებ ან ხელისუფლების, ან ოპოზიციის მხრიდან. ზდემეტი ალბათ, არც ახლანდელი პრეზიდენტის ტერიტორიული ამბიციების გახსენება იქნება, რომელიც ბოლო ხანებში გაძლიერებულად ეწევა საკუთარი არმიის მოდერნიზაციას, მისი ნატოს სტანდარტებტან შესაბამისობაში მოყვანის საბაბით.

სიტყვის მასალად, იმასაც გავიხსენებთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოში ჩამოსულ ამერიკელ სამხედროებს, სააკაშვილის არმია მოეწონათ. ბარაკ ობამამ კი, თხოვნით მიმართა კონგრესს გამოიყოს დამატებითი სახსრები "სამხედრო და დიპლომატიური ხარჯებისათვის". როგორც "რუსეთის ბიზნეს კონსალტინგი" გვაცნობებს, 242 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავენ "საქართველოს მთავრობის დასახმარებლად". კონკრეტულად რას გულისხმობს და რაში მდგომარეობს ეს დახმარება, ჯერჯერობით გაურკვეველია, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, ეს თანხები გაიხარჯება საქართველოს არმიისათვის ახალი შეიარაღების შესაძენად, ვიანაიდან ძველი - განსაკუთრებულად დიდი ოდენობით იქნა დაკარგული, აგვისტოს კონფლიქტის მიმდინარეობისას.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100