RSS
на русском en in english
23.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული ოპოზიცია მახვილგონიერებაში ვარჯიშობს

16.04.2009  |  11:04

3/9/8/2398.jpegუვადო აქციებზე გადასვლის შემდეგ ქართულმა ოპოზიციამ მაქსიმალურად მრავალფეროვანი გახადა ღონისძიებების სცენარი. გუშინ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში შეუშვეს წითელ ჰალსტუხიანი კურდღელი. დღეს კი ღობეზე დაკიდებენ ასობით ჰალსტუხს და ქუჩებში საკნებს დადგამენ. რა იქნება ხვალ, ამას მომიტინგეთა შტაბი საღამოს გაამხელს.

კონსერვატორმა ზვიად ძიძიგურმა მიხეილ სააკაშვილი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და პირობა დადო, რომ მის პიკეტირებას მოახდენდა ნებისმიერ ადგილას სადაც კი ის გამოჩნდებოდა. ღამით პრეზიდენტი თავის ავლაბრის რეზიდენციაში იყო, ამიტომაც ოპოზიციამ თავისი პლაკატებით იქ გადაინაცვლა. ქართულმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერია პრეზიდენტის რეზიდენციის პიკეტირებას უკანონოდ მიიჩნევს. მაგრამ, როგორც GeorgiaTimes-ს განუცხადა კონსერვატორების პრეს-სამსახურმა, ოპოზიციას 16 აპრილამდე აღებული აქვს უფლება ნებისმიერ ადგილას აქციების გამართვაზე. პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაც აღნიშნული იყო უწყისში, რომელიც ხელისუფლებას გაუგზავნეს 9 აპრილამდე. „ისინი ყველაფერს უკანონოს უწოდებენ, მაგრამ ნუთუ შეუძლიათ მათ წინააღმდეგობა გაგვიწიონ, როდესაც პრეზიდენტის გადადგომას ათასობით ხალხი ითხოვს",- აღნიშნეს პრეს-სამსახურში.

მერიას ჯერჯერობით არანაირი ზომები არ მიუღია პრეზიდენტის ფანჯრების ქვეშ სამოყვარულო მხატვრული წარმოდგენების აღსაკვეთად. მით უმეტეს, რომ „მსახიობები" საკმაოდ მედგრად არიან განწყობილები. „ჩვენ მზად ვართ თავი დავიცვათ ნებისმიერი კანონიერი ხერხით, ქვებით, ჯოხებით, მაგრამ უკან არ დავიხევთ",- განაცხადა კახა კუკავამ. მისი თქმით ოპოზიციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმატორები ჰყავს და შეიტყობს, თუკი მიღებული იქნება გადაწყვეტილება აქციის ჩახშობის შესახებ.

ჯერჯერობით კი უცნობი პროვოკატორები წვრილ-წვრილ უნამუსობებს სჯერდებიან. გასულ ღამეს დაახლოებით 20 ადამიანი დანებით თავს დაესხა აქტივისტებს, რომლებიც ღამეს პარლამენტის წინ ათევდნენ. ოპოზიციური „მოძრაობა 9 აპრილი"-ს ორი წევრი გიორგი ონიანი და მამუკა გირგვლიანი დაჭრეს. ქართული მასმედიის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტის გამოძიება დაიწყო. დაზარალებულები ამბობენ, რომ არ იციან კონკრეტულად ვინ დაესხა მათ თავს.

სააკაშვილის რეზიდენციასთან კი ღამემ მშვიდად ჩაიარა. „ჩვენ ნამდვილად კმაყოფილები ვართ პირველი ღამით. თუმცა, ხალხმა ძილი ვერ მოახერხა, პირობები არც ისე სახარბიელოა. ვფიქრობ, რომ კიდევ რამდენიმე დღე-ღამე დაგვჭირდება სააკაშვილამდე ჩვენი აზრის მისატანად",- განაცხადა „სახალხო პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა.

რეზიდენცია ახლაც ბლოკირებულია. საღამოს 5 საათზე ოპოზიციონერები მის ღობეზე ჰალსტუხების დაკიდებას აპირებენ, რომლების გემოც საკმაოდ მოეწონა აგვისტოს კონფლიქტის დროს პრეზიდენტ სააკაშვილს. როგორც აქციის მომავალი მონაწილეები აღნიშნავენ, სიმბოლური ქმედების დროს ისინი სურვილებს ჩაიფიქრებენ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100