RSS
на русском en in english
11.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ჰილარი კლინტონი დაფნის გვირგვინს ეცილება კონდოლიზა რაისს

16.04.2009  |  16:19

4/0/3/2403.jpegსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტოს ხელმძღვანელი გრიგოლ ვაშაძე 14 აპრილს ვაშინგტონში, ამერკის შეერთებულუ შტატების სახელმწიფო მინისტრს ჰილარი კლინტონს შეხვდა. მათ ა.შ.შ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გამყარების და ვაშინგტონის მიერ ქართული "დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის" მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

"ა.შ.შ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, მისთვის ესოდენ არამარტივ სიტუაციაში,- ჰილარი კლინტონის ციტირებას ახდენს "იზვესტიე".- ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მტკიცე განზრახვას, მხარი დავუჭიროთ საქართველოს დამოუკიდებლობასა და დემოკრატიას. ახალგაზრდა ქართული დემოკრატიისათვის ამ რთულ პერიოში, ჩვენ გვიხარია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის აქ ხილვა". მისი სიტყვებით, მხარეებმა პრობლემების მთელი სპექტრი განიხილეს, რაც დიდწილად გავლენას იქონიებს თანამშრომლობის "გაღრმავებასა და გაფართოებაზე". უფრო მეტიც, ქარტიაში მითითებულ მრავალ საკითხზე უკვე დაწყებულია მუშაობა - ა.შ,შ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას, წლის დასაწყისში მოეწერა ხელი. გამოსვლა კლინტონმა ფრიად მკაცრი გამონათქვამით გააგრძელა: "საქართველოს ოკუპაცია დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს,- გადმოსცემს GHN.- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სწორედ ის თემა გახდება, რომელსაც ა.შ.შ განიხილავს რუსეთის ხელსუფლების წარმომადგენლებთან დაგეგმილი, ყველა შეხვედრის მიმდინარეობისას".

თავის მხრივ გრიგოლ ვაშაძემ ხაზგასმით აღნიშნა: "ა.შ.შ.-მ არ შეცვალა საკუთარი პოზიცია, რომელიც დაფიქსირებული იქნა გასული წლის აგვისტოს რუსული აგრესიის შემდეგ. საქართველო და ა.შ.შ სტრატეგიულ მოკავშირეებად რჩებიან".- მის სიტყვას აქვეყნებს საინფორმაციო სააგენტო Regnum.

უფრო სიტყვაწყლიანი გახლდათ საქართვეოს ელჩი ა.შ.შ-ში ბათუ ქუთელია: "ამერიკის შეერთებული შტატები ნებისმიერ შემთხვევას იყენებს, რათა გავლენა მოახდინოს რუსეთზე, იმისათვის რომ მან შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით,- ციტირებას ახდენს Day.az. - ამ მიმართულებით არანაირი დათმობები არ იქნება. ეს აღნიშნული იქნა ჰილარი კლინტონის მხრიდან, გრიგოლ ვაშაძესთან საუბრისას, მეტსაც ვიტყვი - ეს ამერიკის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახდება". ბათუ ქუთელიამ ასევე განაცხადა, რომ ა.შ.შ.-ს სახელმწიფო მდივანმა მაღალი შეფასებას მისცა საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც დემკრატიის ჩარჩოებს არ სცდება და მიესალმება სახელმწიფო სტრუქტურების დამოკიდებულებას მშვიდობიანი აქციების მიმართ, ასევე "საზოგადოების მზაობას, აჩვენოს პოლიტიკური სიმწიფე".

ამგვარად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ა.შ.შ.-ს სახელმწიფო მდივნის პირველმა სრულფასოვანმა ოფიციალურმა შეხვედრამ, საქართველოსთვის ფრიად წარმატებულად ჩაიარა. აქვე აღვნიშნავთ, რომ კლინტონისა და ვაშაძის შეხვედრაზე, თბილისში ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100