RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ერთხელ კავკასიურ ჯორჯიაში

16.04.2009  |  17:45

4/0/6/2406.jpegთავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ჯერ არ ჩამოსულა და თბილისის ქუჩებში კი, უკვე უსწორდებიან ადამიანებს. გასულ ღამეს თავდასხმის მსხვერპლი კიდევ სამ მიტინგის მონაწილე გახდა. მეწარმე და მომღერალი. უფლებათა დამცველებს განგაში აქვთ ატეხილი, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო მოჩვენებითად, თითქოს და იძიებს ინციდენრებს.

"ბრაზიანი ტიპების" მსხვერპლი, რომლებიც „მაგარი" მანქანებით დადიან და რომელთა ვინაობაც დაუდგენელია, სამი ოპოზიციონერი გახდა „ხალხის პარტიიდან" გიზო სართანია, „პარტია „თავისუფლებიდან" ჰამლეტ გულორდავა და „ალიანსიდან - საქართველსათვის" მალხაზ ჩარკვიანი. ქართული მედიის ცნობით ისინი ჰოსპიტალიზირებულნი არიან რესპუბლიკურ საავადმყოფოში. როგორც გიზო ყვება,მეტროსადგურ „ავლაბარი"-ს გვერდით, საიდანაც ოპოზიციონერები რუსთაველის გამზირზე წასვლას აპირებდნენ, მათ თავს დაესხნენ სამი ავტომობილით ორი „მერსედესით" და „ტოიოტით" მოსული პირები. „თავში გვირტყამდნენ, მე ძირს დამაგდეს და ფეხებით მცემდნენ" - აცხადებს გიზო. ჰამლეტ გულორდავას თქმით, თავდამსხმელები შეიარაღებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ და გულორდავას მტკიცებით მას თითოეული მათგანის ამოცნობა შეუძლია. როგორც „მოძრაობა ერთიანი საქართვლოსათვის" წევრმა თეა ტლაშაძემ განმარტა დაზარალებულები ადრე ზუგდიდში აგიტაციას ეწეოდნენ და მათ ჯერ კიდევ მაშინ ემოუქრებოდნენ ანგარიშსწორებით.

„მოუხელთებელმა შურისმაძიებლებმა" არც კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ვახტანგ ლაღიძე დაინდეს. როგორც ჟურნალისტებს, მისმა მეუღლემ მაკა თამამაიშვილმა განუცხადა გუშინ საღამოს, როცა მისი ქმარი ოპოზიციის აქციიდან სახლში ბრუნდებოდა, ჭავჭავაძის გამზირზე თავს დაესხნენ. ლაღიძე სასტიკად სცემეს და ავტომანქანა წაართვეს. ლაღიძეც ჰოსპიტალშია მოთავსებული. თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ნიღბიანი ადამიანების კიდევ ერთი მსხვერპლი მომღერალი ზურაბ მანჯავიძე გახდა, რომელიც საზოგადოებრივი ტელევიზიის წინ გამართულ საპროტესტო აქციაში იღებდა მონაწილეობას. სახლში იგი ძმებთან ერთად ავტომობილით ბრუნდებოდა. №1 სკოლის გვერდით ლესია უკრაინკას ქუჩაზე მათ გზა სახელმწიფო ნომრიანმა ავტომობილებმა „გოლფმა" და „ВМW"-მ გადაუკეტეს. ავტომანქანებიდან ათი ადამიანი გადმოხტა, რომლებმაც მომღერლის მანქანის მინები ჩაამსხვრიეს და კარების გაღებას ცდილობდნენ. მომღერალს მათი ხელკეტები „მოხვდა" და არავინ იცის ეს ყველაფერი რით დამთავრდებოდა ხმაურზე ხალხს რომ არ მოერბინა. თავდამსხმელები მაშინვე გაუჩინარდნენ.

ოპოზიციური აქციის ორგანიზატორებმა დაითვალეს, 9 აპრილიდან მოყოლებული სულ 20 ადამიანია ნაცემი და ორი დანით დაჭრილი. ჯერ-ჯერობით პოლიციას არცერთი საქმე არ გაუხსნია, აცხადებენ მომიტინგეთა პრეს-ცენტრში. ზოგიერთი ცნობა არ დადასტურდა და უარყოფილი იქნა. ინციდენტი ავლაბრის რეზიდენციასთან, რომლის შედეგადაც ორმა ადამიანმა ცივი იარაღით ჭრილობები მიიღო, შინაგან საქმეთა სამინისტროს სათვალთვალო კამერებითაა გადაღებული.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100