RSS
на русском en in english
15.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

”ევროპულ ქოლგა” ეუთო-ს შეკეთება ესაჭიროება

17.04.2009  |  10:34

4/1/3/2413.jpegეუთო-მ საქართველოს წინადადებების პაკეტი გადასცა, რეგიონში მისიის მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რომელიც ორგანიზაციის მუდმივი საბჭოს მიერ არის მომზადებული.

ეუთოს პროექტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილეს ალექსანდრე ნალბანდოვს, საქართველოში საბერძნეთის ელჩმა გრეგორის ხაძიმიხელაკისმა წარუდგინა. "ნოვოსტი-გრუზია"-ს ინფორმაციით, დოკუმენტის უკვე გაეგზავნა ეუთოს ყველა წევრ ქვეყანას. " შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღინიშნა, რომ მხარეები, ეუთოს მისიის საქართველოში მოღვაწეობის გაგრძელების აუცილებლობასთან დაკავშირებით, მზად არიან კონსტრუქციულად ითანამშრომლონ აღნიშნული მიზნის მისაღწევად",- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ შეტყობინებაში.

ამგვარად, ორგანიზაცია აგრძელებს გამოსავლის ძებნას, იმ რთული სიტუაციიდან, რომელშიც აღმოჩნდა, გასული წლის 22 დეკემბერს მეთვალყურეთა მანდატის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკვე ორჯერ დაადო ვეტო მისიის გაგრძელებას, ახალ გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო, რომელიც აგვისტოს შემდეგ წარმოიშვა სამხრეთ კავკასიაში. არც ის დიდი ხნის წინ, რუსეთმა საკუთარი ვარიანტი წარმოადგინა, მეთვალყურეთა მუშაობის გაგრძელებისათვის - ორი დამოუკიდებელი მისიის შექმნა: თბილისში და ცხინვალში. თუმცა ეუთოს ქვეყნებმა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ პრეტენზიებს იზიარებენ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, შემხვედრი ნაბიჯი არ გადმოდგეს.

ამჯერად უკვე საკუთარი წინადადება მოამზადეს "ბაკოიანნმა და კომპანიამ" და ოფიციალური თბილისის რეაქციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იქ ის მოეწონათ. კონკრეტიკის უქონლობის გამო, გაუგებარი რჩება, რა ძირითადი საკითხების ხარჯზე მოახერხა ეუთომ საქართველოსთან თანხმობისთვის მიეღწია. სავარაუდოა მხოლოდ ერთი ვარიანტი - ორგანიზაციის მისია მხოლოდ თბილისში რჩება, როგორც ახლა.

შეიძლება ასე უკეთესიცაა. ძალიან ბევრი იმედგაცრუება მოუტანა ცხინვალს, ეუთოს მუშაობამ. ეს იყო სასაზღვრო ტერიტორიებზე მოვლენების აფსოლუტურად ცალმხრივი გაშუქებაც, ასევე გასაოცარი ინერტულობა გასული წლის აგვისტოშიც და თუნდაც იმის ჯიუტი არ ცნობა, რომ 2008 წლის შემოდგომიდან სამხრეთ ოსეთი - დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

გასაოცარია, მაგრამ როგორც ჩანს, დაკარგეს რა ყოველგვარი იმედი ცხინვალში მუშაობის გაგრძელებისა, ეუთომ თავისი მზერა უცაბედად აფხაზეთს მიაპყრო. ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნაციონალური უმცირესობების საკითხში კნუტ ვოლებეკმა 14 აპრილ, გააგაში გამოხატა საკუთარი შეშფოთება "აფხაზეთის გალის რაიონში ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის მიმართ ზეწოლასთან და შევიწროვებასთან" დაკავშირებით.- გვატყობინებს Civil.ge. ვოლებეკის აზრით, ეს ზეწოლა მდგომარეობს: მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვაში, აფხაზურ ჯარში ძალადობრივ გაწვევაში და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაში.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100