RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მოუსმენს თუ არა ბრიუსელი მოსკოვის სურვილებს?

17.04.2009  |  17:41

4/2/8/2428.jpegრუსეთმა ნატოს ისეთი ნაბიჯებისგან თავის შეკავება შესთავაზა, რომლებმაც შეიძლება საქართველოში იმის შეგრძნება გამოიწვიოს, თითქოს მას ყველაფრის უფლება აქვს. საუბარია მაისში რესპუბლიკაში დაგეგმილ ჩრდილოატლანტიკური ბლოკის წვრთნებში მონაწილეობის მიღებაზე. ამის შესახებ 16 აპრილს საუბრობდა რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

„იმედი მაქვს, რომ ნატოს ქვეყნები, რომლებიც საქართველოსთან შემდგომ თანამშრომლობას გეგმავენ პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის" ფარგლებში, თავს აარიდებენ ნაბიჯებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ შეიძლება უბიძგოს ქართულ რეჟიმს დაუსჯელობის გრძნობისკენ,- სერგეი ლავროვის ციტირებას ახდენს საინფორმაციო სააგენტო.- ნატოს მონაწილეობა იმაში, რაც ქართულ რეჟიმს ეხება, ალბათ, არ გაუგზავნის სწორ სიგნალს მათ, ვისაც გულწრფელად სურს კავკასიაში სიტუაციის მოწესრიგება". ამასთანავე, რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების ლიდერმა მოუწოდა თბილისის პარტნიორებს , რომ „გამოიტანონ სწორი დასკვნები აგვისტოს მოვლენებიდან და გაიგონ, რომ საქართველოს შეიარაღება საშიშია", მან კიდევ შეახსენა, „თუ როგორ გამოიყენა სააკაშვილის რეჟიმმა მიღებული შეიარაღება, რომელიც მას მიეწოდა ლეგალური და არალეგალური გზით".

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ეხებოდა 6 მაისიდან 1 ივნისამდე დაგეგმილ ნატოს წვრთნებს, რომლებიც საქართველოში ვაზიანის პოლიგონზე ჩატარდება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო მანევრები ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იყო დაგეგმილი. მათი მიზანია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და იმ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება, რომლებიც მონაწილეობენ პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისთვის". მოსალოდნელია, რომ მასში 19 ქვეყნის 1300 სამხედრო მსახური მიიღებს მონაწილეობას. სწავლება ორ ეტაპად ჩატარდება: ჯერ ჩატარდება კომანდო-შტაბური წვრთნები ანტიკრიზისულ ოპერაციებში ურთიერთქმედების გაუმჯობესების მიზნით, შემდეგ კი დაიწყება სამხედრო-საველე მანევრები ბატალიონების დონეზე.

რუსული მხარე საკმაოდ შეშფოთებულია ამის თაობაზე. ალიანსის ამ გეგმების დაკავშირება რთულია მის მიერ განცხადებულ მიზანთან, რომ განეახლებინა რუსეთი-ნატო კომისიის ფარგლებში თანამშრომლობა.

„ოთხშაბათს ჩვენ ნატოს გენერალურ მდივანს იან დე ჰოპ სჰეფერს მივმართეთ წინადადებით, რომ გადაეტანათ ან საერთოდ გაეუქმებინათ საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილი წვრთნები", - „ინტერფაქსს" მოჰყავს რუსეთის წარმომადგენლის დიმიტრი როგოზინის სიტყვები. მისი აზრით, არის რამოდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ყური უნდა დაუგდოს რუსეთის აზრს. „პირველ რიგში, რუსეთს ალიანსის ნებისმიერი ქმედება აღელვებს, რომელიც მის საზღვართან ახლოს ხდება. მეორე რიგში, რუსეთი კატეგორიულად წინააღმდეგია ნებისმიერი ქმედებისა, რომელიც საქართველოს მილიტარიზაციასთან არის დაკავშირებული.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100