RSS
на русском en in english
21.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აფხაზი, ოსი და ქრთველი ფართო შარვლიდან ამოიღებს...

15.04.2009  |  09:34

4/3/1/2431.jpegსამხრეთ ოსეთში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დააჩქარეს მოსახლეობის პასპორტიზაციის პროცესი. დღეს, 15 პრილს დაიწყება სამხრეთ ოსური დოკუმენტების გაცემა ლენონგორის(ახალგორი) რაიონში მცხოვრები ქართველებისათვის. ამან შეიძლება გარკვეული დაძაბულობა გამოიწვიოს, როგორც ეს უკვე მოხდა, უპირატესად ქარველებეით დასახლებულ აფხაზეთის გალის რაიონში. თუმცა, საეჭვოა შეიძლებოდეს პასპორტრიზაცია "ადამიანის უფლებების დარღვევად" ჩაითვალოს, როგორც ამას საქართველოს ხელსუფლება და ზოგიერთი საერთაშორისო დამკვივებელი აღიქვამს.

საპარლამენტო არჩევნები, სამხრეთ ოსეთში 31 მაისს შედგება. გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაასრულა რესპუბლიკის პოლიტიკური პარტიებისგან განცხადებების მიღება. ახალ უკვე საჭიროა ამომრჩეველთა სიების მოწესრიგება. განსაკუთრებით რთულია ამის გაკეთება ლენინგორის რაიონში (ჯერ კიდევ საბჭოურად უწოდებს რაიონს ოსეთის ხელისუფლება, ქართველებისთვის კი, ამ ტერიტორიას ახალგორი ქვია). ეს ტერიტორია ცხინვალის სრული იურისდიაციის ქვეშ მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გადავიდა. მასმედიის მონაცემებით, იქ დაახლოებით 7 ათასი ქართველი ცხოვრობს, რომლებსაც არც რუსული და არც ოსური პასპორტები არ აქვთ. საპარლამენტო არჩევნებზე კი, ხმის მიცემა მხოლოდ სამხრეთ ოსური პირადობის დამადასტურებელი მოწმობით იქნება შესაძლებელი და რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, მეტად აღარ შეუძლია გადადოს ახალგორის რაიონში დოკუმენტების გაცემა. ეს სპროცედურა 15 აპრილს ანუ დღეს დაიწყო. "ამჟამად მუშავდება, რაიონის მაცხოვრებლებზე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პაპორტების გაცემის მექანიზმი. ლენონგორის რაიონში მიმდინარეობს მოსახლეობის აღწერა".- ორი დღის წინ საინფორმაციო სააგენტო "რეს" შეატყობინა საპასპორტო- სავიზო სამსახურის სამმართველოს უფროსმა სერგეი კოტაევმა. მან დააზუსტა, რომ დოკუმენტებს ხელზე გასცემს, სპეციალური სამუშაო ჯგუფი ცხინვალიდან.

ამ სიახლეს საქართველოს მხრიდან, სრულიად მოულოდნელი კომენტარი მოჰყვა. სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში - თეიმურაზ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი პირადად მდიდრდება პასპორტიზაციის ხარჯზე. " მე ვთვლი, რომ ახალგორის რაიონში პასპორტების დარიგება, პირველ რიგში ემსახურება ედუარდ კოკოითის ჯიბის გასქელებას, შემდეგ როდესაც ის მოითხოვს არსებულ და არარსებულ პასპორტებზე დახმარებას, პენსიებს, ხელფასებს და ფულს რეაბილიტაციისათვის".-სახელმწიფო მინისტრის ციტირებას ახდენს"როსბალტი".

შემდეგ კი, ქართულმა მასმედიამ იფიქრა და განავრცო თემა:"საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციის მიხედვით, ყოველ ეთნიკურ ქართველზე გაცემული იქნება 20 "ოსური პასპორტი", ამ დოკუმენტებზე გამოყოფილი რუსული ფული კი, წავა კოკოითის ფორმირებების მომარაგებაზე".

ამ ჭორებს, თავად სამხრეთ ოსეთის ოპოზიციური ძალებიც უჭერენ მხარს, რომლებიც კარსმომდგარ არჩევნებზე ფალსიფიკაციას უფრთხიან.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100