RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

”ჩვენი” ანუ НАШ აღმოჩნდა, რომ სულაც არ არის ჩვენი, თანაც ქართული აქცენტით

20.04.2009  |  09:37

4/3/2/2432.jpegრუსული ახალგაზრდული ორგანიზაცია „ნაშის" წევრის ალექსანდრე კუზნეცოვის ეგრეთ წოდებული „აღიარება" ქართულმა მედიამ, რუსეთთან დიპლომატიური ომიში მოპოვებულ ნადავლად აქცია. მაგრამ სრულიად ცხადია, რომ გულუბრყვილო ახალგაზრდები, რომლებიც ავტომობილებით თბილისამდე გაემგზავრნენ, არ შეიძლება კრემლის „მსტოვრები" იყვნენ. რუსეთის პრეზიდენტის დოქტრინა არ მოიცავს, საქართველოს შიდა განხეთქილებებში ჩარევა.

დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე კუზნეცოვი, რომელიც მონაწილეობდა „ნაში"-ს პროექტში ანუ „მეგობრული ავტორბოლა მოსკოვი-ცხინვალი-თბილისი". 10 აპრილს რუსეთის დედაქალაქიდან 10 ავტომობილი გავიდა. კვირას, 12 აპრილს ავტოკოლონა, უკვე სამხრეთ ოსეთის საზღვართან იყო. ავტორბოლის მონაწილეებმა თან წაიღეს რუსული და ქართული ნაციონალური ორნამენტებით მორთული საბნები. ეს სითბოს და მეგობრობის სიმბოლო „ნაშისტებს" სურდათ თბილისში მოედანზე ერთ დიდ „მშვიდობის საბანში" ჩაეკერებინათ.

გასაგებია, რომ წამოწყება გონიერებას მოკლებული გახლდათ. ამ ავტოკოლონას თბილისში არავინ შეუშვებდა. ხოლო საზღვრის უკანონო გადაკვეთა რუსებისათვის, თუნდაც „მშვიდობის საბნით" ქართველებს საშუალებას მისცემდათ, კიდევ ერთხელ განეცხადებინათ, რუსების უტაქტობის შესახებ. ესაჭიროებოდათ კი, ეს კრემლის პოლიტიკოსებს? რა თქმა უნდა არა. სულ ახლახანს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, ლონდონელ სტუდენტებთან საუბრისას გარკვევით თქვა, რომ საქართველოში ცვლილებები დემოკრატიული პროცესების შედეგად მოხდება და რუსეთს ამ მოვლენებთან არანაირი კავშირი არ აქვს. მაშ რატომ მოაწყო „ნაშიმ" ავტორბოლა და კიდევ რამდენიმე აქცია? „არ გვსურს მეზობლად გვქონდეს არაპროგნოზირებადი რეჟიმი, რომლის სათავეშიც შეშლილი პრეზიდენტია და ვთვლით, რომ ქართველებს და რუსებს შორის მეგობრული და კონსტრუქციული ურთიერთობების აღდგენა სააკაშვილის გადადგომის გარეშე, წარმოუდგენელია" - განმარტავს ორგანიზაჩიების აქციების მიზანს, მოძრაობის კომისარი მარია დროკოვა. როგორც ახალგაზრდები აცხადებენ, ავტორბოლა მოწოდებული იყო მოეხდინა „რუსი ახალგაზრდების სურვილის დემონსტრირება, საქართველოსა და რუსეთს შორის მეგობრული და კონსტრუქციული ურთიერთობების სახელმწიფო დონეზე აღდგენისა". სურვილი მოსაწონია, მაგრამ მისი რეალიზაციის მეთობდი ცუდად იყო გათვლილი.

1
 2 3 4
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100