RSS
на русском en in english
24.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სოხუმმა საკადრისი პასუხი გასცა ვოლებეკს

20.04.2009  |  14:57

4/4/0/2440.jpegაფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკიდურესად მკაცრი რეაგირება მოახდინა, ეუთოს ნაციონალური უცირესობების საკითხების უმაღლესი კომისრის კნუტ ვოლებეკის განცხადებაზე. რომელიც მან 14 აპრილს გააკეთა, გალის რაიონში ქარული მოსახლეობის შევწროების ფაქტებთან დაკავშირებით. ოფიციალური სოხუმის აზრით, დიპლომატის გამონათქვამები უსაფუძვლოა და ანგაჟირებული.

"იმ პერიოდში, როდესაც საქართველო შიდაპოლიტიკური დაძაბულობის გამო ახალი ბრუნის ზღურბლზე დგას, ამგვარი განცხადებები საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, აფხაზეთის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა, თავად საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან ქართველი და საერთაშორისო საზოგადოების ყრადღების გადატანის მიზნით.- შეტყობინების ტექსტს აქვეყნებს აფსნიპრესი.- უფრო მეტიც, ეუთოს მხრიდან საქართველოს ქმედებების ერთმნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ, შეუძლებელი გახადა მისიის შემდგომი დასწრება არა მარტო სამხრეთ ოსეთში, არამედ აფხაზეთშიც". შეტყობინებაში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ კნუტ ვოლებეკის განცხადება დაფუძნებულია "გამოგონილ ფაქტებზე და არ ასახავს გალის რაიონში შექმნილი სიტუაციის რეალურ სურათს".

ამგვარდა, სოხუმმა გარკვევით დააფიქსირა, რომ აღარ აპირებს დუმილს. ახალგაზრდა რესპუბლიკა უბრალოდ დაიღალა პოლიტკორექტულობის გამოჩენით, საერთაშორისო ორგანიზაციების ცალკეული წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც სინამდვილეში მეგზურებად იქცნენ საქართველოს მმართველი კლანის ჰეგემონური მისწრაფებებისა. აშკარად ხელმძღვანელობენ რა განსაკუთრებულად პირადი მოსაზრებებით, ევროპაში მხოლოდ საქართველოს მხარის პრეტენზიებს უგდებენ ყურს, აფხაზეთისა და სახრეთ ოსეთის არგუმენტებს კი, როგორც წესი იგნორირებას უკეთებენ. ამ ფონზე გაოცებას იწვევს, იმავე ეუთოს სამხრეთ კავკასიაში ყველგან ყოფნის სწრაფვა, მიუხედავად გასული წლის აგვისტოში მათი მისიის მუშაობის სრული კომპორომეტაციისა.

" ეუთოს წარმომადგენლებმა და პირადად ნაციონალურ უმცირესობათა საკითხების უმაღლესმა კომისარმა, ისვე როგორც ქართულ- აფხაზური და ქართულ -ოსური კონფლიქტების სხვა საერთაშორისო შუამავლებმა, ექსტრემალური და საგანგებო პრობლემების გადაწყვეტისას, კონფლიქტების თავიდან აცილების დარგში საკუთარი უსუსურობა და არაკომპეტენტურობა დაამტკიცეს."- აღნიშნავს აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

აგვისტოს ტრაგედიიდან, როგორც ჩანს ევროპამ სავალდებულო დასკვნები ვერ გამოიტანა. ამის კიდევ ერთი მტკიცებულებაა -ვოლებეკის მიერ, გალის რაიონში შექმნილი სიტუაციის, ტენდენციური გაშუქება. თურმე ქართული მოსახლეობა შეზღუდულია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებაში, ძალადობრივად იწვევენ აფხაზურ ჯარში და არ აზლევენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას. თუმცა, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავად აფხაზების გარდა, გალის რაიონის პრობლემების გადაწყვეტას, სხვა არავინ არ ჩქარობს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100