RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ორი მარტოობა შეხვდა ერთმანეთს: ”ნაშისტები” და საქართველოს ხელისუფლება

21.04.2009  |  10:08

4/4/4/2444.jpegრუსული ახალგაზრდული მოძრაობა "ნაში" მძვინვარე პროტესტესტს გამოხატავს, საქართველოს ხელისუფლების მიერ, მათი აქტივისტის ალექსანდრე კუზნეცოვის, დაპატიმრები გამო. წინ - პიკეტების მოწყობა და ასევე სასამრთლოსთვის, ევროკავშირისთვის და ილია მეორისთვის მიმართვაა. "ნაში"-ის მიერ ჩაფიქრებული ავტორბოლა გაგრძელდება, როდესაც თბილისში შემდეგი კომისარი გაემგზავრება. სიტუაცია აბსურდს ემსგავსება, მაგრამ პოლიტ-ტექნოლოგები თვლიან, რომ არავინ არ აღიქვამს "ნაშისტების" აქციებს სერიოზულად.

დილიდან მოსკოვში მძრაობა "ნაში"-ს აქტივისტებმა, შარშანდლის შემდეგ დაკეტილი საქართველოს საელჩოს წინ, პიკეტი ჩაატარეს, ქართული პოლიციის მიერ მათი კომისრის ალექსანდრე კუზნეცოვის გატაცების გასაპროტესტებლად. გუშინ საქართველოს ტელეარხები მთელი დღის განმავლობაში გადასცემდნენ, მისი "აღიარების" ვიდეო ჩანაწერს. კუზნეცოვი, როგორც მონაწილე "ავტრბოლა მოსკოვი-ცხინვალი-თბილისი"-ის კორტეჟს საქართველოს საზღვარზე უნდა დახვედროდა და ქართული ვერსიით, იქვე უნდა მოეწყო პროვოკაცია.

საქართველოს შ.ს.ს-მ ჟურნალისტებს მხოლოდ ვიდეო ჩანაწერში აჩვენა დაკავებული და ამას შემდეგ, გადასცა საქართველოში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსულ სექციას. იქიდან ტელეფონით ალექსანდრე კუზნეცოვმა აბსოლუტურად საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა. მან უარყო თავისი ჩვენებები, ვინაიდა მათი მიცემა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მოუხდა. " მე მცემდნენ და მაიძულებდნენ კამერასთან წამეკითხა წინასწარ დაწერილი ტქსტი, რომელშიც მე ვამბობ, რომ მოძრაობა "ნაში" ამზადებს პროვოკაციას, ქართული პოლიციის წინააღმდეგ. ყველაფერი ის, რაც მე ვილაპარაკე კამერის წინ, აბსოლუტური სიცრუეა, რომელიც მე ფიზიკური ზეწოლისა და საკუთარი სიცოცხლის საფრთხის გამო ვთქვი",- განუცხადა ალექსანდრემ "ინტერფაქსს".

"ნაში"-ის კომისარმა მოყვა, რომ 16 აპრილის ღამეს, როდესაც ის ქალაქ გორში სასტუმროში იმყოფებოდა, მასთან საქართველოს შ.ს.ს-ს სპეც-სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, რათა მისი დოკუმენტები შეემოწმებინათ. მას თან ჰქონა პასპორტიც და ვიზაც. "ათ წუთში ჩემთან შემოვარდნენ უცნობი ადამიანები ნიღბებში, რამდენიმეჯერ დამარტყეს, თავზე ტომარა ჩამომაცვეს და გაურკვეველი მიმართულებით წამიყვანეს. წამართვეს მთელი დოკუმენტები და ფული".-განცხადა კიზენცოვმა. ამჟამად ის ელოდება, შვეიცარიის საელჩოში როდის მისცემენ დროებით დოკუმენტებს, რუსეთში დასაბრუნებლად.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100