RSS
на русском en in english
23.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ნატოს გადაწყვეტილებით რუსეთი იმედგაცრუებულია

21.04.2009  |  10:16

4/4/6/2446.jpegნატო არ აპირებს მაისში საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილი სწავლებების გაუქმებას. უფრო მეტიც, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ცინიკურად, რუსეთსაც შესთავაზა მონაწილეობა მიიღოს სამხედრო მანევრებში.

"სწავლებები საქართველოში დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და მათ შესახებ ყველასთვის ცნობილი გახლდათ - Euronews-ი ანონიმი ნატოს წარმომადგენელის ციტირებას ახდენს.- საქართველო შემოვიდა წინადადებით და ის მიღებული იქნა. მართალია სწავლებები უკვე ძალიან მალე დაიწყება, მაგრამ მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ შემოერთება შეუძლია ნებისმიერ პროგრამის "პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრ- ქვეყანას, მათ შორის რუსეთსაც". თავის მხრივ, ა.შ.შ.-ს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ბრაიან უიტმენმა აღნიშნა, რომ მოსკოვს "არასდროს არ მოსწონდა, ნატოს მიერ ჩატარებული სწავლებები". გვატყობინებს პრაიმ-ტასსი.

რუსულმა მხარემ, ამ წინადადებაზე უარი განაცხადა. როგორც, რუსეთის ბიზნეს კონსალტინგს (РБК) შეატყობინა მისმა წყარომ ინფორმაციისა და ბეჭდვითი სტყვის დეპარტამენტიდან:" რუსეთის ნეგატიური დამოკიდებულება, ამ სწავლებების ჩატარების მიმართ კარაგად არის ცნობილი. როგორ შეიძლება საერთოდ ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ მივიღოთ მასში მონაწილეობა?"

შეგახსენებთ, 16 აპრილს რუსეთის საგაერეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში დიმიტრი რაგოზინმა, გააკრიტიკეს ალიანსის გეგმები და მოუწოდეს ორგანიზაციას უარი თქვას ამ განზრახვაზე.

ლავროვმა იმედი გამოთქვა,რომ ნატოს წვრი ქვეყნები, გეგმავენ რა საქართველოსთან მომავალ თანამშრომლობას, პროგრამის "პარტნიორობა მშვიდობისათვის" ჩარჩოებში, არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს და არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ისევ შეუძლიათ საქართველოს მმართველ რეჟიმს, გაუჩინოს დაუსჯელობისა და ყველაფრი კეთების შესაძლებლობის შეგრძნება, იტყობინებოდა რია-ნოვოსტი. "ნატოს თანამონაწილეობის დემონსტრირება, იმაში რაც საქართველოში მმართველ რეჟიმს ეხება. ალბათ, არასწორი სიგნალის გაგზავნა იქნება მათთვის , ვისაც გულწრფელად სურს სტაბილიზაცია კავკასიაში".

რაგოზინი უფრო კატეგორიული გახლდათ. მისი აზრით, სწავლებების ჩატარება რუსეთის საზღვრის მეზობლად, კეთილად არ წაადგება რუსეთსა და ნატოს შორის, ახლახანს დაგეგმილ ურთიერთობათა "გადატვირთვას". ასევე ეს არის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და მოქმედი ხეისუფელბის მხარდაჭერა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100