RSS
на русском en in english
28.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ბიზნესი საქართველოში საპრორესტო აქციებისგან მიყენებულ ზარალს ითვლის

21.04.2009  |  10:19

4/4/7/2447.jpegქართული მასმედია, ანგარიშობს მეწარმეება რა ფულადი დანაკარგი განიცადეს ქაოსის გამო, რომელიც თბილისის ქუჩებში უვადო აქციების მონაწილეებმა მოაწყვეს, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. ნუთუ მართალი იყო, ამერკული სავაჭრო პალატის წარმომადგენელი ფადი ასლი, როცა მან განაცხადა, რომ "ოპოზიცია კლავს ბიზნესს"? თუმცა, ოპოზიცია სულ სხვაგვარად ფიქრობს: პრეზიდენტის სიჯიუტე "კლავს ბიზნესს".

ფადი ასლის, რომლის სიტყვებიც უმეტეს წილად ინვესტიციებს ეხებოდა აჰყვა და იგივე სალამურში ჩაჰბერა, გასულ ორშაბათს, კომპანიის PSP დაამარსებელი კახა ოქრიაშვილი. " ბიზნესში მთავარია განწყობა და მოლოდინი. დესტაბილიზაციის მოლოდინის მიზეზით, ქვეყანაში ინვესტორთა რისკი იზრდება და ამიტომაც ისინი ძველებურად, თავს იკავებენ ინვესტიციების დაბანდებისგან". - მეწარმის ციტირება მოახდინა პორტალმა "ბიზნეს საქართველო". ოქრიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისში განვითარებული მოვლენების გამო, ქვეყნის ეკონომიკა ყოველდღიურად კარგავს შემოსავლებს. ამ სიტყვებმა, ტონი და დასაბამი მისცეს ქართული მასმედიის შენიშვნების მთელ სერიას, რომლებმაც ითავეს: ადგილობრივი საწარმოების მოგებაზე, უვადო საპროტესტო აქციების მომაკვდინებელი გავლენის ილუსტრირება მოეხდინათ.

რადიო "კომერსანტმა" განცხადა, რომ ოპოზიციის აპრილის გამოსვლების გამო, გამწვავდა მდგომარეობა ეკონმიკის სამშენებლო დარგში, სადაც ისედაც რთული მდგომარეობა იყო, აგვისტოს ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამო. როგორც, სამშენებლო კომპანია "ბაგები სითი გრუპპ"-ის სამეთვაყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯუმბერ ხატიაშვილმა განაცხადა: ის იშვიათი კლიენტებიც კი, ვინც გაბედა ასეთ არასტაბილურ სიტუაციაში, ფირმასთან კონტრაქტზე ხელის მოწერა, თავს იკავებენ ფულის გადახდისგან, ვინაიდან ელოდებიან, შემდგომში როგორ განვითარდება მოვლენები. კომპანიაში "ოლიმპიური ვარსკვლავი" აღნიშნავენ, რომ ამ წელს გაყიდვები სამშენებლო სექტორში 60 პროცენტით შემცირდა, აპრილში კი, სერთოდ მინიმუმამდე დავიდა. გაყიდვების დაბალ მაჩვენებელზე საუბრობენ კომპანია "რედიკს"-შიც:" ქვეყანაში არასტაბილური სიტუაციის გამო, მოსახლეობა თავს იკავებს უძრავი ქონების ყიდვისაგან". თუმცა, "რედიკს"-ის თანამშრომლები, არ ჩქარობენ საკუთარი უიღბლობა, აპრილის აქციებს მიაწერონ: მოთხოვნილების შემცირების ტენდენცია, დიდი ხნის წინ იქნა შემჩნეული.

გაცილებით უფრო ადვილი გამოდგა, რუსთაველის პროსპექტზე განლაგებული მაღაზიების ზარალის დათვლა. აქციების პირველ დღეებში, ისინი დაკეტილი იყვნენ. იძულებითი დახურვის გამო Adidas-მა, როგორც განაცხადა მაღაზიის მმართველმა, 9 აპრილს 1500 ლარი ვერ მოითვალა. თუმცა მოგვიანებით, ისინი ჩვეულ რეჟიმში შეუდგნენ მუშაობას. აი მაღაზიები: Nike, Giordano და Roniko აღნიშნავენ, რომ არანაირი ზარალი აქციებს მათთვის არ მიუყენებიათ: მომხმარებელი მათთან ისევე დადის, როგორც ადრე.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100